სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაცემა გავაჩერეთ... დავხურავთ თუ არა, გაირკვევა" - რას აცხადებს ირმა სოხაძე ინფორმაციაზე, რომ ე.წ. აგენტების კანონზე გამოთქმული აზრის გამო "პოსტივიზე" გადაცემა დაუხურეს?
"გადაცემა გავაჩერეთ... დავხურავთ თუ არა, გაირკვევა" - რას აცხადებს ირმა სოხაძე  ინფორმაციაზე, რომ ე.წ. აგენტების კანონზე გამოთქმული აზრის გამო "პოსტივიზე" გადაცემა დაუხურეს?

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რალს და ტე­ლე­წამ­ყვანს ირმა სო­ხა­ძეს "პოსტვზე" გა­და­ცე­მა და­უ­ხუ­რეს.

ცნო­ბი­ლია, რომ მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნი­სა" და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და:

"ჩვენ იქ ვცდე­ბით, რო­დე­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი­სა და კუ­დი­ა­ნე­ბის დევ­ნას ვი­წყებთ, შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს გან­ვი­ხი­ლავთ. აქ არ არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი, აქ ყვე­ლა ერთ აზ­რზე ვართ, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი - ევ­რო­პის­კენ სვლა კონ­სტი­ტუ­ცი­ით, 78-ე მუხ­ლი­თაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. ნუ დავ­ყოფთ, რომ თით­ქოს ახალ­გაზ­რდებს უნ­დათ ევ­რო­პა და ჩემს თა­ო­ბას კი - რუ­სე­თი. არა, ბა­ტო­ნო, მე უფრო არ მინ­და რუ­სე­თი, რად­გან უკვე ვი­ცხოვ­რე იმ ქვე­ყა­ნა­ში და ვიცი, რაც არის, და რო­გორ­ღა უნდა მინ­დო­დეს იმ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა? ვინ დაგ­ვაბ­რა­ლა ეს ჩემს თა­ო­ბას? ეს არ არის თა­ო­ბა­თა ომი და სა­ერ­თოდ, ეს არა­ვის ომი არ არის. შე­იძ­ლე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბა მარ­თლაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ მინ­და ყვე­ლა ნი­უ­ან­სი ვი­ცო­დე ქვეყ­ნის შუ­ა­ზე გახ­ლე­ჩის ფა­სად. ხომ გახ­სოვთ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით ამ კა­ნო­ნის და­ი­ნი­ცი­რე­ბამ­დე? მარ­თლაც გვჯე­რო­და, რომ "ზღაპ­რის ბოლო კე­თი­ლია", და უცებ კვლავ შუ­ა­ზე რა­ტომ გა­ვიხ­ლი­ჩეთ? ღა­მე­ე­ბი არ მძი­ნავს, ვზი­ვარ, ეკ­რანს ვუ­ყუ­რებ და ვტი­რი. გა­ვი­გოთ, რომ ყვე­ლა ვართ ერთ აზ­რზე! რაც უფრო მალე გა­ვი­გებთ და ვა­ღი­ა­რებთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვი­საც და ქვეყ­ნის­თვი­საც“ - აღ­ნიშ­ნა ირმა სო­ხა­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­ზუს­ტებ­ლად ambebi.ge ირმა სო­ხა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

"გა­და­ცე­მა გა­ვა­ჩე­რეთ. ეს სა­ერ­თო აზ­რია, ხოლო დავ­ხუ­რავთ თუ არა, გა­ირ­კვე­ვა. სა­ერ­თოდ არ არის სწო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რომ და­მი­ხუ­რეს გა­და­ცე­მა.

მით უმე­ტეს ჩემი კო­მენ­ტა­რი­სა თუ ინ­ტერ­ვი­უს გამო?! არა­ვის არა­ფე­რი და­უ­ხუ­რავს, საყ­ვე­დუ­რიც არა­ვის უთ­ქვამს.

ასე რომ, გა­ვა­ჩე­რეთ გა­და­ცე­მა. ახლა ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა. გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით გა­ვა­ჩე­რეთ და გა­დავ­წყვეტთ, გა­ვა­ახ­ლებთ, სხვას გა­ვა­კე­თებთ, თუ, წა­მო­ვალ მაგ არ­ხი­დან. ვნა­ხოთ, შევ­ხე­დავთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას".

ავტორი:

"გადაცემა გავაჩერეთ... დავხურავთ თუ არა, გაირკვევა" - რას აცხადებს ირმა სოხაძე ინფორმაციაზე, რომ ე.წ. აგენტების კანონზე გამოთქმული აზრის გამო "პოსტივიზე" გადაცემა დაუხურეს?

"გადაცემა გავაჩერეთ... დავხურავთ თუ არა, გაირკვევა" - რას აცხადებს ირმა სოხაძე  ინფორმაციაზე, რომ ე.წ. აგენტების კანონზე გამოთქმული აზრის გამო "პოსტივიზე" გადაცემა დაუხურეს?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მომღერალს და ტელეწამყვანს ირმა სოხაძეს "პოსტვზე" გადაცემა დაუხურეს.

ცნობილია, რომ მან რამდენიმე დღის წინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონისა" და საპროტესტო აქციების შესახებ "კვირის პალიტრასთან“ შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ იქ ვცდებით, როდესაც განსხვავებული აზრისა და კუდიანების დევნას ვიწყებთ, შეთქმულების თეორიებს განვიხილავთ. აქ არ არის განსხვავებული აზრი, აქ ყველა ერთ აზრზე ვართ, რომ ჩვენი მომავალი - ევროპისკენ სვლა კონსტიტუციით, 78-ე მუხლითაა დამტკიცებული. ნუ დავყოფთ, რომ თითქოს ახალგაზრდებს უნდათ ევროპა და ჩემს თაობას კი - რუსეთი. არა, ბატონო, მე უფრო არ მინდა რუსეთი, რადგან უკვე ვიცხოვრე იმ ქვეყანაში და ვიცი, რაც არის, და როგორღა უნდა მინდოდეს იმ წარსულში დაბრუნება? ვინ დაგვაბრალა ეს ჩემს თაობას? ეს არ არის თაობათა ომი და საერთოდ, ეს არავის ომი არ არის. შეიძლება გამჭვირვალობა მართლაც აუცილებელია, მაგრამ არ მინდა ყველა ნიუანსი ვიცოდე ქვეყნის შუაზე გახლეჩის ფასად. ხომ გახსოვთ, რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე? მართლაც გვჯეროდა, რომ "ზღაპრის ბოლო კეთილია", და უცებ კვლავ შუაზე რატომ გავიხლიჩეთ? ღამეები არ მძინავს, ვზივარ, ეკრანს ვუყურებ და ვტირი. გავიგოთ, რომ ყველა ვართ ერთ აზრზე! რაც უფრო მალე გავიგებთ და ვაღიარებთ, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც“ - აღნიშნა ირმა სოხაძემ "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად ambebi.ge ირმა სოხაძეს დაუკავშირდა:

"გადაცემა გავაჩერეთ. ეს საერთო აზრია, ხოლო დავხურავთ თუ არა, გაირკვევა. საერთოდ არ არის სწორი ფორმულირება, რომ დამიხურეს გადაცემა.

მით უმეტეს ჩემი კომენტარისა თუ ინტერვიუს გამო?! არავის არაფერი დაუხურავს, საყვედურიც არავის უთქვამს.

ასე რომ, გავაჩერეთ გადაცემა. ახლა ასეთი მდგომარეობაა. განუსაზღვრელი დროით გავაჩერეთ და გადავწყვეტთ, გავაახლებთ, სხვას გავაკეთებთ, თუ, წამოვალ მაგ არხიდან. ვნახოთ, შევხედავთ მოვლენების განვითარებას".