პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელთა მასიური თავდასხმა დრონებით ოკუპანტის სამხედრო-ლოჯისტიკურ ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიაზე  - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი
უკრაინელთა მასიური თავდასხმა დრონებით ოკუპანტის სამხედრო-ლოჯისტიკურ ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიაზე  - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი

წუ­ხან­დე­ლი ღამე ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოდ­გა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ლო­ჯის­ტი­კუ­რი ობი­ექ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ობს ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმ­სა და რუ­სე­თის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვარ­მა სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლომ ერ­თობ­ლი­ვად "და­ან­თეს ცე­ცხლი“ სე­ვას­ტო­პო­ლის ყუ­რე­ში. ასე­ვე, მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ოფიც­რე­ბი ცალ-ცალ­კე მუ­შა­ობ­დნენ ნო­ვო­რო­სი­ის­კის სა­ზღვაო პორ­ტში და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ტუ­აფ­სეს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში.

"პა­რას­კევს ღა­მით რუ­სე­თის სამ რე­გი­ონ­სა და ყი­რიმს თავს და­ეს­ხა ასზე მეტი დრო­ნი", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში. მათი მტკი­ცე­ბით, 51 კა­მი­კა­ძე დრო­ნი გა­ნად­გურ­და ყი­რი­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 44 დრო­ნი კი კრას­ნო­და­რის ოლ­ქის თავ­ზე, კი­დევ ექ­ვსი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ში და ერ­თიც კურსკის თავ­ზე, თუმ­ცა ის ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა, რაც ვრცელ­დე­ბა ცხად­ყოფს, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რმა დრონ­მა მი­აღ­წია სა­მიზ­ნეს.

  • მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა ნო­ვო­რო­სი­ის­კზე და დარ­ტყმა ტუ­აფ­სეს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ზე

კრას­ნო­და­რის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვე­ნი­ა­მინ კონ­დრა­ტი­ევ­მა ღა­მით გა­ნა­ცხა­და, რომ ნო­ვო­რო­სი­ის­კზე თავ­დას­ხმის დროს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "Caution, News" კი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქა­ლაქ­ში თავ­დას­ხმის დროს 30-ზე მეტი აფეთ­ქე­ბა გა­ის­მა.

"და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სამი სა­ა­თი­დან გა­ვი­გეთ სრო­ლე­ბის და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა“, - გა­ნუ­ცხა­და არხს ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა.

ეს იყო ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რი თავ­დას­ხმა ქა­ლაქ­ში რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ. ნო­ვო­რო­სი­ის­კში სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში მხო­ლოდ 7:00 სა­ა­თის შემ­დეგ გა­უქ­მდა. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას სთხო­ვეს არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლე­ბი,

რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უთ­ქვამს, რა იყო ნო­ვო­რო­სი­ის­კში თავ­დას­ხმის მი­ზა­ნი. "ტე­ლეგ­რა­მი­სარ­ხი" Astra კი აცხა­დებს, რომ და­ზი­ან­და ნო­ვო­რო­სი­ის­კის ნავ­თო­ბის ტერ­მი­ნა­ლი და კი­დევ ერთი საწ­ვა­ვის ავზი, ასე­ვე ორი ნავ­თობ­სა­ცა­ვი, მაგ­რამ მსხვერ­პლი არ ყო­ფი­ლა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

შავი ზღვის კი­დევ ერთ ქა­ლაქ­ში, კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, დრო­ნე­ბი თავს და­ესხნენ ტუ­აფ­სეს ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნას (ის "როს­ნეფ­ტის" სა­კუთ­რე­ბა­შია), რო­მე­ლიც აქამ­დეც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა დრო­ნე­ბის სა­მიზ­ნე, ისე­ვე, რო­გორც სხვა ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბი რუ­სეთ­ში. თვითმხილ­ვე­ლებ­მა ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დრო­ნის ჩა­მო­ვარ­დნი­სა და ხან­ძრის ვი­დეო გა­და­ი­ღეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხე­ლახ­ლა წარ­მო­ე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. ხან­ძა­რი ღა­მის სა­ა­თებ­ში იყო ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი, სრუ­ლად მხო­ლოდ დი­ლის 9:00 სა­ა­თის შემ­დეგ ჩა­აქ­რეს.

  • რა ხდე­ბო­და ანექ­სი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში

ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სე­ვას­ტო­პო­ლის ყუ­რე­ში მთე­ლი ღამე იყო "ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ", რო­მელ­მაც ასე­ვე მი­აღ­წია სე­ვას­ტო­პო­ლის ელექტრო ქვე­სად­გუ­რამ­დე და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია. ანექ­სი­რე­ბულ სე­ვას­ტო­პოლ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის გამო, სკო­ლებ­ში, კო­ლე­ჯებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სწავ­ლა გა­უქ­მდა, - ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხე­ილ რაზ­ვოჟა­ევ­მა.

მისი თქმით, ქვე­სად­გუ­რის სრუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დგე­ნას მი­ნი­მუმ ერთი დღე დას­ჭირ­დე­ბა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სა­ზღვაო ავი­ა­ცი­ი­სა და სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღე­ბის მიერ გა­ნად­გურ­და ექ­ვსი სა­ზღვაო უპი­ლო­ტო აპა­რა­ტი. სა­ზღვაო დრო­ნე­ბი ყი­რიმს თავს და­ესხნენ წინა დღეს, 16 მა­ის­საც.

"დღე­ვან­დელ­მა სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ და­ამ­ტკი­ცა, რომ რუ­სებს არ შე­უძ­ლი­ათ და­იც­ვათ თა­ვი­ან­თი ძი­რი­თა­დი სა­ზღვაო ბა­ზე­ბი სე­ვას­ტო­პოლ­სა და ნო­ვო­რო­სი­ის­კში“, - აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნულ­მა წყა­რომ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

  • და­ღუ­პუ­ლე­ბი ბელ­გო­რო­დის მახ­ლობ­ლად

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქალი და მისი ოთხი წლის ვაჟი ბელ­გო­რო­დის მახ­ლობ­ლად დრო­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

”სო­ფელ ოქ­ტი­აბრსკში, კა­მი­კა­ძე დრო­ნი თავს და­ეს­ხა მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც მძღო­ლი და სამი მგზავ­რი (დედა, მამა და შვი­ლი) იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ,” - წერს ის "ტე­ლეგ­რა­მარხზე".

გლად­კო­ვის თქმით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვი კი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

უკრაინელთა მასიური თავდასხმა დრონებით ოკუპანტის სამხედრო-ლოჯისტიკურ ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიაზე  - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი

უკრაინელთა მასიური თავდასხმა დრონებით ოკუპანტის სამხედრო-ლოჯისტიკურ ობიექტებზე ანექსირებულ ყირიმისა და რუსეთის ტერიტორიაზე  - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი

წუხანდელი ღამე ძალიან მძიმე გამოდგა რუსეთის სამხედრო-ლოჯისტიკური ობიექტებისთვის, რომლებიც მდებარეობს ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ ერთობლივად "დაანთეს ცეცხლი“ სევასტოპოლის ყურეში. ასევე, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრები ცალ-ცალკე მუშაობდნენ ნოვოროსიისკის საზღვაო პორტში და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები - ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

"პარასკევს ღამით რუსეთის სამ რეგიონსა და ყირიმს თავს დაესხა ასზე მეტი დრონი", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტყობინებაში. მათი მტკიცებით, 51 კამიკაძე დრონი განადგურდა ყირიმის ტერიტორიაზე, 44 დრონი კი კრასნოდარის ოლქის თავზე, კიდევ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონში და ერთიც კურსკის თავზე, თუმცა ის ფოტო და ვიდეო მასალა, რაც ვრცელდება ცხადყოფს, რომ საკმაოდ ბევრმა დრონმა მიაღწია სამიზნეს.

  • მასიური თავდასხმა ნოვოროსიისკზე და დარტყმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

კრასნოდარის რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა ღამით განაცხადა, რომ ნოვოროსიისკზე თავდასხმის დროს ხანძარი გაჩნდა. "ტელეგრამარხი" "Caution, News" კი ირწმუნება, რომ ქალაქში თავდასხმის დროს 30-ზე მეტი აფეთქება გაისმა.

"დაახლოებით ღამის სამი საათიდან გავიგეთ სროლების და აფეთქებების ხმა“, - განუცხადა არხს ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ეს იყო ყველაზე მასიური თავდასხმა ქალაქში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ნოვოროსიისკში საჰაერო განგაში მხოლოდ 7:00 საათის შემდეგ გაუქმდა. დღის პირველ ნახევარში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებდა და ქალაქის მოსახლეობას სთხოვეს არ დაეტოვებინათ სახლები,

რუსეთის ხელისუფლებას არ უთქვამს, რა იყო ნოვოროსიისკში თავდასხმის მიზანი. "ტელეგრამისარხი" Astra კი აცხადებს, რომ დაზიანდა ნოვოროსიისკის ნავთობის ტერმინალი და კიდევ ერთი საწვავის ავზი, ასევე ორი ნავთობსაცავი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შავი ზღვის კიდევ ერთ ქალაქში, კრასნოდარის მხარეში, დრონები თავს დაესხნენ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (ის "როსნეფტის" საკუთრებაშია), რომელიც აქამდეც არაერთხელ ყოფილა დრონების სამიზნე, ისევე, როგორც სხვა ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები რუსეთში. თვითმხილველებმა ქარხნის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნისა და ხანძრის ვიდეო გადაიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჭირო გახდება სარემონტო სამუშაოების ხელახლა წარმოება.

არსებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაშავებულები არ არიან. ხანძარი ღამის საათებში იყო ლოკალიზებული, სრულად მხოლოდ დილის 9:00 საათის შემდეგ ჩააქრეს.

  • რა ხდებოდა ანექსირებულ სევასტოპოლში

ადგილობრივი წყაროების განცხადებით, სევასტოპოლის ყურეში მთელი ღამე იყო "ცეცხლოვანი შოუ", რომელმაც ასევე მიაღწია სევასტოპოლის ელექტრო ქვესადგურამდე და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ანექსირებულ სევასტოპოლში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, სკოლებში, კოლეჯებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა გაუქმდა, - ამის შესახებ განაცხადა, გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა.

მისი თქმით, ქვესადგურის სრული ფუნქციონირების აღდგენას მინიმუმ ერთი დღე დასჭირდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციისა და საპატრულო კატარღების მიერ განადგურდა ექვსი საზღვაო უპილოტო აპარატი. საზღვაო დრონები ყირიმს თავს დაესხნენ წინა დღეს, 16 მაისსაც.

"დღევანდელმა სპეცოპერაციამ დაამტკიცა, რომ რუსებს არ შეუძლიათ დაიცვათ თავიანთი ძირითადი საზღვაო ბაზები სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში“, - აღნიშნა უკრაინულმა წყარომ მედიასთან საუბარში.

  • დაღუპულები ბელგოროდის მახლობლად

გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ქალი და მისი ოთხი წლის ვაჟი ბელგოროდის მახლობლად დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.

”სოფელ ოქტიაბრსკში, კამიკაძე დრონი თავს დაესხა მანქანას, რომელშიც მძღოლი და სამი მგზავრი (დედა, მამა და შვილი) იმყოფებოდნენ,” - წერს ის "ტელეგრამარხზე".

გლადკოვის თქმით, აფეთქების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი - საავადმყოფოში.