პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტესტს "თეთრხალათიანებიც" შეუერთდნენ - რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან?
პროტესტს "თეთრხალათიანებიც" შეუერთდნენ - რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან?

პარ­ლა­მენ­ტთან „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს “თეთრხა­ლა­თი­ა­ნე­ბი“ შე­უ­ერ­თდნენ.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მსვლე­ლო­ბით „9 აპ­რი­ლის ბა­ღი­დან“ მი­ვიდ­ნენ.

მათ ხელ­ში უჭი­რავთ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი და ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რე­ბით: “არ ვართ პარ­ტია. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლია”; “ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი/ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენს ხელ­შია”.

მათ პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბი­ლე­ბი ტა­შით და შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ. ისი­ნი სკან­დი­რე­ბენ: “სა­ქარ­თვე­ლო”; “არა რუ­სულ კა­ნონს”.

სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 30-წლი­ა­ნი მო­ნა­პო­ვა­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა და ამას “არ­ცერ­თი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ უნდა შე­ე­გუ­ოს”.

პარ­ლა­მენ­ტთან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბა პო­ლი­ცია. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან აქ­ცია 20:00 სა­ათ­ზე უნდა და­ი­წყოს.

ავტორი:

პროტესტს "თეთრხალათიანებიც" შეუერთდნენ - რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან?

პროტესტს "თეთრხალათიანებიც" შეუერთდნენ - რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან?

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებს “თეთრხალათიანები“ შეუერთდნენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით „9 აპრილის ბაღიდან“ მივიდნენ.

მათ ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია”.

მათ პარლამენტთან შეკრებილები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი სკანდირებენ: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, დღეს საქართველოს 30-წლიანი მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და ამას “არცერთი სფეროს წარმომადგენელი არ უნდა შეეგუოს”.

პარლამენტთან მობილიზებული რჩება პოლიცია. საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"