პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები" - ომბუდსმენის მორიგი განცხადება და მიმართვა საგამოძიებო უწყებებს
"იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები" - ომბუდსმენის მორიგი განცხადება და მიმართვა საგამოძიებო უწყებებს

შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, იკ­ვე­თე­ბა მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან, ბავ­შვე­ბი­სად­მი მას­ტიგ­მა­ტი­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ასე­ვე, უაღ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­უ­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გახ­დნენ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მელ­საც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე დევ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რცე­ლებს.

  • სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, შე­ის­წავ­ლონ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­თხვე­ვებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მით რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გმობს მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბის, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და მათ მი­მართ გა­მოთ­ქმულ მუ­ქა­რას, სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცველ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მი­მარ­თვებს. შექ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, იკ­ვე­თე­ბა მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კოს­თა მხრი­დან, ბავ­შვე­ბი­სად­მი მას­ტიგ­მა­ტი­ზე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ასე­ვე, უაღ­რე­სად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­უ­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი გახ­დნენ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ცი­პებს, არის ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი და წარ­მო­შობს ბავ­შვე­ბი­სად­მი ძა­ლა­დო­ბის მა­ღალ რისკს.

სა­ხელ­მწი­ფოს პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი რე­ა­გი­რე­ბა და გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, გა­მო­ი­ყე­ნოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის ყო­ველ­მხრი­ვი დაც­ვა.

ამას­თან, არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ღი­რე­ბუ­ლე­ბას და თი­თო­ე­უ­ლი პი­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ი­თა და ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით. არას­რულ­წლო­ვა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, და­ა­ფიქ­სი­რონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. უკი­დუ­რე­სად და­უშ­ვე­ბე­ლია ამ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სას ისი­ნი გახ­დნენ თავ­დას­ხმის ად­რე­სა­ტე­ბი.

რო­დე­საც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იმოქ­მე­დოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით და გა­ა­ტა­როს სა­თა­ნა­დო, პრე­ვენ­ცი­უ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მათი უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­ფას­დეს, რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნულს ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურს, შე­ის­წავ­ლონ არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი და გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა შე­საძ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა შემ­თხვე­ვებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მით რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები" - ომბუდსმენის მორიგი განცხადება და მიმართვა საგამოძიებო უწყებებს

"იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები" - ომბუდსმენის მორიგი განცხადება და მიმართვა საგამოძიებო უწყებებს

შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით ავრცელებს.

  • სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით.

“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის, პოლიტიკოსთა მხრიდან, ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. ასევე, უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები.

აღნიშნული ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს და ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი და წარმოშობს ბავშვებისადმი ძალადობის მაღალ რისკს.

სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა დაუყოვნებლივ მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე ეფექტიანი რეაგირება და გააკეთოს ყველაფერი, მათ შორის, გამოიყენოს პრევენციული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს თითოეული არასრულწლოვანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ყოველმხრივი დაცვა.

ამასთან, არასრულწლოვანების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულნი, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკიდურესად დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისას ისინი გახდნენ თავდასხმის ადრესატები.

როდესაც არასრულწლოვანები სარგებლობენ შეკრების თავისუფლებით, სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და გაატაროს სათანადო, პრევენციული და დამატებითი ღონისძიებები მათი უსაფრთხოების დასაცავად. კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, რა გავლენა ექნება აღნიშნულს ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.