პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას" - ირაკლი კობახიძე
"საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას" - ირაკლი კობახიძე

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ხვალ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს და მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღებს კა­ნონს, რო­მე­ლიც გა­რე­დან თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს წვლილს შე­ი­ტანს", - ეს გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა.

  • კო­ბა­ხი­ძემ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ აპ­რილ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტი მხარს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კა­ნონს “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

“სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­დან ვე­რა­ვინ აუკ­რძა­ლავს სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძემ მო­მი­ტინ­გე­ებს მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის­გან და ძა­ლა­დო­ბის­გან, ხოლო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მი­მარ­თა, მო­მი­ტინ­გე­თა მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბით უპა­სუ­ხონ.

ავტორი:

"საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას" - ირაკლი კობახიძე

"საქართველოს პარლამენტი ხვალ მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად იმოქმედებს და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს", - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

  • კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

“საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მომიტინგეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ კანონის დარღვევისგან და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავებს მიმართა, მომიტინგეთა მხრიდან ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ.