მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?
აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?

ის­რა­ელ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან არ­ქე­ო­ლო­გი­ურ აღ­მო­ჩე­ნა­ზე მსჯე­ლო­ბენ - დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ და­ვი­თის ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე კე­დე­ლი იუ­დე­ის მეფე ხი­ზკი­აჰუს მიერ იყო აშე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დამ­ტკიც­და, რომ იგი ხი­ზკი­აჰუს წი­ნაპ­რის, უზი­ას ბრძა­ნე­ბით აა­გეს.

"ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ეს კე­დე­ლი აშენ­და იუ­დას მეფე ხი­ზკი­აჰუს მიერ. მაგ­რამ ახლა ცხა­დი ხდე­ბა, რომ მეფე უზი­ას დრო­ი­დან თა­რიღ­დე­ბა, რო­გორც ეს ბიბ­ლი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯო უზი­ელ­მა, ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა (IAA).

შუკ­რო­ნის მტკი­ცე­ბით, რო­მე­ლიც და­ვი­თის ქა­ლა­ქის ძი­ე­ბით 1995 წლი­და­ნაა და­კა­ვე­ბუ­ლი, კე­დე­ლი და­ვი­თის ქა­ლა­ქის არ­სე­ბო­ბის სა­კი­თხში გა­დამ­წყვე­ტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა. ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი კე­დე­ლი აგე­ბუ­ლი იყო მდი­ნა­რე გი­ზო­ნის და­სა­ცა­ვად, რო­მე­ლიც მთელ ქა­ლაქს ამა­რა­გებ­და წყლით. აგე­ბუ­ლია ქვე­ბით, რომ­ლის სი­გა­ნე 6 მეტ­რია წონა კი 5 ტონა.

ბიბ­ლი­ის თა­ნახ­მად, უზი­ამ დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მო იე­რუ­სა­ლი­მის აღ­დგე­ნას და გა­მაგ­რე­ბას. მან აა­შე­ნა ძლი­ე­რი კედ­ლე­ბი ქა­ლა­ქის გარ­შე­მო, რო­მელ­შიც მსხვი­ლი კოშ­კე­ბი ჩა­ა­შე­ნა, ხოლო კოშ­კებ­ზე მძი­მე სამ­ხედ­რო კა­ტა­პულ­ტე­ბი და ბა­ლის­ტე­ბი გა­ნა­ლა­გა. უზი­ას ერთ-ერთი მი­ზა­ნი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა იყო. მე­ფემ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო ყვე­ლა მე­ზო­ბელ და უფრო შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­თან. ამან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა იუ­დე­ის დან­გრე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კა. იუ­დეა აწარ­მო­ებ­და ღვი­ნოს და ტყავს, რო­მე­ლიც შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში, არა­ბეთ­სა და ინ­დო­ეთ­შიც კი გაჰ­ქონ­დათ. ამან იუ­დე­ვე­ლებს დიდი სიმ­დიდ­რე მო­უ­ტა­ნა.

წყა­რო: dailymail

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?

აღმოჩენა იერუსალიმის მიწისქვეშეთში, რომელიც ბიბლიის მართებულობას ამტკიცებს - რა იპოვეს დავითის ქალაქში?

ისრაელში მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენაზე მსჯელობენ - დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დავითის ქალაქის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარე კედელი იუდეის მეფე ხიზკიაჰუს მიერ იყო აშენებული, თუმცა კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ იგი ხიზკიაჰუს წინაპრის, უზიას ბრძანებით ააგეს.

"ათწლეულების მანძილზე ვარაუდობდნენ, რომ ეს კედელი აშენდა იუდას მეფე ხიზკიაჰუს მიერ. მაგრამ ახლა ცხადი ხდება, რომ მეფე უზიას დროიდან თარიღდება, როგორც ეს ბიბლიაშია მითითებული", - განაცხადა ჯო უზიელმა, ისრაელის სიძველეების ორგანოს წარმომადგენელმა (IAA).

შუკრონის მტკიცებით, რომელიც დავითის ქალაქის ძიებით 1995 წლიდანაა დაკავებული, კედელი დავითის ქალაქის არსებობის საკითხში გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ეს გრანდიოზული კედელი აგებული იყო მდინარე გიზონის დასაცავად, რომელიც მთელ ქალაქს ამარაგებდა წყლით. აგებულია ქვებით, რომლის სიგანე 6 მეტრია წონა კი 5 ტონა.

ბიბლიის თანახმად, უზიამ დიდი ყურადღება დაუთმო იერუსალიმის აღდგენას და გამაგრებას. მან ააშენა ძლიერი კედლები ქალაქის გარშემო, რომელშიც მსხვილი კოშკები ჩააშენა, ხოლო კოშკებზე მძიმე სამხედრო კატაპულტები და ბალისტები განალაგა. უზიას ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკის განვითარება იყო. მეფემ სავაჭრო ურთიერთობა დაიწყო ყველა მეზობელ და უფრო შორეულ ქვეყნებთან. ამან მნიშვნელოვნად გააძლიერა იუდეის დანგრეული ეკონომიკა. იუდეა აწარმოებდა ღვინოს და ტყავს, რომელიც შორეულ ქვეყნებში, არაბეთსა და ინდოეთშიც კი გაჰქონდათ. ამან იუდეველებს დიდი სიმდიდრე მოუტანა.

წყარო: dailymail