პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა..." - ივანე ჩხაიძე
"გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა..." - ივანე ჩხაიძე

გრძელ­დე­ბა გრი­პის ვირუ­სის სი­ჭარ­ბე, რაც პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კად­ში აი­სა­ხე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტია, რო­მე­ლიც 25 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი და სრუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლია. მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით მა­ღა­ლია, - ამის შე­სა­ხებ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ივა­ნე ჩხა­ი­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ მომ­დევ­ნო კვი­რი­დან გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცირ­დე­ბა.

"ახ­ლაც გრძელ­დე­ბა გრი­პის ვირუ­სის სი­ჭარ­ბე, რაც აი­სა­ხე­ბა კლი­ნი­კუ­რად პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კად­ში. რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა - ამ სიმპტო­მე­ბით ჯერ კი­დევ არი­ან კლი­ნი­კებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­მაც ხელი შე­უ­წყო გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ივ­ნი­სის თვე­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი ერ­თე­უ­ლი იქ­ნე­ბა, ან სა­ერ­თოდ არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გვახ­სოვს 2022-2023 წლე­ბი, რო­დე­საც ივ­ნის­შიც ფიქ­სირ­დე­ბო­და გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა. იმე­დი გვაქვს, მომ­დევ­ნო კვი­რი­დან გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, ზა­ფხუ­ლი წყნა­რი იქ­ნე­ბა გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის.

იცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტია, რო­მე­ლიც 25 სა­წოლ­ზეა გათ­ვლი­ლი, ოც­და­ხუ­თი­ვე სა­წო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­სუნ­თქი სის­ტე­მის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბით მა­ღა­ლია, ეს არის ბრონ­ქი­ო­ლი­ტი, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბე­ბი. სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლია მა­ი­სის თვეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“.

ავტორი:

"გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა..." - ივანე ჩხაიძე

"გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა..." - ივანე ჩხაიძე

გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება - საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი და სრულად დაკავებულია. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება.

"ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც აისახება კლინიკურად პაციენტების ნაკადში. რესპირაციული ვირუსული ინფექციები, მაღალი ტემპერატურა, ხველა, ფილტვების ანთება - ამ სიმპტომებით ჯერ კიდევ არიან კლინიკებში. საქართველოში ამინდის ცვალებადობამაც ხელი შეუწყო გრიპის შემთხვევების გახანგრძლივებას. მოლოდინი გვაქვს, რომ ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები ერთეული იქნება, ან საერთოდ არ იქნება, მაგრამ გვახსოვს 2022-2023 წლები, როდესაც ივნისშიც ფიქსირდებოდა გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება. იმედი გვაქვს, მომდევნო კვირიდან გრიპის შემთხვევები შემცირდება, ზაფხული წყნარი იქნება გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებებისთვის.

იცით, რომ საქართველოში ერთადერთი რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტია, რომელიც 25 საწოლზეა გათვლილი, ოცდახუთივე საწოლი დაკავებულია.

მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით მაღალია, ეს არის ბრონქიოლიტი, ფილტვების ანთება, ზემო სასუნთქი გზების მაღალი ცხელებით მიმდინარე დაავადებები. სტაციონარებში მიმართვიანობა უჩვეულოდ მაღალია მაისის თვესთან მიმართებაში“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ "მთავარში“.