პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე
"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე

თა­ო­ბა­თა ცვლა უწყვე­ტი პრო­ცე­სია, თა­ო­ბა­თა ბრძო­ლა კი ყვე­ლა დრო­ის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა. მომ­დევ­ნო თა­ო­ბა წინა თა­ო­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა, ძვე­ლი თა­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ახ­ლე­ებს ძნე­ლად ან ვერ ეგუ­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მას უჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტი ახ­ლის მი­მართ და იწყე­ბა ბრძო­ლა... შვი­ლე­ბის თა­ო­ბა მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს, მა­მე­ბის თა­ო­ბა - წარ­სულ დრო­ე­ბას მის­ტი­რის, ძვე­ლებს მუდ­მი­ვად პრე­ტენ­ზია აქვთ ახალ­გაზ­რდებ­თან, მათ ცხოვ­რე­ბის წესს უწუ­ნე­ბენ და მუდ­მი­ვად ახ­სე­ნე­ბენ, რომ მათი თა­ო­ბა სულ სხვა­ნა­ი­რი იყო, ასე არ იქ­ცე­ო­და, ის უკე­თე­სი იყო... ფაქ­ტია, ამ იდე­ურ ბრძო­ლა­ში "მა­მე­ბი და შვი­ლე­ბი“ პრინ­ცი­პებ­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ვერ თან­ხმდე­ბი­ან და და­პი­რის­პი­რე­ბაც სა­ხე­ზეა.

არა­და, ეპო­ქე­ბი იც­ვლე­ბა, ახალ დროს ახა­ლი მო­აქვს, დრო­ის­თვის ფე­ხის აწყო­ბა კი, რა თქმა უნდა, ახა­ლი თა­ო­ბის­თვის უფრო იო­ლია, მას უფრო ად­ვი­ლად შე­უძ­ლია მი­ი­ღოს და გა­მოს­ცა­დოს ის სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მელ­საც ახა­ლი დრო სთა­ვა­ზობს - სწო­რედ ამა­შია ახ­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბაც. ახალ­გაზ­რდო­ბა ყვე­ლა ცვლი­ლე­ბის ავან­გარ­დში იყო და რჩე­ბა - დღე­საც, თა­ვი­სუ­ფალ, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თა­ო­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს და რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, ბრძო­ლას აჩა­ღებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­რი­გი გა­საბ­ჭო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - გა­მა­ლე­ბით აპ­რო­ტეს­ტებს ე.წ. რუ­სულ კა­ნონს, რომ­ლის მი­ღე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს აშო­რებს ის­ტო­რი­ულ მი­ზანს - ევ­რო­კავ­შირს. ძვე­ლი თა­ო­ბის ნა­წი­ლი აქაც "მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა“ და თა­ო­ბა­თა ბრძო­ლის ტრა­დი­ცი­ას არ ღა­ლა­ტობს - თუმ­ცა მათი ბრძო­ლა ამაო და კა­ნონ­ზო­მი­ე­რად გან­წი­რუ­ლია. აშ­კა­რაა, რომ ეს ბრძო­ლა თა­ობ­რი­ვი­ცაა და, ერ­თგვა­რად, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რიც იმი­ტომ, რომ საბ­ჭო­თა წარ­სულს ებ­რძვის გახ­სნი­ლო­ბა, და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მომძლავ­რდა ამ ახალ­გაზ­რდებ­ში. ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­ვე­თე­ბა, რომ წინა თა­ო­ბე­ბის მი­უღ­წე­ველ დიად მიზ­ნამ­დე ამ ფე­რა­დი თა­ო­ბის შემ­ჩე­რე­ბე­ლი არა­ვინ და არა­ფე­რია.

  • ცოტა რამ წარ­სუ­ლი­დან - "მა­მა­თა და შვილ­თა“ ომის ქრო­ნი­კე­ბი

თა­ო­ბა­თა ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე ცხა­დად XIX სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში გა­მოჩ­ნდა, როცა ძვე­ლებ­სა და ახ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ცე­სი ის­ტო­რი­ა­ში "მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლის“ სა­ხე­ლით შე­ვი­და. იმ­ჟა­მად ერ­თმა­ნეთს პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის მქო­ნე უფ­რო­სე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს ბრძო­ლა - პო­ლე­მი­კა იდე­ურ-მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ და ენობ­რივ სა­კი­თხებს ეხე­ბო­და. პო­ლე­მი­კის სა­ბა­ბი გახ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის კრი­ტი­კუ­ლი წე­რი­ლი "ორი­ო­დე სი­ტყვა რე­ვაზ შალ­ვას ძის ერის­თა­ვის მიერ კაზ­ლო­ვიდ­გან "შეშ­ლი­ლის“ თარ­გმნა­ზე­და“. ამ წე­რი­ლით ჭავ­ჭა­ვა­ძემ გან­სა­ზღვრა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. "მა­მე­ბი­სა“ და "შვი­ლე­ბის“ პო­ლე­მი­კა­ში შემ­დე­გი ეტა­პე­ბი იყო ორ­თოგ­რა­ფი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბა და ე. წ. "ზედ­მე­ტი ასო­ე­ბის“ ამო­ღე­ბა ხმა­რე­ბი­დან; ხალ­ხურ მე­ტყვე­ლე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლექ­სი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის ფორ­მე­ბის და­ნერგვა სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენა­ში; სა­ერ­თა­შო­რი­სო ტერ­მი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ბარ­ბა­რიზ­მე­ბის უკუგ­დე­ბა და ა. შ. ამ ბრძო­ლის დე­ვი­ზად იქცა "მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბა“. ეს ბრძო­ლა "შვი­ლე­ბის“ დიდი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და და "მა­მებს“ კა­მა­თი აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბი­ათ...

ე. წ. მა­მა­თა და შვილ­თა ლი­ტე­რა­ტუ­რულ-იდე­ურ ბრძო­ლა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი. პირ­ვე­ლად იგი ამ ბრძო­ლა­ში მა­შინ ჩა­ერ­თო, როცა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ეპიგ­რა­მის, გა­მო­ცა­ნე­ბის პა­სუ­ხი და­წე­რა. ეს უკა­ნას­კნე­ლი დღეს "პა­სუ­ხი შვილ­თას" პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. იგი ახა­ლი თა­ო­ბი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი ძალ­ზე და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ეპი­თე­ტე­ბით იწყე­ბა.

ორ­ბე­ლი­ა­ნის პა­სუ­ხის ორი­ვე ვა­რი­ან­ტის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ნათ­ლად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ პო­ე­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბა­ნი ახა­ლი თა­ო­ბის ("შვი­ლე­ბის“) შე­სა­ხებ. მათ პო­ე­ტი-გე­ნე­რა­ლი უწო­დებს "ცრუ ლი­ბე­რა­ლებ­სა და პატ­რი­ო­ტებს“, რო­მელ­ნიც "გა­ბო­რო­ტე­ბით სწყევ­ლი­ან მა­მებს“. ამა­თი ("მა­მე­ბის“) დრო კი, პო­ე­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბით, იყო "დრო მა­მა­ცო­ბი­სა“:

"კოღო-ბუ­ზე­ბო, ლი­ბე­რა­ლე­ბო,/ ჭკუ­ით გლა­ხე­ბო, პატ­რი­ო­ტე­ბო,/ გზა და­კარ­გულ­ნო, წყალ-წა­ღე­ბულ­ნო./ კა­ტის კნუ­ტე­ბო, სიდ­გა­ნა კნა­ვით?“

"მო­ვი­დენ… და რა?/სულ ჩაგ­ვამ­წა­რა…/ვაი, ჩვენს იმედს…/ვაი თქვენს მოს­ვლას!..“

"ჰე, გა­ნუს­ჯელ­ნო,/ უმად­ლო შვილ­ნო,/ სა­უ­ბე­დუ­როდ ცუდ დროს შო­ბილ­ნო“ და სხვ.

"ის ლი­ბე­რა­ლი ბურ­თი­ვით მრგვა­ლი", - წერ­და ორ­ბე­ლი­ა­ნი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არ ინ­დობ­და მა­მე­ბის თა­ო­ბას შვი­ლე­ბის თა­ო­ბის სა­ხე­ლით:

"ჩვენ მო­კუნ­ტულ­ნი,/ თქვენ გა­ბღენ­ძილ­ნი,/ ვერა ვთავ­სდე­ბით ერ­თმა­ნეთ­შია….“

"სა­მას­ხა­რო მო­ე­დან­ზე

გა­მო­სულ­ხარ, დგა­ხარ გან­ზე,

სქ­დე­ბი კან­ზე, მღერ სა­გან­ზე -

შენ­გან უც­ნობ ანა-ბან­ზე.

რომ არ არის ეგ შენი გზა?!

ვაი, ჩვე­ნო ხა­რა­ბუ­ზა,

სი­ტყვით სწო­რო, საქ­მით კუზა,

გა­გფ­რე­ნია შენი მუზა!" - ამ სი­ტყვე­ბით კი 70 წელს მი­ტა­ნე­ბულ, დარ­ბა­ი­სელ, ყვე­ლას­გან პა­ტივ­ცე­მულ პო­ეტ­სა და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გე­ნე­რალს, გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ანს მი­მარ­თა ახალ­გაზ­რდა აკა­კი წე­რე­თელ­მა. ლექსს "ხა­რა­ბუ­ზა ღე­ნე­რალს“ ერ­ქვა.

"მა­მებ­სა“ და "შვი­ლებს“ შო­რის უთან­ხმო­ე­ბამ ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა 1871 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე II-ის ჩა­მოს­ვლის წინ თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ყრი­ლო­ბა­ზე სა­კა­მა­თოდ იქცა სა­კი­თხი, რა ეთხო­ვათ იმ­პე­რა­ტო­რი­სათ­ვის: სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლის (კა­დეტ­თა კორ­პუ­სის) გახ­სნა, თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბა თბი­ლის­ში. "შვი­ლე­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­ჯვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის იდე­ამ, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დე­ლი გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი­სა­გან შემ­დგარ­მა კო­მი­სი­ამ შეც­ვა­ლა იმ­პე­რა­ტო­რი­სათ­ვის მი­სარ­თმე­ვი პრო­ექ­ტი და, უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, კა­დეტ­თა კორ­პუ­სის გახ­სნა ითხო­ვა. ამან აღაშ­ფო­თა "თერგდა­ლე­ულ­თა“ თა­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი ლი­დე­რი – ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი მისი მწვა­ვე პამ­ფლე­ტე­ბი "გა­მო­ცა­ნე­ბი­სა“ და "კი­დევ გა­მო­ცა­ნე­ბის“ სა­ხელ­წო­დე­ბით, რომ­ლებ­შიც გაკ­რი­ტი­კე­ბუ­ლი იყ­ვნენ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ქარ­თვე­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი (მათ შო­რის - გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნიც). ილი­ას "გა­მო­ცა­ნე­ბის“ სა­პა­სუ­ხოდ გ. ორ­ბე­ლი­ან­მა და­წე­რა ლექ­სი "პა­სუ­ხი შვილ­თა“, რა­საც მოჰ­ყვა ილი­ას "პა­სუ­ხის პა­სუ­ხი“, აკა­კის "კო­ღო­ბუ­ზე­ბის პა­სუ­ხი“, "პატ­რი­ო­ტის აღ­სა­რე­ბა“ და სხვ.

  • მა­მე­ბის და შვი­ლე­ბის იდე­ურ და­პი­რის­პი­რე­ბას ილი­ას­თვის სუ­ლაც არ შე­უშ­ლია ხელი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბა­ში - 1883 წელს, რო­დე­საც რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტი და სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე გარ­და­იც­ვა­ლა, ილია მის დაკ­რძალ­ვა­ზე მი­ვი­და, პა­ტი­ვი მი­ა­გო სა­სი­ქა­დუ­ლო პო­ეტს და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვით გა­ა­ცი­ლა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს მისი გა­მოს­ვლი­დან:

"აჰა, ჩვენ წი­ნა­შე მდე­ბა­რეა სა­უ­კუ­ნოდ გან­სვე­ნე­ბუ­ლი კაცი, რომ­ლის მიც­ვა­ლე­ბამ გლო­ვის ზა­რით გა­იხ­მა­უ­რა მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყო­ვე­ლის ჭეშ­მა­რი­ტის ქარ­თვე­ლის გული შეს­ძრა მარ­თლა­და ჭეშ­მა­რი­ტის მწუ­ხა­რე­ბი­თა. მის­მა წარ­ჩი­ნე­ბულ­მა სა­ხელ­მა შეჰ­კრი­ბა აქ ყო­ვე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩვე­ნის ქვეყ­ნი­სა.

იგი იყო თვით­მპყრო­ბე­ლი ჩვე­ნის ქარ­თუ­ლის ენი­სა, იგი იყო "მე­უ­ფე“ ჩვე­ნის სი­ტყვი­ე­რე­ბის ძალ-ღო­ნი­სა და სიმ­დიდ­რი­სა. იგი იყო მწე­რა­ლი და მთქმე­ლი, მაღ­ლის ნი­ჭით ცხე­ბუ­ლი, იგი იყო მო­ძღვა­რი ჩვე­ნი და ჩვენ - სა­სო­ე­ბით მისი მსმე­ნე­ლი.

იგი იყო კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნას უან­დერ­ძა:

მი­ე­ცით ნი­ჭ­სა გზა ფარ­თო, თაყ­ვა­ნის­ცე­მა ღირ­სე­ბას!

იგი იყო კაცი, რო­მე­ლიც -

დაჰნატრდა დრო­თა, როს აქ­ვნდათ ტრფო­ბა­მა­მუ­ლი­სად­მი გულს აღ­ბეჭ­დი­ლად.

იგი იყო კაცი, რო­მელ­მაც ღა­ღა­დე­ბით წარ­მოს­თქვა:

იცო­დე­თო, რომ არი­ან ღა­რიბ­ნიც, არის სად­მე სიმ­წა­რი­თა ცხოვ­რე­ბა.

იგი იყო კაცი, რო­მელ­საც სწყუ­რო­და:

რომ ჩვენ გან­ვახ­ლდეთ, სუ­ლით ავ­მაღ­ლდეთ - და გან­ქრეს ბნე­ლი უმეც­რე­ბი­სა...

ჩვენს მშვე­ნი­ერს ქვეყ­ნით თავ­მო­წო­ნე­ბულ­მა აღ­ტა­ცე­ბით წარ­მოს­თქვა: "სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არი­სო“! და, ეჰა, ეხლა თი­თონ სა­ქარ­თვე­ლო დაჰ­ყუ­რებს შენს საფ­ლავს და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბით, გლო­ვით იძა­ხის: "ს ხ ვ ა გ რ ი გ ო ლ ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს ა დ ა რ ი ს ო“...

მშვი­დო­ბით, ჩვე­ნო სა­სი­ქა­დუ­ლო მა­მუ­ლის­შვი­ლო, ჩვე­ნო სა­ხე­ლო­ვა­ნო ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნო დი­დე­ბუ­ლო მწე­რა­ლო!“

  • "დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, ვინც ცვლი­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, სწო­რედ ისი­ნი ეფა­რე­ბი­ან ილი­ას სა­ხელს“

მა­მა­თა და შვილ­თა მუდ­მივ "ომებ­ზე“ ambebi.ge -ს ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ბექა კო­ბა­ხი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

ბექა კო­ბა­ხი­ძე

- თა­ო­ბა­თა ბრძო­ლა მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია იმი­ტომ, რომ ის­ტო­რია არის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბის პრო­ცე­სი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არის 20 წლის, ის­წავ­ლა რა­ღაც, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წესი და­იმ­კვიდ­რა, მერე წლებ­ში იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და რო­დე­საც 50 წლის და უფრო მე­ტის ხდე­ბა, ის სტან­დარ­ტე­ბი, რაც მის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იყო, არის შეც­ვლი­ლი. ცხოვ­რე­ბა სი­ახ­ლე­ებს ითხოვს და ადა­მი­ანს სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი აქვს პრო­ტეს­ტის გან­ცდა (რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ შე­ე­ხე­ბა). პრო­ტეს­ტის გარ­და, ადა­მი­ანს ამავდრო­უ­ლად აქვს ში­შიც, რომ ის რა­ღა­ცას ჩა­მორ­ჩა, მას არა­სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ და არის გა­უ­გებ­რო­ბა, ერ­თგვა­რი ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბა. ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა, ის­ტო­რი­ა­ში გვყო­ლია ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მაგ. ნიკო ნი­კო­ლა­ძე, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, არას­დროს და­ბე­რე­ბუ­ლა. ასა­კობ­რი­ვად რო­გორ არ და­ბე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მისი გო­ნე­ბა სულ ახალ­გაზ­რდა იყო, მას ყვე­ლა ასაკ­ში შე­ეძ­ლო ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ე­ბის­თვის აეღო ალღო და ცხოვ­რე­ბის­თვის აე­წყო ფეხი.

მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლა არის ოდით­გან­ვე, გუ­ში­ნაც ხდე­ბო­და, დღე­საც ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან პო­ლი­ტი­კუ­რი თარ­გმა­ნი აქვს ხოლ­მე და ამის პირ­ვე­ლი მა­ნი­ფეს­ტა­ცია იყო გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და არა მხო­ლოდ ამ ორი ინ­დი­ვი­დის, არა­მედ მათი და­სე­ბის ბრძო­ლა - ორი­ვეს მხა­რეს თა­ვი­სი თა­ო­ბის ხალ­ხი იდგა და იყო ცხა­რე კა­მა­თი. ილი­ამ ისე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი მო­ი­თხო­ვა და ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა იმ მო­თხოვ­ნებ­თან, რა­საც ახალ­გაზ­რდე­ბი დღეს აყე­ნე­ბენ. მაგ. ილია ითხოვ­და, რომ 38 ასო­ი­ა­ნი ან­ბა­ნი­დან 5 ასო ამო­ღე­ბუ­ლი­ყო, ანუ ის 15 სა­უ­კუ­ნო­ვან ან­ბანს შე­ე­ხო, რა­შიც გა­ი­მარ­ჯვა. ვინ­მე ლან­ძღავს ილი­ას ამის გამო? ბოლო დღე­ებ­ში სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, ილი­ას სი­ტყვე­ბის შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბაო... არ არ­სე­ბობს დოგ­მა, რომ­ლის შეც­ვლაც არ შე­იძ­ლე­ბა, ილი­ამ თვი­თონ შეც­ვა­ლა 15 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ან­ბა­ნი, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და მემ­კვიდ­რე­ო­ბით დაგ­ვი­ტო­ვა ეს და რას ჰქვია, სი­ტყვე­ბის შეც­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა?! გარ­და ამი­სა, მისი ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა საღვთის­მე­ტყვე­ლო ენა იყო - ილია ითხოვ­და, რომ ის და­ახ­ლო­ვე­ბო­და თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულს და ადა­მი­ა­ნის­თვის გა­სა­გე­ბი ყო­ფი­ლი­ყო. ასე­ვე, ის ითხოვ­და გლე­ხე­ბის მი­წე­ბი­ა­ნად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გვგო­ნია, რომ გლეხს მიწა უნდა ჰქონ­დეს, მა­შინ ეს უტო­პი­უ­რად ჟღერ­და - მე-19 სა­უ­კუ­ნეა, ფე­ო­და­ლიზ­მის პე­რი­ო­დი და ილია ელა­პა­რა­კე­ბო­და თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბას და მათ ოჯა­ხებს, რომ­ლე­ბიც ამ გლე­ხებს 1000 წელი და მეტი ფლობ­დნენ. მა­შინ თუ რამე ტრა­დი­ცია იყო, ეს იყო ტრა­დი­ცია და ილია მის მორღვე­ვას ითხოვ­და.

მოკ­ლედ, ცვლი­ლე­ბე­ბი მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა, მაგ­რამ მერე ამას ის­ტო­რი­ის ჰო­რი­ზონ­ტი­დან რომ გა­და­ხე­დავ, მად­ლო­ბე­ლი ხარ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი რომ მო­ი­ტა­ნეს. დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, ვინც ცვლი­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, სწო­რედ ისი­ნი ეფა­რე­ბი­ან ილი­ას სა­ხელს. იყო ერთი მო­მენ­ტი, რო­დე­საც ილი­ამ მა­მებ­თან წა­ა­გო, რაც ალ­ბათ სა­ბე­დის­წე­როდ და­აჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ვგუ­ლის­ხმობ გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ან­თან და მის დას­თან ბრძო­ლა­ში მარ­ცხს.

ეს იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­სნის სა­კი­თხი - სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­პე­რა­ტო­რი ალექ­სან­დრე II ჩა­მო­დი­ო­და, მან შე­მოთ­ვა­ლა, რომ ძღვე­ნად მთხო­ვეთ რო­მე­ლი გინ­დათ, თუ გინ­დათ კა­დეტ­თა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელს გა­გიხ­სნით, თუ გინ­დათ - უნი­ვერ­სი­ტეტ­სო. ამა­ზე და­ი­წყო ბრძო­ლა, ძვე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა მხარს უჭერ­და კა­დეტ­თა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელს, ხოლო ახა­ლი თა­ო­ბა - უნი­ვერ­სი­ტეტს. ეს იყო პირ­და­პირ პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გზა თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის­თვის - ისი­ნი აქ ის­წავ­ლიდ­ნენ, მერე წა­ვი­დოდ­ნენ სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში, გახ­დე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი­ჩი­ნის ოფიც­რე­ბი, პოლ­კოვ­ნი­კე­ბი, გე­ნერ­ლე­ბი, მერე რუ­სეთ­ში ვი­ღაც დიდ თა­ვა­დაზ­ნა­ურ­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და, იცხოვ­რებ­და მშვე­ნივ­რად, ტკბი­ლად... ილი­ას კი უნ­დო­და უნი­ვე­რის­ტე­ტი, რო­მე­ლიც ინ­კლუ­ზი­უ­რი და ყვე­ლაფ­რის­მომ­ცვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ანუ ყვე­ლა ის­წავ­ლი­და, არა მხო­ლოდ მა­ღა­ლი ჩი­ნის ხალ­ხი. ჩვენ რომ 1870-იანი წლე­ბი­დან გვქო­ნო­და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ბევ­რად წინ ვიქ­ნე­ბო­დით, ჩვე­ნი ელი­ტე­ბი გაძ­ლი­ერ­დე­ბოდ­ნენ. ამას ხე­დავ­და ილია, ამას ლა­მობ­და, მაგ­რამ 1872 წელს ახალ­გაზ­რდებ­მა ეს ბრძო­ლა წა­ა­გეს, რაც დღე­საც სა­ნა­ნე­ბე­ლი გვაქვს.

რა ეპი­თე­ტე­ბით არ ამ­კობ­და მა­შინ ორ­ბე­ლი­ა­ნი ილი­ას: "კოღო-ბუ­ზე­ბო, ლი­ბე­რა­ლე­ბო“..

ლი­ბე­რა­ლიზ­მი ნიშ­ნავს ცვლი­ლე­ბას, მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას, კონ­სერ­ვა­ტიზ­მი კი ძვე­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ადა­მი­ა­ნის­თვის ცვლი­ლე­ბა ძნე­ლია, არა და, მის გა­რე­შე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ მო­დის. გარ­და ამ ეპი­ზო­დი­სა, ვი­ცით, 1921 წელს ვინ დად­გა ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლომ ის ომი წა­ა­გო, მაგ­რამ ისევ ახალ­გაზ­რდო­ბა იყო ამის ავან­გარ­დში. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც 1956 წლის 9 მარ­ტი, 1978 წლის 14 აპ­რი­ლი ხომ სა­ერ­თოდ - ახალ­გაზ­რდო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, გა­ვი­დო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ის პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო ენა რუ­სუ­ლი ხდე­ბო­და. გა­დავ­ხე­დოთ 9 აპ­რი­ლის კად­რებს, რომ ვთქვათ, იქ არ დგა­ნან 100 ათასე­ბი, ძნე­ლი შე­სა­ფა­სე­ბე­ლია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დგას, სა­დღაც 20 ათა­სი (მეტ-ნაკ­ლე­ბად), მაგ­რამ რო­გორც დღეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბა, 90% არის ახალ­გაზ­რდა, იქაც ასე იყო. ერთ შე­და­რე­ბას მო­ვიყ­ვან: 1989 წელს ბალ­ტი­ის რეს­პუბ­ლი­კებ­ში გა­ი­მარ­თა დიდი საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცია ("ბალ­ტი­ის გზა“), სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ლო­ტოვ-რი­ბენ­ტრო­პის 100 წლის­თავს აპ­რო­ტეს­ტებ­და. 23 აგ­ვის­ტოს ვილ­ნი­უ­სი­დან ტა­ლი­ნამ­დე მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და და შეკ­რა ერ­თი­ა­ნი ჯაჭ­ვი (ამ ჯაჭვს და­ერ­ქვა "ბალ­ტი­ის გზა"). არ­სე­ბობს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ვხე­დავთ, რომ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ანუ ისი­ნი, ვინც და­მო­უ­კი­დე­ბელ ლიტ­ვა­ში, ლატ­ვი­ა­სა და ეს­ტო­ნეთ­ში და­ი­ბა­და და ახ­სოვს პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. ისი­ნი ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ და ერ­თად იყო მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ჩვენ­თან, როცა იმა­ვე წელს 9 აპ­რი­ლი იყო, არ არ­სე­ბობ­და თა­ო­ბა, რო­მელ­საც 1918-1921 წლე­ბი ახ­სოვ­და, იქ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სსრკ-ში გაზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ეს პრო­ტეს­ტი ერ­თგვა­რად ახალ­გაზ­რდე­ბის ექ­სკლუ­ზი­ვად დარ­ჩა.

1921 წელი, ქარ­თვე­ლი იუნკრე­ბი

წარ­მა­ტე­ბა მო­დის მა­შინ, როცა ახალ­გაზ­რდე­ბი და უფ­რო­სე­ბი ერ­თი­ან­დე­ბი­ან და დღეს ამას ვხე­დავთ. 1991 წლი­დან ბევ­რი პრო­ტეს­ტის მნახ­ვე­ლი ვარ, ყვე­ლა მახ­სოვს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი არის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი - ეს არის ფე­რა­დი თა­ო­ბა, სულ სხვა სა­ხე­ე­ბით, სულ სხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტით, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბით. აქ რუ­სუ­ლი არა­ვინ იცის, წარ­მოდ­გე­ნა არ აქვთ რუ­სულ სამ­ყა­რო­ზე. ისი­ნი არც კონ­ფორ­მის­ტე­ბი არი­ან, შიში და დაღ­ლა არ ჩანს მათ თვა­ლებ­ში, არც გო­ნე­ბა­ში და აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ­სად. თუ რამე გაძ­ლევს იმედს, რომ ამ ქვე­ყა­ნას აქვს ხვა­ლინ­დე­ლი დღე, სწო­რედ რომ მათი ყუ­რე­ბაა. მინ­და თქვენს მკი­თხველს მივ­მარ­თო, მინ­და, ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხოთ ეს, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ რა ხდე­ბა და გვერ­დში და­ვუდ­გეთ პირ­ველ რიგ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენს მო­მა­ვალს, ამ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თვის იბ­რძვი­ან.

1978 წლის აპ­რი­ლი

ცხოვ­რე­ბა მი­დის ასეთ­ნა­ი­რად და ჩვენ სუ­ლაც რომ გავ­ქრეთ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ცხოვ­რე­ბა აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას, შე­მო­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პე­ბი, სა­დაც ახალ­გაზ­რდა უფრო უნა­რი­ა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის მო­თხოვ­ნებს ფეხი აუ­წყოს, ხან­ში­შე­სუ­ლებს კი უჭირთ ახალ­გაზ­რდებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, მათი გა­გე­ბა და ჩნდე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი. კონ­ფლიქ­ტი, უშუ­ა­ლოდ, ოჯა­ხებ­შიც ჩნდე­ბა - მშობ­ლებს შვი­ლე­ბის არ ეს­მით, ხში­რად შე­ახ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე, რომ ჩვენ ასე არ ვცხოვ­რობ­დით, ჩვენ სხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობ­დით, სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით... ჩვენ თუ სხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობ­დით, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მაც იმა­ვე­ნა­ი­რად უნდა იცხოვ­რონ. ჩვენ სხვა­ნა­ი­რად ვცხოვ­რობ­დით, ვიდ­რე ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც ჩვენ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იცხოვ­რე­ბენ.

1991 წლის აპ­რი­ლი

მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან მარ­ცხდე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას შვი­ლე­ბი უფრო მი­ე­სა­და­გე­ბი­ან, რო­გორც წესი, ვიდ­რე - მშობ­ლე­ბი. ეს ბრძო­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­წი­რუ­ლია, თუ რა­ღა­ცა უბე­დუ­რი საბ­ჭო­თა ტი­პის წმენ­დე­ბი არ ჩა­ტარ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში და ახალ­გაზ­რდებს ქვეყ­ნი­დან გას­ვლა არ აი­ძუ­ლეს, რო­გორც ეს რუ­სეთ­ში და ბე­ლა­რუს­ში მოხ­და, რისი სა­შიშ­რო­ე­ბაც არ­სე­ბობს და ამას ვი­ცავთ ჩვენ. ეს ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე უნდა და­ა­ყე­ნოს და აა­შე­ნოს სწო­რედ ამ თვა­ლე­ბან­თე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ.

2024 წლის აპ­რი­ლი

სა­ერ­თოდ არ ვარ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მე­ხოტ­ბე, 2003 წლის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, ბევ­რი შეც­დო­მა და ბევ­რი და­ნა­შა­უ­ლიც იყო, მაგ­რამ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია“ მა­ინც იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის გა­მარ­ჯვე­ბა საბ­ჭო­თა ნო­მენკლა­ტუ­რა­ზე. ახლა ჩვენ რა­საც ვა­დევ­ნებთ თვალს, ეს არის რე­ვან­ში, ანუ წარ­სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა - შე­ხე­დეთ სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას, კად­რობ­რივ დო­ნე­ზეც რომ შევ­ხე­დოთ, ვინ ბრუნ­დე­ბა, ვინ მარ­თავს? ეს არის წარ­სუ­ლის რე­ვან­ში და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ ამ რე­ვან­შის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა უნ­დათ და ახალ­გაზ­რდო­ბა იბ­რძვის ამის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ბრძო­ლა თა­ობ­რი­ვი­ცაა და, ერ­თგვა­რად, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რიც იმი­ტომ, რომ საბ­ჭო­თა წარ­სულს ებ­რძვის გახ­სნი­ლო­ბა, და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც მომძლავ­რდა უკვე ამ ახალ­გაზ­რდებ­ში.

ავტორი:

"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე

"მშობლები შვილებთან მარცხდებიან... მამების ბრძოლა, აბსოლუტურად, განწირულია..." - თაობათა ბრძოლა: გრიგოლ ორბელიანისა და ილიას დაპირისპირებიდან დღემდე

თაობათა ცვლა უწყვეტი პროცესია, თაობათა ბრძოლა კი ყველა დროისთვის აქტუალური თემა. მომდევნო თაობა წინა თაობისგან განსხვავდება, ძველი თაობის უმრავლესობა სიახლეებს ძნელად ან ვერ ეგუება, შესაბამისად, მას უჩნდება პროტესტი ახლის მიმართ და იწყება ბრძოლა... შვილების თაობა მომავალზე ფიქრობს, მამების თაობა - წარსულ დროებას მისტირის, ძველებს მუდმივად პრეტენზია აქვთ ახალგაზრდებთან, მათ ცხოვრების წესს უწუნებენ და მუდმივად ახსენებენ, რომ მათი თაობა სულ სხვანაირი იყო, ასე არ იქცეოდა, ის უკეთესი იყო... ფაქტია, ამ იდეურ ბრძოლაში "მამები და შვილები“ პრინციპებზე, ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვერ თანხმდებიან და დაპირისპირებაც სახეზეა.

არადა, ეპოქები იცვლება, ახალ დროს ახალი მოაქვს, დროისთვის ფეხის აწყობა კი, რა თქმა უნდა, ახალი თაობისთვის უფრო იოლია, მას უფრო ადვილად შეუძლია მიიღოს და გამოსცადოს ის სიახლეები, რომელსაც ახალი დრო სთავაზობს - სწორედ ამაშია ახლის უნიკალურობაც. ახალგაზრდობა ყველა ცვლილების ავანგარდში იყო და რჩება - დღესაც, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და როგორც თვითონვე ამბობს, ბრძოლას აჩაღებს საქართველოს მორიგი გასაბჭოების წინააღმდეგ - გამალებით აპროტესტებს ე.წ. რუსულ კანონს, რომლის მიღებაც საქართველოს აშორებს ისტორიულ მიზანს - ევროკავშირს. ძველი თაობის ნაწილი აქაც "მოწოდების სიმაღლეზეა“ და თაობათა ბრძოლის ტრადიციას არ ღალატობს - თუმცა მათი ბრძოლა ამაო და კანონზომიერად განწირულია. აშკარაა, რომ ეს ბრძოლა თაობრივიცაა და, ერთგვარად, ცივილიზაციურიც იმიტომ, რომ საბჭოთა წარსულს ებრძვის გახსნილობა, დასავლური კულტურა, რომელიც მომძლავრდა ამ ახალგაზრდებში. ყოველდღიურად იკვეთება, რომ წინა თაობების მიუღწეველ დიად მიზნამდე ამ ფერადი თაობის შემჩერებელი არავინ და არაფერია.

  • ცოტა რამ წარსულიდან - "მამათა და შვილთა“ ომის ქრონიკები

თაობათა ურთიერთობის პრობლემა ყველაზე ცხადად XIX საუკუნის 60-70-იან წლებში გამოჩნდა, როცა ძველებსა და ახლებს შორის დაპირისპირების პროცესი ისტორიაში "მამათა და შვილთა ბრძოლის“ სახელით შევიდა. იმჟამად ერთმანეთს პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები და კონსერვატიული ცნობიერების მქონე უფროსები დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად, ეს ბრძოლა - პოლემიკა იდეურ-მსოფლმხედველობრივ, ლიტერატურულ და ენობრივ საკითხებს ეხებოდა. პოლემიკის საბაბი გახდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი "ორიოდე სიტყვა რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან "შეშლილის“ თარგმნაზედა“. ამ წერილით ჭავჭავაძემ განსაზღვრა ქართული ლიტერატურისა და სალიტერატურო ენის შემდგომი განვითარების გზა. "მამებისა“ და "შვილების“ პოლემიკაში შემდეგი ეტაპები იყო ორთოგრაფიის გამარტივება და ე. წ. "ზედმეტი ასოების“ ამოღება ხმარებიდან; ხალხურ მეტყველებაში გავრცელებული ლექსიკისა და გრამატიკის ფორმების დანერგვა სალიტერატურო ენაში; საერთაშორისო ტერმინების გავრცელება, ბარბარიზმების უკუგდება და ა. შ. ამ ბრძოლის დევიზად იქცა "მამული, ენა, სარწმუნოება“. ეს ბრძოლა "შვილების“ დიდი გამარჯვებით დასრულდა და "მამებს“ კამათი აღარ გაუგრძელებიათ...

ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გრიგოლ ორბელიანი. პირველად იგი ამ ბრძოლაში მაშინ ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს "პასუხი შვილთას" პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება.

ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის ("შვილების“) შესახებ. მათ პოეტი-გენერალი უწოდებს "ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომელნიც "გაბოროტებით სწყევლიან მამებს“. ამათი ("მამების“) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო "დრო მამაცობისა“:

"კოღო-ბუზებო, ლიბერალებო,/ ჭკუით გლახებო, პატრიოტებო,/ გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო./ კატის კნუტებო, სიდგანა კნავით?“

"მოვიდენ… და რა?/სულ ჩაგვამწარა…/ვაი, ჩვენს იმედს…/ვაი თქვენს მოსვლას!..“

"ჰე, განუსჯელნო,/ უმადლო შვილნო,/ საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო“ და სხვ.

"ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი", - წერდა ორბელიანი ილია ჭავჭავაძეზე, რომელიც თავის მხრივ არ ინდობდა მამების თაობას შვილების თაობის სახელით:

"ჩვენ მოკუნტულნი,/ თქვენ გაბღენძილნი,/ ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია….“

"სამასხარო მოედანზე

გამოსულხარ, დგახარ განზე,

სქდები კანზე, მღერ საგანზე -

შენგან უცნობ ანა-ბანზე.

რომ არ არის ეგ შენი გზა?!

ვაი, ჩვენო ხარაბუზა,

სიტყვით სწორო, საქმით კუზა,

გაგფრენია შენი მუზა!" - ამ სიტყვებით კი 70 წელს მიტანებულ, დარბაისელ, ყველასგან პატივცემულ პოეტსა და რუსეთის იმპერიის გენერალს, გრიგოლ ორბელიანს მიმართა ახალგაზრდა აკაკი წერეთელმა. ლექსს "ხარაბუზა ღენერალს“ ერქვა.

"მამებსა“ და "შვილებს“ შორის უთანხმოებამ ახალი ძალით იფეთქა 1871 წელს, როცა საქართველოში იმპერატორ ალექსანდრე II-ის ჩამოსვლის წინ თავადაზნაურობის ყრილობაზე საკამათოდ იქცა საკითხი, რა ეთხოვათ იმპერატორისათვის: სამხედრო სასწავლებლის (კადეტთა კორპუსის) გახსნა, თუ უნივერსიტეტის დაარსება თბილისში. "შვილების“ აქტიური მხარდაჭერით გაიმარჯვა უნივერსიტეტის დაარსების იდეამ, მაგრამ იმდროინდელი გავლენიანი პირებისაგან შემდგარმა კომისიამ შეცვალა იმპერატორისათვის მისართმევი პროექტი და, უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, კადეტთა კორპუსის გახსნა ითხოვა. ამან აღაშფოთა "თერგდალეულთა“ თაობა, განსაკუთრებით მათი ლიდერი – ილია ჭავჭავაძე. ამით იყო გამოწვეული მისი მწვავე პამფლეტები "გამოცანებისა“ და "კიდევ გამოცანების“ სახელწოდებით, რომლებშიც გაკრიტიკებული იყვნენ მაღალჩინოსანი ქართველი მოხელეები (მათ შორის - გრიგოლ ორბელიანიც). ილიას "გამოცანების“ საპასუხოდ გ. ორბელიანმა დაწერა ლექსი "პასუხი შვილთა“, რასაც მოჰყვა ილიას "პასუხის პასუხი“, აკაკის "კოღობუზების პასუხი“, "პატრიოტის აღსარება“ და სხვ.

  • მამების და შვილების იდეურ დაპირისპირებას ილიასთვის სულაც არ შეუშლია ხელი გრიგოლ ორბელიანის ღვაწლის დაფასებაში - 1883 წელს, როდესაც რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე გარდაიცვალა, ილია მის დაკრძალვაზე მივიდა, პატივი მიაგო სასიქადულო პოეტს და შესანიშნავი სიტყვით გააცილა.

გთავაზობთ ამონარიდს მისი გამოსვლიდან:

"აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და ყოველის ჭეშმარიტის ქართველის გული შესძრა მართლადა ჭეშმარიტის მწუხარებითა. მისმა წარჩინებულმა სახელმა შეჰკრიბა აქ ყოველი წარმომადგენელი ჩვენის ქვეყნისა.

იგი იყო თვითმპყრობელი ჩვენის ქართულის ენისა, იგი იყო "მეუფე“ ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღლის ნიჭით ცხებული, იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ - სასოებით მისი მსმენელი.

იგი იყო კაცი, რომელმაც ქვეყანას უანდერძა:

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!

იგი იყო კაცი, რომელიც -

დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობამამულისადმი გულს აღბეჭდილად.

იგი იყო კაცი, რომელმაც ღაღადებით წარმოსთქვა:

იცოდეთო, რომ არიან ღარიბნიც, არის სადმე სიმწარითა ცხოვრება.

იგი იყო კაცი, რომელსაც სწყუროდა:

რომ ჩვენ განვახლდეთ, სულით ავმაღლდეთ - და განქრეს ბნელი უმეცრებისა...

ჩვენს მშვენიერს ქვეყნით თავმოწონებულმა აღტაცებით წარმოსთქვა: "სხვა საქართველო სად არისო“! და, ეჰა, ეხლა თითონ საქართველო დაჰყურებს შენს საფლავს და სასოწარკვეთილებით, გლოვით იძახის: "ს ხ ვ ა გ რ ი გ ო ლ ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს ა დ ა რ ი ს ო“...

მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულისშვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!“

  • "დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, სწორედ ისინი ეფარებიან ილიას სახელს“

მამათა და შვილთა მუდმივ "ომებზე“ ambebi.ge -ს ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე ესაუბრება:

ბექა კობახიძე

- თაობათა ბრძოლა მუდმივი პროცესია იმიტომ, რომ ისტორია არის მოდერნიზაციის, გათანამედროვების პროცესი. როდესაც ადამიანი არის 20 წლის, ისწავლა რაღაც, თავისი ცხოვრების წესი დაიმკვიდრა, მერე წლებში იცვლება ყველაფერი და როდესაც 50 წლის და უფრო მეტის ხდება, ის სტანდარტები, რაც მის ახალგაზრდობაში იყო, არის შეცვლილი. ცხოვრება სიახლეებს ითხოვს და ადამიანს სიახლეებისადმი აქვს პროტესტის განცდა (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ შეეხება). პროტესტის გარდა, ადამიანს ამავდროულად აქვს შიშიც, რომ ის რაღაცას ჩამორჩა, მას არასაჭიროდ მიიჩნევენ და არის გაუგებრობა, ერთგვარი ხიდჩატეხილობა. ეს ყველას არ ეხება, ისტორიაში გვყოლია ისეთი ადამიანებიც, მაგ. ნიკო ნიკოლაძე, რომელიც, ასე ვთქვათ, არასდროს დაბერებულა. ასაკობრივად როგორ არ დაბერებულა, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ მისი გონება სულ ახალგაზრდა იყო, მას ყველა ასაკში შეეძლო ყველაზე თანამედროვე იდეებისთვის აეღო ალღო და ცხოვრებისთვის აეწყო ფეხი.

მამათა და შვილთა ბრძოლა არის ოდითგანვე, გუშინაც ხდებოდა, დღესაც ხდება, უბრალოდ, ხანდახან პოლიტიკური თარგმანი აქვს ხოლმე და ამის პირველი მანიფესტაცია იყო გრიგოლ ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის და არა მხოლოდ ამ ორი ინდივიდის, არამედ მათი დასების ბრძოლა - ორივეს მხარეს თავისი თაობის ხალხი იდგა და იყო ცხარე კამათი. ილიამ ისეთი რაღაცეები მოითხოვა და ისეთი ცვლილებები გაატარა ქართული საზოგადოების ისტორიაში, შედარებაც არ შეიძლება იმ მოთხოვნებთან, რასაც ახალგაზრდები დღეს აყენებენ. მაგ. ილია ითხოვდა, რომ 38 ასოიანი ანბანიდან 5 ასო ამოღებულიყო, ანუ ის 15 საუკუნოვან ანბანს შეეხო, რაშიც გაიმარჯვა. ვინმე ლანძღავს ილიას ამის გამო? ბოლო დღეებში საუბარი იყო იმაზე, ილიას სიტყვების შეცვლა არ შეიძლებაო... არ არსებობს დოგმა, რომლის შეცვლაც არ შეიძლება, ილიამ თვითონ შეცვალა 15 საუკუნოვანი ანბანი, თავისი ცხოვრებით და მემკვიდრეობით დაგვიტოვა ეს და რას ჰქვია, სიტყვების შეცვლა არ შეიძლება?! გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა საღვთისმეტყველო ენა იყო - ილია ითხოვდა, რომ ის დაახლოვებოდა თანამედროვე ქართულს და ადამიანისთვის გასაგები ყოფილიყო. ასევე, ის ითხოვდა გლეხების მიწებიანად გათავისუფლებას.

დღეს ჩვეულებრივი ამბავი გვგონია, რომ გლეხს მიწა უნდა ჰქონდეს, მაშინ ეს უტოპიურად ჟღერდა - მე-19 საუკუნეა, ფეოდალიზმის პერიოდი და ილია ელაპარაკებოდა თავადაზნაურობას და მათ ოჯახებს, რომლებიც ამ გლეხებს 1000 წელი და მეტი ფლობდნენ. მაშინ თუ რამე ტრადიცია იყო, ეს იყო ტრადიცია და ილია მის მორღვევას ითხოვდა.

მოკლედ, ცვლილებები მტკივნეული პროცესების გარეშე არ ხდება, მაგრამ მერე ამას ისტორიის ჰორიზონტიდან რომ გადახედავ, მადლობელი ხარ იმ ახალგაზრდების, ეს ცვლილებები რომ მოიტანეს. დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, სწორედ ისინი ეფარებიან ილიას სახელს. იყო ერთი მომენტი, როდესაც ილიამ მამებთან წააგო, რაც ალბათ საბედისწეროდ დააჩნდა საქართველოს ისტორიას, ვგულისხმობ გრიგოლ ორბელიანთან და მის დასთან ბრძოლაში მარცხს.

ეს იყო უნივერსიტეტის გახსნის საკითხი - საქართველოში იმპერატორი ალექსანდრე II ჩამოდიოდა, მან შემოთვალა, რომ ძღვენად მთხოვეთ რომელი გინდათ, თუ გინდათ კადეტთა სამხედრო სასწავლებელს გაგიხსნით, თუ გინდათ - უნივერსიტეტსო. ამაზე დაიწყო ბრძოლა, ძველი თავადაზნაურობა მხარს უჭერდა კადეტთა სამხედრო სასწავლებელს, ხოლო ახალი თაობა - უნივერსიტეტს. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური და სამხედრო კარიერის გზა თავადაზნაურობისთვის - ისინი აქ ისწავლიდნენ, მერე წავიდოდნენ სამხედრო აკადემიაში, გახდებოდნენ მაღალიჩინის ოფიცრები, პოლკოვნიკები, გენერლები, მერე რუსეთში ვიღაც დიდ თავადაზნაურზე დაქორწინდებოდა, იცხოვრებდა მშვენივრად, ტკბილად... ილიას კი უნდოდა უნივერისტეტი, რომელიც ინკლუზიური და ყველაფრისმომცველი იქნებოდა, ანუ ყველა ისწავლიდა, არა მხოლოდ მაღალი ჩინის ხალხი. ჩვენ რომ 1870-იანი წლებიდან გვქონოდა უნივერსიტეტი, როგორც საზოგადოება, ბევრად წინ ვიქნებოდით, ჩვენი ელიტები გაძლიერდებოდნენ. ამას ხედავდა ილია, ამას ლამობდა, მაგრამ 1872 წელს ახალგაზრდებმა ეს ბრძოლა წააგეს, რაც დღესაც სანანებელი გვაქვს.

რა ეპითეტებით არ ამკობდა მაშინ ორბელიანი ილიას: "კოღო-ბუზებო, ლიბერალებო“..

ლიბერალიზმი ნიშნავს ცვლილებას, მოდერნიზაციას, კონსერვატიზმი კი ძველის შენარჩუნებას. ადამიანისთვის ცვლილება ძნელია, არა და, მის გარეშე გაუმჯობესება არ მოდის. გარდა ამ ეპიზოდისა, ვიცით, 1921 წელს ვინ დადგა ქვეყნის დასაცავად. მართალია, საქართველომ ის ომი წააგო, მაგრამ ისევ ახალგაზრდობა იყო ამის ავანგარდში. გავიხსენოთ თუნდაც 1956 წლის 9 მარტი, 1978 წლის 14 აპრილი ხომ საერთოდ - ახალგაზრდობა რომ არ ყოფილიყო, გავიდოდა კონსტიტუციის ის პროექტი, რომლითაც საქართველოში სახელმწიფო ენა რუსული ხდებოდა. გადავხედოთ 9 აპრილის კადრებს, რომ ვთქვათ, იქ არ დგანან 100 ათასები, ძნელი შესაფასებელია, რამდენი ადამიანი დგას, სადღაც 20 ათასი (მეტ-ნაკლებად), მაგრამ როგორც დღეს, აბსოლუტური, უმრავლესობა, 90% არის ახალგაზრდა, იქაც ასე იყო. ერთ შედარებას მოვიყვან: 1989 წელს ბალტიის რესპუბლიკებში გაიმართა დიდი საპროტესტო დემონსტრაცია ("ბალტიის გზა“), სადაც მოსახლეობა მოლოტოვ-რიბენტროპის 100 წლისთავს აპროტესტებდა. 23 აგვისტოს ვილნიუსიდან ტალინამდე მილიონნახევარი ადამიანი გამოვიდა და შეკრა ერთიანი ჯაჭვი (ამ ჯაჭვს დაერქვა "ბალტიის გზა"). არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც ვხედავთ, რომ მომიტინგეების დიდი ნაწილი 70 წელს გადაცილებული ადამიანია, ანუ ისინი, ვინც დამოუკიდებელ ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში დაიბადა და ახსოვს პირველი დამოუკიდებლობა. ისინი ახალგაზრდებთან ერთად გამოვიდნენ და ერთად იყო მთელი საზოგადოება. ჩვენთან, როცა იმავე წელს 9 აპრილი იყო, არ არსებობდა თაობა, რომელსაც 1918-1921 წლები ახსოვდა, იქ, ფაქტობრივად, სსრკ-ში გაზრდილი ადამიანები იყვნენ და ეს პროტესტი ერთგვარად ახალგაზრდების ექსკლუზივად დარჩა.

1921 წელი, ქართველი იუნკრები

წარმატება მოდის მაშინ, როცა ახალგაზრდები და უფროსები ერთიანდებიან და დღეს ამას ვხედავთ. 1991 წლიდან ბევრი პროტესტის მნახველი ვარ, ყველა მახსოვს, მაგრამ დღევანდელი არის ძალიან განსხვავებული - ეს არის ფერადი თაობა, სულ სხვა სახეებით, სულ სხვა მენტალიტეტით, სხვა ინტერესებით. აქ რუსული არავინ იცის, წარმოდგენა არ აქვთ რუსულ სამყაროზე. ისინი არც კონფორმისტები არიან, შიში და დაღლა არ ჩანს მათ თვალებში, არც გონებაში და აბსოლუტურად, არსად. თუ რამე გაძლევს იმედს, რომ ამ ქვეყანას აქვს ხვალინდელი დღე, სწორედ რომ მათი ყურებაა. მინდა თქვენს მკითხველს მივმართო, მინდა, ყველამ დავინახოთ ეს, გავაანალიზოთ რა ხდება და გვერდში დავუდგეთ პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს, ამ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი ხვალინდელი დღისთვის იბრძვიან.

1978 წლის აპრილი

ცხოვრება მიდის ასეთნაირად და ჩვენ სულაც რომ გავქრეთ ამ ქვეყანაზე, ცხოვრება აგრძელებს განვითარებას, შემოდის საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპები, სადაც ახალგაზრდა უფრო უნარიანია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს ფეხი აუწყოს, ხანშიშესულებს კი უჭირთ ახალგაზრდებთან საერთო ენის გამონახვა, მათი გაგება და ჩნდება კონფლიქტები. კონფლიქტი, უშუალოდ, ოჯახებშიც ჩნდება - მშობლებს შვილების არ ესმით, ხშირად შეახსენებენ ხოლმე, რომ ჩვენ ასე არ ვცხოვრობდით, ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირები ვიყავით... ჩვენ თუ სხვანაირად ვცხოვრობდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენმა შვილებმაც იმავენაირად უნდა იცხოვრონ. ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობდით, ვიდრე ჩვენი მშობლები ცხოვრობდნენ და ჩვენი შვილებიც ჩვენზე განსხვავებულად იცხოვრებენ.

1991 წლის აპრილი

მშობლები შვილებთან მარცხდებიან, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრებას შვილები უფრო მიესადაგებიან, როგორც წესი, ვიდრე - მშობლები. ეს ბრძოლა აბსოლუტურად განწირულია, თუ რაღაცა უბედური საბჭოთა ტიპის წმენდები არ ჩატარდა ამ ქვეყანაში და ახალგაზრდებს ქვეყნიდან გასვლა არ აიძულეს, როგორც ეს რუსეთში და ბელარუსში მოხდა, რისი საშიშროებაც არსებობს და ამას ვიცავთ ჩვენ. ეს ქვეყანა ფეხზე უნდა დააყენოს და ააშენოს სწორედ ამ თვალებანთებულმა ახალგაზრდობამ.

2024 წლის აპრილი

საერთოდ არ ვარ წინა ხელისუფლების მეხოტბე, 2003 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა და ბევრი დანაშაულიც იყო, მაგრამ "ვარდების რევოლუცია“ მაინც იყო საქართველოს მომავლის გამარჯვება საბჭოთა ნომენკლატურაზე. ახლა ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის რევანში, ანუ წარსულის დაბრუნება - შეხედეთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიას, კადრობრივ დონეზეც რომ შევხედოთ, ვინ ბრუნდება, ვინ მართავს? ეს არის წარსულის რევანში და, ფაქტობრივად, მათ ამ რევანშის ბოლომდე მიყვანა უნდათ და ახალგაზრდობა იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა თაობრივიცაა და, ერთგვარად, ცივილიზაციურიც იმიტომ, რომ საბჭოთა წარსულს ებრძვის გახსნილობა, დასავლური კულტურა, რომელიც მომძლავრდა უკვე ამ ახალგაზრდებში.