სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა, გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები..." - ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს
"უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა, გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები..." - ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს

ლექ­ტო­რი როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, ეკა ხვე­დე­ლი­ძეს მი­მარ­თავს და სთხოვს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­რი­გებ­ლად თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლოს.

"მინ­და მივ­მარ­თო ეკა ხვე­დე­ლი­ძეს, შვი­ლო, ეკა, მე მაქვს უფ­ლე­ბა ასე მოგ­მარ­თო, მოგ­მარ­თავ ასე იმი­ტომ რომ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მყავ­ხარ ნა­ტა­რე­ბი ბავ­შვო­ბა­ში, შენც და ირ­მაც, შენი უფ­რო­სი და. გა­იხ­სე­ნე კრი­ლო­ვის ხუთ ნო­მერ­ში, როცა მა­მა­შე­ნი, სულ­კურ­თხე­უ­ლი ფე­დია 40 წლის გახ­და, ქალ­ბა­ტონ ლუ­დას გა­წყო­ბილ სუფ­რას­თან ოთხი კაცი ვის­ხე­დით, თა­მა­და მე ვი­ყა­ვი, იმ ოთხი­დან მარ­ტო მე ვარ ცო­ცხა­ლი.შვი­ლო.

ეკა, გადი და იკი­თხე, მა­მა­შე­ნის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი რამ­დენ­მა კაც­მა იცის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთი მე ვარ, მე შენი სიყ­ვა­რუ­ლი მა­ლა­პა­რა­კებს, არ მაქვს უფ­ლე­ბა, რომ არ მიყ­ვარ­დე. იმი­ტომ რომ ფე­დია ხვე­დე­ლი­ძის მან­ქა­ნის ნო­მე­რი მახ­სოვს ეკა, შვი­ლო, ასე­თი ახ­ლო­ბე­ლი ვარ შენი შვი­ლო, დღეს სა­ის­ტო­რიო ფორ­ტუ­ნამ მოგ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და­იმ­კვიდ­რო ისე­თი ად­გი­ლი რო­გო­რიც ბევ­რმა ქარ­თველ­მა ქალ­მა და­იმ­კვიდ­რა.

გა­იხ­სე­ნე კრა­ვაი ჯა­ყე­ლი, ხვა­შაქ ცო­ქა­ლი. მე მჯე­რა, რომ შენს ოჯახ­ში ხმა გაქვს და სი­ტყვა გეთ­ქმის. ვი­ნა­ი­დან ერთხელ მო­ვის­მი­ნე, შენ­მა მე­უღ­ლემ, წიგ­ნი რომ მი­არ­თვეს, თქვა, ამას ეკა წა­ი­კი­თხავს და მერე მე­ტყვი­სო. ჩა­აგ­დე მან­დი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეს სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად.

ხომ ხე­დავ, შვი­ლო, ეკა, რომ არა­ვი­თარ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბას არ ვა­კე­თებ, თხოვ­ნა მაქვს, და თუ შენ, შენ ოჯახ­ში სი­ტყვა არ გეთ­ქმის და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ტვირ­თვის­თვის ვე­რა­ფერს აკე­თებ, მა­შინ შუ­შა­ნი­კი გა­იხ­სნე, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გა­დავ­რჩეთ, გა­დარ­ჩე­ნის­თვის შე­რი­გე­ბაა სა­ჭი­რო, უნდა დათ­მონ, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის­კენ არ წავა.

გთხოვ, ეკა, შვი­ლო, მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი გე­მუ­და­რე­ბი, გა­ა­კე­თე ის, რაც ქარ­თველ ქალს, რაც ქალ­ბა­ტონ ლუ­დას და ფე­დი­ას შვილს ეკუთ­ვნის", - ამ­ბობს როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა, გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები..." - ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს

"უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა, გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები..." - ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს მიმართავს

ლექტორი როსტომ ცხვედიანი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს მიმართავს და სთხოვს, რომ საზოგადოების შესარიგებლად თავისი როლი შეასრულოს.

"მინდა მივმართო ეკა ხვედელიძეს, შვილო, ეკა, მე მაქვს უფლება ასე მოგმართო, მოგმართავ ასე იმიტომ რომ ხელში აყვანილი მყავხარ ნატარები ბავშვობაში, შენც და ირმაც, შენი უფროსი და. გაიხსენე კრილოვის ხუთ ნომერში, როცა მამაშენი, სულკურთხეული ფედია 40 წლის გახდა, ქალბატონ ლუდას გაწყობილ სუფრასთან ოთხი კაცი ვისხედით, თამადა მე ვიყავი, იმ ოთხიდან მარტო მე ვარ ცოცხალი.შვილო.

ეკა, გადი და იკითხე, მამაშენის ნამდვილი სახელი რამდენმა კაცმა იცის საქართველოში, ერთ-ერთი მე ვარ, მე შენი სიყვარული მალაპარაკებს, არ მაქვს უფლება, რომ არ მიყვარდე. იმიტომ რომ ფედია ხვედელიძის მანქანის ნომერი მახსოვს ეკა, შვილო, ასეთი ახლობელი ვარ შენი შვილო, დღეს საისტორიო ფორტუნამ მოგცა საშუალება რომ საქართველოს ისტორიაში დაიმკვიდრო ისეთი ადგილი როგორიც ბევრმა ქართველმა ქალმა დაიმკვიდრა.

გაიხსენე კრავაი ჯაყელი, ხვაშაქ ცოქალი. მე მჯერა, რომ შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის. ვინაიდან ერთხელ მოვისმინე, შენმა მეუღლემ, წიგნი რომ მიართვეს, თქვა, ამას ეკა წაიკითხავს და მერე მეტყვისო. ჩააგდე მანდილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. დღეს საქართველოს ეს სჭირდება ყველაზე მეტად.

ხომ ხედავ, შვილო, ეკა, რომ არავითარ მწვავე განცხადებას არ ვაკეთებ, თხოვნა მაქვს, და თუ შენ, შენ ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვისთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსნე, დღეს საქართველოში სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გადავრჩეთ, გადარჩენისთვის შერიგებაა საჭირო, უნდა დათმონ, საქართველო რუსეთისკენ არ წავა.

გთხოვ, ეკა, შვილო, მუხლზე დაჩოქილი გემუდარები, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონ ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის", - ამბობს როსტომ ცხვედიანი.