პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს სოციალურ ქსელში?
"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს სოციალურ ქსელში?

მას შემ­დეგ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებს, მთავ­რო­ბის მომ­ხრე­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა გა­ი­ზარ­და. ისი­ნი ღიად უწე­რენ კა­ნო­ნის მხარ­დამ­ჭე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ხმა ამო­ი­ღონ და დაგ­მონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ე­ლი.

შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ დე­პუ­ტატ და­ვით კა­ჭა­რა­ვას მე­უღ­ლის ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

მათ შო­რის, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცია გა­თი­შა, ერთ-ერ­თია თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მე­უღ­ლე ანუ­კი არე­ში­ძე. დი­ზა­ი­ნერ­მა ბოლო პოს­ტი 8 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მას შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცია გა­თი­შუ­ლი აქვს.

ნინა ზარ­ქუა დი­ზა­ი­ნე­რი და დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას დაა. დი­ზა­ი­ნე­რი სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 130 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ნინა წლე­ბია, რაც ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვილ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სპორ­ტსმე­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "დი­ნა­მო­სა“ და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის უც­ვლე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ბიზ­ნეს­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ნინა ზარ­ქუა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ფეხ­საც­მე­ლე­ბის, ჩან­თე­ბი­სა და სამ­კა­უ­ლის ხაზ­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა.

დე­პუ­ტა­ტის და ერთ-ერ­თია ცნო­ბილ სა­ხე­ებს შო­რის, რო­მელ­მაც "ინ­სტაგ­რამ­ზე" კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცია არ გა­მორ­თო. მარ­თა­ლია ბოლო პოს­ტი 11 მარტს აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ხში­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებ­საც უწე­რენ.

"რა­ტომ მწერთ ყვე­ლა "ფეიქ ექა­უნ­თი­დან?!“ მომ­წე­რეთ პი­რა­დით, იქ­ნებ მარ­თლა ღირ­დეს თქვე­ნი მოს­მე­ნა“ - წერს ნინა ზარ­ქუა.

ნინა ზარ­ქუა ძმას­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"ვინც არ უნდა ვიყო - რა­ტომ­ღაც მჯე­რა, რომ გულ­ში მა­ინც ჩვენს მხა­რეს ხართ და თქვენც სი­ა­მა­ყით გევ­სე­ბათ გული, როცა ასი ათა­სო­ბით სა­მარ­თლი­ან, თა­ვი­სუ­ფალ და უში­შარ ადა­მი­ა­ნებს ხე­დავთ. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხუ­რი და მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი­სა...“ - წერს ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნინა ზარ­ქუ­ას.

"მე ვარ ევ­რო­პუ­ლი გზის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის, სიმ­შვი­დის და სიყ­ვა­რუ­ლის მხა­რეს! არა რუ­სულ კა­ნონს! დიდი და მკა­ფიო კი ევ­რო­პას!“ - ასე უპა­სუ­ხა დი­ზა­ი­ნერ­მა გა­მომ­წერს

"დიდი ბო­დი­შის მოხ­დით, მაგ­რამ ჩვენ­გან არ ის­მენს და იქ­ნებ თქვენ უთხრათ თქვენს ძმას, რომ არას­წორს შვე­ბა და რუ­სეთ­ში მიგ­ვა­ქა­ნებს. თუ ვერ გა­ი­გო, ჰკი­თხეთ “ირაკ­ლი, არ იუ ქი­დინგ?“

"რომ ვნა­ხავ, ვკი­თხავ...“ - ეს ზარ­ქუ­ას პა­სუ­ხია, რო­მე­ლიც ბოლო პოსტზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე ჩანს, რომ დუ­ბა­ი­ში იმ­ყო­ფე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს სოციალურ ქსელში?

"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს სოციალურ ქსელში?

მას შემდეგ, რაც მოსახლეობა თბილისის ქუჩებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებს, მთავრობის მომხრეების და პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა. ისინი ღიად უწერენ კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ოჯახის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში, რომ ხმა ამოიღონ და დაგმონ ხელისუფლების საქციელი.

შეგვიძლია გავიხსენოთ დეპუტატ დავით კაჭარავას მეუღლის ქეთი ხატიაშვილის მისამართით დაწერილი კომენტარები.

მათ შორის, ვინც სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქცია გათიშა, ერთ-ერთია თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე. დიზაინერმა ბოლო პოსტი 8 აპრილს გამოაქვეყნა, მას შემდეგ კომენტარების ფუნქცია გათიშული აქვს.

ნინა ზარქუა დიზაინერი და დეპუტატ ირაკლი ზარქუას დაა. დიზაინერი საჯარო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს და "ინსტაგრამზე" 130 ათასი გამომწერი ჰყავს.

ნინა წლებია, რაც ალექსანდრე ამისულაშვილზეა დაქორწინებული. სპორტსმენი წლების განმავლობაში "დინამოსა“ და ეროვნული ნაკრების უცვლელი ფეხბურთელი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ კი ბიზნესში გადაინაცვლა.

ყოფილი მოდელი ნინა ზარქუა აქსესუარების, ფეხსაცმელების, ჩანთებისა და სამკაულის ხაზზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება.

დეპუტატის და ერთ-ერთია ცნობილ სახეებს შორის, რომელმაც "ინსტაგრამზე" კომენტარების ფუნქცია არ გამორთო. მართალია ბოლო პოსტი 11 მარტს აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ პერიოდულად ამ პოსტის კომენტარების ველში კანონის მოწინააღმდეგეები ხშირად შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც უწერენ.

"რატომ მწერთ ყველა "ფეიქ ექაუნთიდან?!“ მომწერეთ პირადით, იქნებ მართლა ღირდეს თქვენი მოსმენა“ - წერს ნინა ზარქუა.

ნინა ზარქუა ძმასთან და მეუღლესთან ერთად

"ვინც არ უნდა ვიყო - რატომღაც მჯერა, რომ გულში მაინც ჩვენს მხარეს ხართ და თქვენც სიამაყით გევსებათ გული, როცა ასი ათასობით სამართლიან, თავისუფალ და უშიშარ ადამიანებს ხედავთ. მიუხედავად ოჯახური და მეგობრული კავშირებისა...“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ნინა ზარქუას.

"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს! დიდი და მკაფიო კი ევროპას!“ - ასე უპასუხა დიზაინერმა გამომწერს

"დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ჩვენგან არ ისმენს და იქნებ თქვენ უთხრათ თქვენს ძმას, რომ არასწორს შვება და რუსეთში მიგვაქანებს. თუ ვერ გაიგო, ჰკითხეთ “ირაკლი, არ იუ ქიდინგ?“

"რომ ვნახავ, ვკითხავ...“ - ეს ზარქუას პასუხია, რომელიც ბოლო პოსტზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ დუბაიში იმყოფება.

წაიკითხეთ ასევე: