“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვა სცადეს - პოლიციამ, რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
სამართალდამცველებმა, ისინი საპატრულო პოლიციის მანქანებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.
"არც კი გაუფრთხილებიათ, ეგრევე დაიწყეს ბავშვების გატაცება. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა",-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დაკავებისას ერთ-ერთმა აქტივისტმა თქვა, რომ ეპილეფსია ჰქონდა და მოუწოდა სამართალდამცველებს ეს გაეთვალისწინებინათ. ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ახალგაზრდა კოტე თოხაძეა.
"ეპილეფსია მაქვს, ვიხრჩობი, გამიშვით" - ამბობდა ახალგაზრდა.
ამ დროისთვის, პარლამენტთან მიმდებარე აქციის მონაწილეების ნაწილიც გმირთა მოედნისკენ მიემართება. პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეების” ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ რჩება, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს.
ნახეთ ვიდეოკადრები: