მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს" - ირაკლი კობახიძე
"ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ მარ­თლე­ბი და ჩვენ ვმოქ­მე­დებთ ღირ­სე­ბით და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამი­ტომ არ ჭრის არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და არც ქარ­თველ ხალ­ხზე უსა­ფუძ­ვლო შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ თოქ-შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სას და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან და­სან­ქცი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე და­სან­ქცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა „სა­დაც ქვე­ყა­ნას პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა ჭირ­დე­ბა, იქ შან­ტაჟს ვერ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა“.

„ჩვენ ასე­თი შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა გვეს­მის უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ხან ერთი სუ­ბი­ექ­ტის მხრი­დან, ხან მე­ო­რე, ხან მე­სა­მე. აქეთ რუ­სე­თი გვა­შან­ტა­ჟებს, იქით კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­სავ­ლეთ­ში გვა­შან­ტა­ჟე­ბენ. მიჩ­ვე­უ­ლი ვართ ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს. ეს გრძელ­დე­ბა უკვე წლე­ბია, მაგ­რამ სა­დაც ხარ მარ­თა­ლი და სა­დაც ხარ მყა­რად შენს პო­ზი­ცი­ა­ში და ღირ­სე­ბა­ში, იქ ბო­ლომ­დე მი­აღ­წევ შე­დეგს შენი ქვეყ­ნის­თვის. ასე მოხ­და ზუს­ტად შარ­შან დე­კემ­ბერ­ში. იქაც იყო შან­ტა­ჟი, მუ­ქა­რა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვაღ­წი­ეთ შე­დეგს.

მე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე­ზე, ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვი სან­ქცია უკვე დიდი ხა­ნია მოქ­მე­დებს. რე­ა­ლუ­რად 2008 წელს და­ი­წყო მისი ან­გა­რი­შის ძარ­ცვა, თუმ­ცა რაც იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ის თან­ხე­ბი ერი­ცხე­ბო­და და ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ამ თან­ხე­ბის გად­მო­რი­ცხვაც შე­უ­ჩერ­და. მისი პო­ზი­ცია არის ცხა­დი, სა­დაც ქვე­ყა­ნას პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა ჭირ­დე­ბა, იქ შან­ტაჟს ვერ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შან­ტა­ჟის მი­ხედ­ვით ვერ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

რო­გო­რიც არ უნდა იყოს შან­ტა­ჟი და მუ­ქა­რა, ჩვენ ვართ მარ­თლე­ბი, ჩვენ ვმოქ­მე­დებთ ღირ­სე­ბით, ჩვენ ვი­ცავთ ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ გზა­ზე ვე­რა­ფე­რი შეგ­ვა­ჩე­რებს. და მე­ო­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა იქ­ნე­ბა შე­დე­გი­ა­ნი. რო­გორც შარ­შან დე­კემ­ბერ­ში იყო შე­დე­გი­ა­ნი და მი­ვი­ღეთ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, ასე­თი­ვე შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა მო­მა­ვალ­შიც. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­საც გაგ­ვიხ­სნი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 60%-ია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი ისე­ვე და­ი­ცავს ქვე­ყა­ნას რე­ვო­ლუ­ცი­ის­გან, „რო­გორც ბევ­რჯერ და­იც­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში“.

კო­ბა­ხი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვი­თა­რი არე­უ­ლო­ბა ვერ შედ­გე­ბა და მთავ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ამო­ცა­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს.

„რო­გორც ბევ­რჯერ და­ვი­ცა­ვით ქვე­ყა­ნა რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახ­ლაც ასე და­ვი­ცავთ. კო­ლექ­ტი­ურ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აქვს რე­ვო­ლუ­ცი­ის. თუ სა­უ­ბა­რია მა­ი­დან­ზე, ეს ია­ნუ­კო­ვი­ჩის უკ­რა­ი­ნა არ არის. არც 2003 წლის სა­ქარ­თვე­ლოა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ტო­ლო­ბის ნიშ­ნის დას­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სა­ხელ­მწი­ფო თა­ვის ად­გილ­ზე დგას, ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ისე­თი ძლი­ე­რია, რო­გორც არას­დროს. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დი ძლი­ე­რი და ერ­თი­ა­ნია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ვერც ძა­ლა­დო­ბით და ვერც მსგავ­სი აქ­ტე­ბი რა­დი­კა­ლე­ბი ვე­რა­ნა­ირ მი­ზანს ვერ მი­აღ­წე­ვენ. ეს არის გა­რან­ტია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­რა­ვი­თა­რი არე­უ­ლო­ბა ვერ შედ­გე­ბა და ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ამო­ცა­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ.

მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რაა. დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 60%-ია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ას ვერ მო­ა­წყობს. ხალ­ხმა მშვი­დო­ბის ფასი იცის და აქე­და­ნაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის რე­კორ­დუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ამას­თან, რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, "კე­ზე­რაშ­ვილს, ხა­ზა­რა­ძეს, გვა­რა­მი­ას, სა­ა­კაშ­ვილს და სხვებს ამ ქვე­ყა­ნას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უთ­მო­ბენ".

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გპირ­დე­ბით, რომ კე­ზე­რაშ­ვილს, ხა­ზა­რა­ძეს, გვა­რა­მი­ას, სა­ა­კაშ­ვილს და სხვებს აქ ამ ქვე­ყა­ნას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვუთ­მობთ“, - მი­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლისტს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს" - ირაკლი კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე უსაფუძვლო შანტაჟი და მუქარა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას დასავლელი პარტნიორების მხრიდან დასანქცირების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია, თუმცა „სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება“.

„ჩვენ ასეთი შანტაჟი და მუქარა გვესმის უკვე რამდენიმე წელია, ხან ერთი სუბიექტის მხრიდან, ხან მეორე, ხან მესამე. აქეთ რუსეთი გვაშანტაჟებს, იქით კონკრეტული პოლიტიკოსები დასავლეთში გვაშანტაჟებენ. მიჩვეული ვართ ჩვენ ამ ყველაფერს. ეს გრძელდება უკვე წლებია, მაგრამ სადაც ხარ მართალი და სადაც ხარ მყარად შენს პოზიციაში და ღირსებაში, იქ ბოლომდე მიაღწევ შედეგს შენი ქვეყნისთვის. ასე მოხდა ზუსტად შარშან დეკემბერში. იქაც იყო შანტაჟი, მუქარა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივაღწიეთ შედეგს.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა და ომის დაწყებისთანავე ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მისი პოზიცია არის ცხადი, სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს.

როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვმოქმედებთ ღირსებით, ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს. და მეორე, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკა იქნება შედეგიანი. როგორც შარშან დეკემბერში იყო შედეგიანი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან, „როგორც ბევრჯერ დაიცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში“.

კობახიძის თქმით, საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და მთავრობა სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს.

„როგორც ბევრჯერ დავიცავით ქვეყანა რევოლუციიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც ასე დავიცავთ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ აქვს რევოლუციის. თუ საუბარია მაიდანზე, ეს იანუკოვიჩის უკრაინა არ არის. არც 2003 წლის საქართველოა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოსთან ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ჩვენი ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. სახელისუფლებო გუნდი ძლიერი და ერთიანია. ასეთ ვითარებაში ვერც ძალადობით და ვერც მსგავსი აქტები რადიკალები ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევენ. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და ჩვენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ.

მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, "კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ".

"ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს აქ ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს.