მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წუხანდელი თავდასხმების ქრონიკა - რა დაზიანებები აღენიშნებათ დაზარალებულებს?
წუხანდელი თავდასხმების ქრონიკა - რა დაზიანებები აღენიშნებათ დაზარალებულებს?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა მოხ­და - ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ "ჭავ­ჭა­ვა­ძის ცენ­ტრის" მკვლე­ვარ გია ჯა­ფა­რი­ძეს. რო­გორც მისი ძმა, "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბას" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, მას რამ­დე­ნი­მე პირი სა­დარ­ბა­ზოს­თან და­ეს­ხა თავს; ასე­ვე სა­კუ­თარ სახ­ლთან გა­უს­წორ­დნენ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს, დი­მიტ­რი ჩი­ქო­ვანს.

ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მის, ივა­ნე ავა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მდივ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

ექი­მის თქმით, პა­ცი­ენ­ტი "შე­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ხის ქალა-ტვი­ნის ტრავ­მით".

"ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა, პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა კლი­ნი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი და არის დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ამ ეტაპ­ზე, ვერ გე­ტყვით სჭირ­დე­ბა თუ არა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა“ , - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ექი­მის თქმით" გია ჯა­ფა­რი­ძეს ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა აქვს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და უტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი.

"სახ­ლთან დამ­ხვდნენ სა­დარ­ბა­ზოს­თან, პირ­და­პირ ცემა და­მი­წყეს. 2 შე­იძ­ლე­ბა 3 ადა­მი­ა­ნიც იყო. ბევ­რი მირ­ტყამ­და რა­ღაც ჯო­ხე­ბით, ბე­ის­ბო­ლის ბი­ტე­ბი­ვით იყო. რა­ტომ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი რუ­სულ კა­ნონს ამას მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ "ტვ პირ­ველ­თან".

რაც შე­ე­ხე­ბა ლაშა ღვი­ნი­ა­ნი­ძეს, მას მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ქვე­და ტუჩ­ზე ჭრი­ლო­ბის გა­კერ­ვა დას­ჭირ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

წუხანდელი თავდასხმების ქრონიკა - რა დაზიანებები აღენიშნებათ დაზარალებულებს?

წუხანდელი თავდასხმების ქრონიკა - რა დაზიანებები აღენიშნებათ დაზარალებულებს?

გუშინ, გვიან ღამით თბილისში რამდენიმე თავდასხმა მოხდა - ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეს. როგორც მისი ძმა, "გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მას რამდენიმე პირი სადარბაზოსთან დაესხა თავს; ასევე საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის მდგომარეობა საყურადღებოა.

ექიმის თქმით, პაციენტი "შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით".

"ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა“ , - განაცხადა ექიმმა.

ექიმის თქმით,, გია ჯაფარიძეს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები.

"სახლთან დამხვდნენ სადარბაზოსთან, პირდაპირ ცემა დამიწყეს. 2 შეიძლება 3 ადამიანიც იყო. ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებით, ბეისბოლის ბიტებივით იყო. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს ამას მეუბნებოდნენ", - განაცხადა გია ჯაფარიძემ "ტვ პირველთან".

რაც შეეხება ლაშა ღვინიანიძეს, მას მიყენებული დაზიანების გამო ქვედა ტუჩზე ჭრილობის გაკერვა დასჭირდა.