სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება" - შს მინისტრის საგანგებო მიმართვა
"გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება" - შს მინისტრის საგანგებო მიმართვა

"სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ან შე­ეძ­ლო შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ამ ობი­ექ­ტის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 4 წლამ­დე.", - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­ნის­ტრის თქმით, შს სა­მი­ნის­ტროს­თვის ცნო­ბი­ლია რომ მომ­დევ­ნო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლია, შეკ­რე­ბამ მი­ი­ღოს ძა­ლა­დობ­რი­ვი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხა­სი­ა­თი.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ეხ­სე­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

ამას­თან, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ანი­ჭებს უფ­ლე­ბას, მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო, პრო­პორ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შეკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით, ისე ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ და­გეგ­მი­ლია, მომ­დევ­ნო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეკ­რე­ბამ მი­ი­ღოს ძა­ლა­დობ­რი­ვი და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხა­სი­ა­თი, მათ შო­რის შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სცა­დონ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბლო­კი­რე­ბა და ხელი შე­უ­შა­ლონ შე­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეს­ვლას, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვსურს გა­ვა­კე­თოთ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბა, რა­მაც შე­ა­ფერ­ხა ან შე­ეძ­ლო შე­ე­ფერ­ხე­ბი­ნა ამ ობი­ექ­ტის ნორ­მა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით 4 წლამ­დე.

გა­სულ წლებ­ში, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად ლო­ი­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მუხლთან მი­მარ­თე­ბით, რა­მაც, რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, ეს მუხ­ლი კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვე­ბის მი­მართ პრო­პორ­ცი­უ­ლად ავა­მოქ­მე­დოთ და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლი ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე ავა­მოქ­მე­დოთ.

მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა შიდა და გარე სუ­ბი­ექ­ტე­ბი აქე­ზე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, ჩა­ი­დი­ნონ და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის­თვი­საც მკაც­რი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი არაა, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე თუ უცხო­ე­ლი გახ­დეს მკაც­რი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ობი­ექ­ტი. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, და­იც­ვას სა­მარ­თლი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის დარ­ღვე­ვას სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბით უპა­სუ­ხოს.

გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და სხვა შიდა და გარე სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ და­გეგ­მილ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან აი­ცი­ლებს მკაცრ სას­ჯელს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უშიშ­რო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა გო­მე­ლა­ურ­მა.

ავტორი:

"გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება" - შს მინისტრის საგანგებო მიმართვა

"გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება" - შს მინისტრის საგანგებო მიმართვა

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.", - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

  • მინისტრის თქმით, შს სამინისტროსთვის ცნობილია რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია, შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.

ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ.

როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე.

გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ.

მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული", - აღნიშნა გომელაურმა.