სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც არ მახსოვს... ერთი საათი მხედველობა არ ჰქონდა" - რას ჰყვება ქაცარავას მეუღლე?
"მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც არ მახსოვს... ერთი საათი მხედველობა არ ჰქონდა" - რას ჰყვება ქაცარავას მეუღლე?

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, და­ვით ქა­ცა­რა­ვა და­კა­ვე­ბუ­ლი და ნა­ცე­მია. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლემ სო­ფიო ხა­ჭა­პუ­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. ცოტა ხან­ში კი ფო­ტოც გავ­რცელ­და, სა­დაც ჩანს, რომ სა­ხე­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. ნა­ცე­მი და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლე სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ცემა, იმ ე.წ. სის­ხლი­ა­ნი 9 წლის დრო­საც კი არ ახ­სოვს

სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე:

- და­მი­რე­კა რა­ღაც ნომ­რი­დან და რომ ავი­ღე ხმა­ზეც კი ვერ ვი­ცა­ნი, რო­მე­ლი ბრძან­დე­ბით მეთ­ქი და დათო ვარ შენი მე­უღ­ლეო, ხმა­ზე ვერ ვი­ცა­ნი. გა­დავ­ყა­ვარ ინ­გო­როყ­ვა­შიო, სას­ტი­კად გა­მის­წორ­დნენ, და­ლე­წი­ლი ვარო, ასე მი­თხრა პირ­და­პირ.

სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს თა­ვის არე­ში არის გა­მე­ტე­ბით არის ნა­ცე­მი, ყბა-სა­ხის, ყვრი­მა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს. "კა­ტეც" გა­და­უ­ღეს. გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნიო. აქ­ცია არ ჩა­უდ­გია, სი­ცხი­ა­ნიც კი იდგა აქ­ცი­ა­ზე, რო­დე­საც სა­ხე­ში შე­ას­ხეს სპრეი და შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბი და­ეხ­მარ­ნენ, გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერთი სა­ა­თი მხედ­ვე­ლო­ბა არ მქონ­დაო. ეს იყო 30 აპ­რილს დარ­ბე­ვის დროს.

ყო­ველ­დღე იქ იყო, ყვე­ლამ იცის, რომ აქ­ტი­ვის­ტია, გუ­შინ და დღეს არ გაგ­ვი­გია ეს ამ­ბა­ვი. დღეს რა­ტომ იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე ჩემი მე­უღ­ლე ამას ვერ გე­ტყვით. უბ­რა­ლოდ ჩვენ ვხვდე­ბით, რომ ეს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. ჩვენ წლე­ბია ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის აქ­ცი­ა­ზე გა­მოვ­სულ­ვართ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად, მაგ­რამ მსგავ­სი გა­მე­ტე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა, ე.წ. სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის დრო­საც არ მახ­სოვს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ხალ­ხი ასე­თი ძა­ლა­დო­ბით ამ ომს რომ წა­ა­გებს უნდა ხვდე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ ბოლო წუ­თებს ით­ვლი­ან თა­ვის ჩა­ბღა­უ­ჭე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, სკა­მებ­ზე თუ ქო­ნე­ბა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია რაც ამ­ჟა­მად ხდე­ბა. იმ ახალ­გაზ­რდე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ­ლე­ბიც არი­ან ამ წუ­თას ქუ­ჩა­ში, გუ­ში­ნაც ვნა­ხეთ, იმის წი­ნათ, სუფ­თა ხე­ლე­ბი­თა და გო­ნე­ბით, გახ­სნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით, იმას რო­გორ ეხე­ბი­ან სა­ერ­თოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვერც შე­ე­ხე­ბი­ან ვე­რა­სო­დეს.

და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

"სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, 2024 წლის 14 მა­ისს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და­ვით ქა­ცა­რა­ვას მე­უღ­ლის მიერ ცხელ ხაზ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გახ­და, სა­დაც მან გა­ნა­ცხა­და, რომ მის მე­უღ­ლეს და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სას­წავ­ლად ატა­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბას ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცველ ყვე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე ატა­რებს ყო­ველ­მხრივ გა­მო­ძი­ე­ბას, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოწ­მე­თა და განმცხა­დე­ბელ­თა გა­მო­კი­თხვა, მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, ტარ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო და სხვა რე­ლე­ვან­ტუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს კერ­ძო და სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ვი­დეო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბა და მათი დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ”, - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 13 პირი და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­განს საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­მი­ნის­ტრო შე­ის­წავ­ლის აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას მომ­ხდარ ყვე­ლა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფაქტს და თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბას მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც არ მახსოვს... ერთი საათი მხედველობა არ ჰქონდა" - რას ჰყვება ქაცარავას მეუღლე?

"მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც არ მახსოვს... ერთი საათი მხედველობა არ ჰქონდა" - რას ჰყვება ქაცარავას მეუღლე?

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრის, დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია. ინფორმაცია თავდაპირველად ქაცარავას მეუღლემ სოფიო ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ცოტა ხანში კი ფოტოც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ნაცემი დავით ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი გამეტებით ცემა, იმ ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროსაც კი არ ახსოვს

სოფო ხაჭაპურიძე:

- დამირეკა რაღაც ნომრიდან და რომ ავიღე ხმაზეც კი ვერ ვიცანი, რომელი ბრძანდებით მეთქი და დათო ვარ შენი მეუღლეო, ხმაზე ვერ ვიცანი. გადავყავარ ინგოროყვაშიო, სასტიკად გამისწორდნენ, დალეწილი ვარო, ასე მითხრა პირდაპირ.

სერიოზული დაზიანებები აქვს თავის არეში არის გამეტებით არის ნაცემი, ყბა-სახის, ყვრიმალის მოტეხილობა აქვს. "კატეც" გადაუღეს. გამეტებით მირტყამდა ძალიან ბევრი ადამიანიო. აქცია არ ჩაუდგია, სიცხიანიც კი იდგა აქციაზე, როდესაც სახეში შეასხეს სპრეი და შემდეგ ახალგაზრდები დაეხმარნენ, გამოიყვანეს მდგომარეობიდან. ერთი საათი მხედველობა არ მქონდაო. ეს იყო 30 აპრილს დარბევის დროს.

ყოველდღე იქ იყო, ყველამ იცის, რომ აქტივისტია, გუშინ და დღეს არ გაგვიგია ეს ამბავი. დღეს რატომ იყო განსაკუთრებული სამიზნე ჩემი მეუღლე ამას ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები არიან არაადეკვატურად აგრესიულები. ჩვენ წლებია ყველანაირი ტიპის აქციაზე გამოვსულვართ, ყველანაირი ძალადობის გასაპროტესტებლად, მაგრამ მსგავსი გამეტებით ადამიანების ცემა, ე.წ. სისხლიანი ცხრა წლის დროსაც არ მახსოვს.

საბოლოო ჯამში ეს ხალხი ასეთი ძალადობით ამ ომს რომ წააგებს უნდა ხვდებოდნენ. ალბათ ბოლო წუთებს ითვლიან თავის ჩაბღაუჭებულ მდგომარეობას ხელისუფლებაზე, სკამებზე თუ ქონებაზე. წარმოუდგენელი ამბავია რაც ამჟამად ხდება. იმ ახალგაზრდების სულისკვეთება, რომლებიც არიან ამ წუთას ქუჩაში, გუშინაც ვნახეთ, იმის წინათ, სუფთა ხელებითა და გონებით, გახსნილი აზროვნებით, იმას როგორ ეხებიან საერთოდ წარმოუდგენელია, ვერც შეეხებიან ვერასოდეს.

დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

  • ცნობისთვის, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგანს საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

წაიკითხეთ ასევე: