სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება" - შსს დედაქალაქში მიმდინარე აქციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
"გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება" - შსს დედაქალაქში მიმდინარე აქციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი და აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გეგ­მავ­დნენ მო­ე­წყოთ ე.წ. პერ­ფორ­მან­სი, კერ­ძოდ, მო­ეხ­დი­ნათ ვი­თომ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­გეგ­მი­ლი იყო ასე­ვე, რომ ჩა­ეც­ვათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ფორ­მა და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პო­ლი­ცია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდა.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვუ­მარ­ტოთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი და აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გეგ­მავ­დნენ მო­ე­წყოთ ე.წ. პერ­ფორ­მან­სი, კერ­ძოდ, მო­ეხ­დი­ნათ ვი­თომ­და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა, ასე­ვე, აპი­რებ­დნენ, რომ ჩა­ეც­ვათ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ფორ­მა და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პო­ლი­ცია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უ­ერ­თდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის დროს, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­მარ­თა­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლებს და მო­უ­წო­დე­ბენ, რომ შე­უ­ერ­თდნენ მათ პრო­ტესტს.

იმის გამო, რომ მათ მიერ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდა, აქ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღიად სვა­მენ კი­თხვებს, იმის თა­ო­ბა­ზე თუ რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი პო­ლი­ცი­ის უნი­ფორ­მი­სა და ეკი­პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მსგავ­სი გან­ზრახ­ვის მქო­ნე პი­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ ამ­გვა­რი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან და პა­ტი­ვი სცენ სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება" - შსს დედაქალაქში მიმდინარე აქციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

"გეგმავდნენ მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება" - შსს დედაქალაქში მიმდინარე აქციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი იყო ასევე, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.

იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.