პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" დეპუტატები ყოველ შაბათ-კვირას დადიოდნენ "საგულაოდ" ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ" - ალეკო ელისაშვილი
"ქართული ოცნების" დეპუტატები ყოველ შაბათ-კვირას დადიოდნენ "საგულაოდ" ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ" - ალეკო ელისაშვილი

ვიცი, რომ უცხო­ე­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან იმას, ვინც იმ­სა­ხუ­რებს დახ­მა­რე­ბას და ეხ­მა­რე­ბი­ან ღირ­სე­ულს. ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ, რომ ღირ­სე­უ­ლი ერი ვართ, რომ გვწყუ­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ქედს არა­ვის მო­ვუხ­რით, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის სა­მე­ზობ­ლო და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ერტ იან კოპ­მა­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს ხვდე­ბა.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა და დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

"უპირ­ვე­ლე­სი არის ჩვე­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, ჩვე­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნი ბრძო­ლა, შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი არის უკვე დახ­მა­რე­ბა, შევ­ჩივ­ლებთ, გულს გა­და­ვუშ­ლით და მათ აზ­რსაც მო­ვის­მენთ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის მი­ლი­ო­ნე­რი. მათ დიდ ნა­წილს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აქვს ევ­რო­პა­ში, მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას და­დი­ო­და "სა­გუ­ლა­ოდ" ევ­რო­პა­ში, სას­ტუმ­რო­ებს, რეს­ტორ­ნებს კე­ტავ­დნენ და ყი­რა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ. მათ და მათი ოჯა­ხის წევ­რებს სან­ქცი­ებს რომ და­ა­დე­ბენ, მერე ნა­ხავთ, რო­გორ "მო­ძუძ­გა­ვენ", მერე და­ი­წყე­ბენ მო­ყო­ლას, რო­გო­რი ზე­წო­ლის ქვეშ იყ­ვნენ სი­ნამ­დვი­ლე­ში. მათ ბევ­რი არა­ფე­რი უნ­დათ კის­რის მო­საგ­რე­ხად. ლა­გამს რომ ამოს­დე­ბენ, მერე ნა­ხავთ, თო­რემ ეგე­ნი ხა­ბა­როვ­სკში "სა­გუ­ლა­ოდ" წამ­სვლე­ლე­ბი არ არი­ან და ხა­შურ­ში კი­დევ ღა­მის კლუბ­ში. მო­ნა­კო­ში უნ­დათ, ბი­ძია, კო­კა­ი­ნი "გა­იყ­ნო­სონ" და "ბე­ბია მა­გა­თის". რომ გა­და­უ­კე­ტა­ვენ ამ გზას, მერე ნა­ხავთ რო­გორ აწკმუ­ტუნ­დე­ბი­ან ეს ჯიგ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

  • ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ambebi.ge -ს კო­მენ­ტა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ტროლ-ბო­ტე­ბის შტურ­მის სა­მიზ­ნე გახ­და, ამი­ტო­მაც დრო­ე­ბით ვთი­შავთ კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცი­ას ჩვენს სა­იტ­ზე. დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის­თვის ბო­დიშს ვუხ­დით პა­ტი­ო­სან მკი­თხველს, ვი­საც ambebi-ge -ს სა­შუ­ა­ლე­ბით სურს აზ­რის გა­მოთ­ქმა.
ავტორი:

"ქართული ოცნების" დეპუტატები ყოველ შაბათ-კვირას დადიოდნენ "საგულაოდ" ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ" - ალეკო ელისაშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატები ყოველ შაბათ-კვირას დადიოდნენ "საგულაოდ" ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ" - ალეკო ელისაშვილი

ვიცი, რომ უცხოელები ეხმარებიან იმას, ვინც იმსახურებს დახმარებას და ეხმარებიან ღირსეულს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ღირსეული ერი ვართ, რომ გვწყურია თავისუფლება და ქედს არავის მოვუხრით, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი საპარლამენტო პარტიებს ხვდება.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესება და დახმარება იქნება.

"უპირველესი არის ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, შემდეგ დანარჩენი არის უკვე დახმარება, შევჩივლებთ, გულს გადავუშლით და მათ აზრსაც მოვისმენთ. "ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა არის მილიონერი. მათ დიდ ნაწილს უძრავი ქონება აქვს ევროპაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა "საგულაოდ" ევროპაში, სასტუმროებს, რესტორნებს კეტავდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. მათ და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს რომ დაადებენ, მერე ნახავთ, როგორ "მოძუძგავენ", მერე დაიწყებენ მოყოლას, როგორი ზეწოლის ქვეშ იყვნენ სინამდვილეში. მათ ბევრი არაფერი უნდათ კისრის მოსაგრეხად. ლაგამს რომ ამოსდებენ, მერე ნახავთ, თორემ ეგენი ხაბაროვსკში "საგულაოდ" წამსვლელები არ არიან და ხაშურში კიდევ ღამის კლუბში. მონაკოში უნდათ, ბიძია, კოკაინი "გაიყნოსონ" და "ბებია მაგათის". რომ გადაუკეტავენ ამ გზას, მერე ნახავთ როგორ აწკმუტუნდებიან ეს ჯიგრები", - განაცხადა ელისაშვილმა.

  • ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ambebi.ge -ს კომენტარების განყოფილება ტროლ-ბოტების შტურმის სამიზნე გახდა, ამიტომაც დროებით ვთიშავთ კომენტარების ფუნქციას ჩვენს საიტზე. დროებითი შეზღუდვისთვის ბოდიშს ვუხდით პატიოსან მკითხველს, ვისაც ambebi-ge -ს საშუალებით სურს აზრის გამოთქმა.