სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
(ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველი თეატრალური ვერსიის ხილვას მოზარდმაყურებელთა თეატრში შეძლებთ
(ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველი თეატრალური ვერსიის ხილვას მოზარდმაყურებელთა თეატრში შეძლებთ

თბი­ლი­სის ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი (ჰ)აბო თბი­ლე­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და თავ­გან­წირ­ვის პირ­ველ თე­ატ­რა­ლურ ვერ­სი­ას გთა­ვა­ზობთ. წარ­მოდ­გე­ნის შექ­მნის იდე­ა­ცა და პი­ე­სის ინ­სცე­ნი­რე­ბაც ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორს, მა­რი­ამ სი­ხა­რუ­ლი­ძეს ეკუთ­ვნის. ეს არ იქ­ნე­ბა ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გად­მო­ცე­მის კლა­სი­კუ­რი ვერ­სია. რე­ჟი­სო­რი მა­ყუ­რე­ბელს (ჰ)აბოს ამ­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­სი­ას 11 ივ­ნისს 19 სა­ათ­ზე წა­რუდ­გენს.

რა­მოხ­და 786 წელს?

რა ხდე­ბა დღეს?

რო­გორ პო­ლი­ტი­კას აწარ­მო­ებ­დნენ მა­შინ­დე­ლი სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი?

რა ხდე­ბა დღეს პო­ლი­ტი­კურ სარ­ბი­ელ­ზე?

რა გან­სხვა­ვე­ბა და რა მსგავ­სე­ბაა წარ­სულ­სა და აწ­მყოს შო­რის?

ამ­ბა­ვი ნა­ტაძ­რა­ლის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, გა­დარ­ჩე­ნი­ლი სამ­რეკ­ლო და სა­კურ­თხე­ვე­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო. ნა­ტაძ­რალ­თან მდგა­რი, გა­დაჭ­რი­ლი მუ­ხის ხე, სიმ­ბო­ლო უი­მე­დო­ბი­სა, აპა­თი­ი­სა, ქარ­ქაშ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ჟან­გი­ა­ნი ხმლე­ბი­სა.

სა­დად­გმო ჯგუ­ფი მო­ზარ­დებს სთა­ვა­ზობს თა­ვად გა­და­წყვი­ტონ - სა­ინ­ტე­რე­სოა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ­თვის, სა­ჭი­როა ამ წარ­სუ­ლის ცოდ­ნა თუ უსარ­გებ­ლო.

მა­რი­ამ სი­ხა­რუ­ლი­ძემ ინ­სცე­ნი­რე­ბი­სას იხელ­მძღვა­ნე­ლა თა­ვად იო­ა­ნე სა­ბა­ნის­ძის ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით „აბო თბი­ლე­ლის წა­მე­ბა“ და ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რის „ღვაწ­ლი და წა­მე­ბა აბო­სი და იო­ა­ნე­სი“.

დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი და ინ­სცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი მა­რი­ამ სი­ხა­რუ­ლი­ძე

ქო­რე­ოგ­რა­ფი გია მარ­ღა­ნია

მხატ­ვა­რი ვახ­ტანგ ქო­რი­ძე

კომ­პო­ზი­ტო­რი ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე

რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე ნა­თია ბო­შიშ­ვი­ლი

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: გი­ორ­გი ჯი­ქუ­რი­ძე, და­ვით ხა­ხი­ძე, ნინო ლეჟა­ვა, გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძე, ვა­მეხ ჯან­გი­ძე, მაია ხორ­ნა­უ­ლი, ვახ­ტანგ ნო­ზა­ძე, ვახ­ტანგ ჩა­ჩა­ნი­ძე, ვანო დუ­გ­ლა­ძე, მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, გი­ორ­გი ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი.

R

ავტორი:

(ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველი თეატრალური ვერსიის ხილვას მოზარდმაყურებელთა თეატრში შეძლებთ

(ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველი თეატრალური ვერსიის ხილვას მოზარდმაყურებელთა თეატრში შეძლებთ

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ჰ)აბო თბილელის ცხოვრებისა და თავგანწირვის პირველ თეატრალურ ვერსიას გთავაზობთ. წარმოდგენის შექმნის იდეაცა და პიესის ინსცენირებაც ახალგაზრდა რეჟისორს, მარიამ სიხარულიძეს ეკუთვნის. ეს არ იქნება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გადმოცემის კლასიკური ვერსია. რეჟისორი მაყურებელს (ჰ)აბოს ამბის თანამედროვე ვერსიას 11 ივნისს 19 საათზე წარუდგენს.

რამოხდა 786 წელს?

რა ხდება დღეს?

როგორ პოლიტიკას აწარმოებდნენ მაშინდელი საერო თუ სასულიერო პირები?

რა ხდება დღეს პოლიტიკურ სარბიელზე?

რა განსხვავება და რა მსგავსებაა წარსულსა და აწმყოს შორის?

ამბავი ნატაძრალის გარშემო ვითარდება, გადარჩენილი სამრეკლო და საკურთხეველი, როგორც საქართველოს სიმბოლო. ნატაძრალთან მდგარი, გადაჭრილი მუხის ხე, სიმბოლო უიმედობისა, აპათიისა, ქარქაშში ჩარჩენილი ჟანგიანი ხმლებისა.

სადადგმო ჯგუფი მოზარდებს სთავაზობს თავად გადაწყვიტონ - საინტერესოა თუ არა ეს ყველაფერი მათთვის, საჭიროა ამ წარსულის ცოდნა თუ უსარგებლო.

მარიამ სიხარულიძემ ინსცენირებისას იხელმძღვანელა თავად იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებით „აბო თბილელის წამება“ და ნოდარ წულეისკირის „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი“.

დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი მარიამ სიხარულიძე

ქორეოგრაფი გია მარღანია

მხატვარი ვახტანგ ქორიძე

კომპოზიტორი ნინო სიხარულიძე

რეჟისორის თანაშემწე ნათია ბოშიშვილი

მონაწილეობენ: გიორგი ჯიქურიძე, დავით ხახიძე, ნინო ლეჟავა, გიორგი კაჭახიძე, ვამეხ ჯანგიძე, მაია ხორნაული, ვახტანგ ნოზაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ვანო დუგლაძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი ყორღანაშვილი.

R