საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან... 41 შემოვხაზე თავის დროზე და იგივე გვიქნა, რაც მისმა წინამორბედმა" - გიორგი ყიფშიძე
"ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან... 41 შემოვხაზე თავის დროზე და იგივე გვიქნა, რაც მისმა წინამორბედმა" - გიორგი ყიფშიძე

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ხმა მის­ცა და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. ამ­ბობს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" იმე­დი გა­უც­რუა და მათ "წი­ნა­მორ­ბედს, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­ემ­სგავ­სა".

რო­გორც ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წერს და ამ აზ­რე­ბის გამო მოს­ყი­დულს ეძა­ხის.

"შე­მო­დი­ან ჩემს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, მო­გის­ყი­დე­სო. რა გინ­დათ, გამ­ჭე­დოთ? რა­ღაც მა­ინც იცო­დეთ ჩემ­ზე. რომ ვთქვა რა გა­მი­კე­თეს ("ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ")... ამას სხვა დროს ვი­ტყვი. ბინა მა­ჩუ­ქა გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა, არა­ნა­ი­რი მიშა, გრი­შა და ივა­ნიშ­ვი­ლი იქ არ ყო­ფი­ლან. ამი­ტომ, ტრო­ლე­ბი და ბო­ტე­ბო, მე თქვე­ნი აზრი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

მე მინ­და, რომ ჩემი შვი­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დონ. მინ­და, მათ ვაჩ­ვე­ნო მა­გა­ლი­თი და კარ­გი მშო­ბე­ლი ვიყო. ამის­თვის მე ჩემი თავი უნდა გა­მო­ვას­წო­რო. ვცდი­ლობ, უკე­თე­სი გი­ორ­გი გავ­ხდე ცო­ტა­თი, ამას ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ. თქვენ კი­დევ ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი ხართ თქვენს წარ­სულ­ში.

ერთ ვი­ტყვი - ყვე­ლა რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მო­ვი­და, წი­ნა­მორ­ბედს აგი­ნებ­და, ყვე­ლას ხმა მი­ვე­ცი და ყვე­ლა­ში შე­მე­შა­ლა, ყვე­ლამ გაგ­ვიც­რუა იმე­დე­ბი. თა­ვის დრო­ზე მე ხუ­თი­ა­ნი შე­მოვ­ხა­ზე იმ იმე­დით, რომ შე­ვარ­დნა­ძეს გა­ვექ­ცე­ო­დით და შევ­ცდი, სულ მი­ჭერ­დნენ და მცემ­დნენ ("ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის") მათ დროს. შემ­დეგ 41 შე­მოვ­ხა­ზე და იგი­ვე გვიქ­ნა, ახ­ლაც იმა­ვეს აკე­თებს, რის გა­მოც მათ წი­ნა­მორ­ბედს დიდი პან­ჩუ­რი მოხ­ვდათ. მე ერთი რამე ვერ გა­ვი­გე, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რა­ტომ ხართ ასე­თი და­უნ­დობ­ლე­ბი?" - ამ­ბობს ყიფ­ში­ძე მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მამა-შვი­ლი ყიფ­ში­ძე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ამ თე­მა­ზე ზურა ყიფ­ში­ძემ თა­ვად ისა­უბ­რა. ცნო­ბი­ლია, რომ ზურა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ შვილ­თან კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან... 41 შემოვხაზე თავის დროზე და იგივე გვიქნა, რაც მისმა წინამორბედმა" - გიორგი ყიფშიძე

"ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან... 41 შემოვხაზე თავის დროზე და იგივე გვიქნა, რაც მისმა წინამორბედმა" - გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელსაც თავის დროზე ხმა მისცა და დიდი ხნის განმავლობაში მათი მხარდამჭერი იყო. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმედი გაუცრუა და მათ "წინამორბედს, "ნაციონალურ მოძრაობას" დაემსგავსა".

როგორც ვიდეომიმართვაში მსახიობი ამბობს, მას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს და ამ აზრების გამო მოსყიდულს ეძახის.

"შემოდიან ჩემს სოციალურ ქსელში და მეუბნებიან, მოგისყიდესო. რა გინდათ, გამჭედოთ? რაღაც მაინც იცოდეთ ჩემზე. რომ ვთქვა რა გამიკეთეს ("ქართულმა ოცნებამ")... ამას სხვა დროს ვიტყვი. ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან. ამიტომ, ტროლები და ბოტებო, მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს.

მე მინდა, რომ ჩემი შვილები თავისუფალ საქართველოში გაიზარდონ. მინდა, მათ ვაჩვენო მაგალითი და კარგი მშობელი ვიყო. ამისთვის მე ჩემი თავი უნდა გამოვასწორო. ვცდილობ, უკეთესი გიორგი გავხდე ცოტათი, ამას ყოველდღიურად ვცდილობ. თქვენ კიდევ ჩარჩენილები ხართ თქვენს წარსულში.

ერთ ვიტყვი - ყველა რეჟიმი, რომელიც მოვიდა, წინამორბედს აგინებდა, ყველას ხმა მივეცი და ყველაში შემეშალა, ყველამ გაგვიცრუა იმედები. თავის დროზე მე ხუთიანი შემოვხაზე იმ იმედით, რომ შევარდნაძეს გავექცეოდით და შევცდი, სულ მიჭერდნენ და მცემდნენ ("ნაციონალების") მათ დროს. შემდეგ 41 შემოვხაზე და იგივე გვიქნა, ახლაც იმავეს აკეთებს, რის გამოც მათ წინამორბედს დიდი პანჩური მოხვდათ. მე ერთი რამე ვერ გავიგე, პოლიციელები რატომ ხართ ასეთი დაუნდობლები?" - ამბობს ყიფშიძე მიმართვაში.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამა-შვილი ყიფშიძეები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამ თემაზე ზურა ყიფშიძემ თავად ისაუბრა. ცნობილია, რომ ზურა მმართველი პარტიის მხარდამჭერია. თუმცა ამბობს, რომ შვილთან კონფლიქტის მიზეზი მისი ცხოვრების სტილია.

წაიკითხეთ ასევე: