სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე
მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია პირ­ვე­ლად 12 წლის წინ, 2012 წლის 27 მა­ისს, თბი­ლი­სის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თა.

პრო­ექ­ტში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რამ“ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქა­ღალ­დი ახალ წიგ­ნებ­ზე გა­და­ეც­ვა­ლა და თა­ვი­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­ემ­დიდ­რე­ბი­ნა.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ გახ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხში. გარ­და ამი­სა, წიგ­ნე­ბის ანა­ლი­ზი­სა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რამ“ უამ­რა­ვი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი და­უბ­რუ­ნა.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის სიით კვლავ დაბ­რუნ­და! მათ, ვი­საც სურს ძვე­ლი, უსარ­გებ­ლო წიგ­ნე­ბის, თა­ბა­ხის ფურ­ცლე­ბის, რვე­უ­ლე­ბის, ძვე­ლი გა­ზე­თე­ბის ახალ წიგ­ნებ­ში გა­დაც­ვლა, მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ „ნერ­გე­ბის“ მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ ახალ წიგ­ნებს გვთა­ვა­ზობს. დაგ­რო­ვი­ლი ნერ­გე­ბი ახალ წიგ­ნებ­ში იც­ვლე­ბა.

რო­მე­ლი წიგ­ნე­ბის აღე­ბას შეძ­ლებთ მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ:

  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „ერთი მო­თხრო­ბა“
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“
  • აგა­თა კრის­ტის დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნე­ბი
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „ოქ­როს კო­ლექ­ცია“
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „იკი­თხე კლა­სი­კა“
  • წიგ­ნე­ბი „ლი­ბერ­თინ­სის“ სე­რი­ი­დან
  • წიგ­ნე­ბი Liber Kids-ის სე­რი­ი­დან
  • წიგ­ნე­ბი ბიზ­ნეს­ზე და თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „პა­ლიტ­რა კლა­სი­კა“
  • მსოფ­ლი­ოს სა­ოც­რე­ბე­ბი
  • მუ­ზე­უ­მე­ბი - მუ­ზე­უ­მე­ბის ის­ტო­რია და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე
  • წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან „წლის ბესტსე­ლე­რი“
  • სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რე­ბი
  • ხმო­ვა­ნი სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი
  • სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი და სხვ.

მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­დაც­ვლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თია: ქი­ზი­ყის 50 ბ.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 599 888 226

R

მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე

მაკულიტერატურა დაბრუნდა! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წარმატებული პროექტია, რომლის პრეზენტაცია პირველად 12 წლის წინ, 2012 წლის 27 მაისს, თბილისის წიგნის ფესტივალზე გაიმართა.

პროექტში უამრავი ადამიანი ჩაერთო. „მაკულიტერატურამ“ მოსახლეობას საშუალება მისცა, მოძველებული წიგნები და გამოყენებული ქაღალდი ახალ წიგნებზე გადაეცვალა და თავისი ბიბლიოთეკა გაემდიდრებინა.

„მაკულიტერატურა“ გახდა მნიშვნელოვანი რგოლი მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის საკითხში. გარდა ამისა, წიგნების ანალიზისა და დათვალიერების შედეგად, ეროვნულ ბიბლიოთეკას „მაკულიტერატურამ“ უამრავი უნიკალური წიგნი დაუბრუნა.

„მაკულიტერატურა“ განახლებული წიგნების სიით კვლავ დაბრუნდა! მათ, ვისაც სურს ძველი, უსარგებლო წიგნების, თაბახის ფურცლების, რვეულების, ძველი გაზეთების ახალ წიგნებში გადაცვლა, მაკულატურის სანაცვლოდ „ნერგების“ მიღება შეუძლიათ.

„მაკულიტერატურა“ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მხოლოდ ახალ წიგნებს გვთავაზობს. დაგროვილი ნერგები ახალ წიგნებში იცვლება.

რომელი წიგნების აღებას შეძლებთ მაკულატურის სანაცვლოდ:

  • წიგნები სერიიდან „ერთი მოთხრობა“
  • წიგნები სერიიდან „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“
  • წიგნები სერიიდან „გახდი ბესტსელერის ავტორი“
  • აგათა კრისტის დეტექტიური რომანები
  • წიგნები სერიიდან „ოქროს კოლექცია“
  • წიგნები სერიიდან „იკითხე კლასიკა“
  • წიგნები „ლიბერთინსის“ სერიიდან
  • წიგნები Liber Kids-ის სერიიდან
  • წიგნები ბიზნესზე და თვითგანვითარებაზე
  • წიგნები სერიიდან „პალიტრა კლასიკა“
  • მსოფლიოს საოცრებები
  • მუზეუმები - მუზეუმების ისტორია დასაბამიდან დღემდე
  • წიგნები სერიიდან „წლის ბესტსელერი“
  • სხვადასხვა ქართული და მსოფლიო ბესტსელერები
  • ხმოვანი საბავშვო წიგნები
  • სამაგიდო თამაშები და სხვ.

მაკულატურის გადაცვლის განახლებული მისამართია: ქიზიყის 50 ბ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 599 888 226

R