სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდ შეცდომად ვთვლი დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას - ხელისუფლება შევიდა უმძიმეს პროცესში და მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა" - გიორგი კვირიკაშვილი
"დიდ შეცდომად ვთვლი დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას - ხელისუფლება შევიდა უმძიმეს პროცესში და მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა" - გიორგი კვირიკაშვილი

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ვი­და უმ­ძი­მეს და არა­სა­ჭი­რო პრო­ცეს­ში და ვფიქ­რობ, მას მო­უ­წევს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის გა­დახ­და", - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ის დიდ შეც­დო­მად თვლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მთელს და­სავ­ლეთ­სა და ე.წ. "ომის პარ­ტი­ას" შო­რის ტო­ლო­ბის ნიშ­ნის დას­მას და დო­ნო­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უცხო ძა­ლის ინ­ტე­რე­სის გამ­ტა­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნას.

ამას­თან, კვი­რი­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ “ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ერთ-ერთი და გარ­და­უ­ვა­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბის ფლაგ­მა­ნის რო­ლის გა­და­ბა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის.

“სამ­წუ­ხა­როდ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობს, რომ გა­აქ­როს შუა სივ­რცე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ყოს ერთი მხრივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ხოლო მე­ო­რე მხრივ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბად, არა­და სულ უფრო და უფრო აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ახალ­გაზ­რდე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რომ­ლებ­მაც ცნო­ბი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი და “ოც­ნე­ბის” თან­დარ­თუ­ლი რი­ტო­რი­კა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სეს და რო­მელ­თა მი­მარ­თაც გა­სულ ღა­მეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა შე­უ­სა­ბა­მოდ უხე­ში ძალა, არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მო­წო­დე­ბას არ გა­მო­უყ­ვა­ნია ქუ­ჩა­ში.

“ოც­ნე­ბის” ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ერთ-ერთი და გარ­და­უ­ვა­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­სავ­ლეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბის ფლაგ­მა­ნის რო­ლის გა­და­ბა­რე­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის; არა­და “ოც­ნე­ბის” გუნ­დმა, რო­მელ­თა მცი­რე ნა­წი­ლიც დღემ­დე რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, წინა წლებ­ში მი­აღ­წია იმას, რომ გახ­და პა­ტივ­სა­ცე­მი პარტნი­ო­რი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის (და­სავ­ლეთ­შიც და აღ­მო­სავ­ლეთ­შიც), და ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­გორც და­სავ­ლე­თის­თვის შე­საძ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პარტნი­ო­რის, სივ­რცე დრა­მა­ტუ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლომ­დე და­იყ­ვა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია თქმა, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა მიღ­წე­უ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაკ­ნი­ნე­ბის ხარ­ჯზე - პი­რი­ქით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად დიდი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მწვა­ვე და გახ­სნი­ლი სა­უბ­რე­ბი ად­რეც ხში­რად გვქო­ნია, ოღონდ არა სა­ჯა­როდ და არა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სა­ხა­რად.

დიახ, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი რი­ტო­რი­კის უკან ზოგ შემ­თხვე­ვა­ში დგას ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი; დიახ, სამ­ხედ­რო სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სე­ბის ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბო­ბენ მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ამის უარ­ყო­ფა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან დიდი ფა­რი­სევ­ლო­ბაა; დიახ, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მცი­რე ნა­წილ­სა და პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს შო­რის ზღვა­რი წაშ­ლი­ლია; დიახ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უცხო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის თავ­სმოხ­ვე­ვა ღია პრო­პა­გან­დით არას­წო­რად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვად; დიახ, ვე­ტინ­გის სის­ტე­მა, რო­მელ­საც ასე და­ჟი­ნე­ბით გვთა­ვა­ზობს და­სავ­ლე­თი ჩემ­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია და ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უდა­ვოდ სჭირ­დე­ბა ჩვენს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­სა­სა­ზღვრია, ისე­ვე რო­გორც არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ხაზს ვუს­ვამ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა უნდა აღ­სრულ­დეს ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის ნე­ბით და არა უცხო­უ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით და ა.შ.

მი­უ­ხე­და­ვად ყო­ვე­ლი­ვე ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვა მა­ინც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ გა­დის მჭიდ­რო ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე და­სავ­ლეთ­თან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბი უფრო დაც­ვა­დი (და არა ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ცუ­ლი) იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ შეც­დო­მად ვთვლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მთელს და­სავ­ლეთ­სა და ე.წ. "ომის პარ­ტი­ას" შო­რის ტო­ლო­ბის ნიშ­ნის დას­მას და დო­ნო­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უცხო ძა­ლის ინ­ტე­რე­სის გამ­ტა­რებ­ლად წარ­მო­ჩე­ნას. მთავ­რო­ბის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბის ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მიღ­წე­ვა­დი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ მას­შტა­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის გა­რე­შე - არ­სე­ბულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბით, ან თუნ­დაც ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში უფრო კო­რექ­ტუ­ლი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბით.

ამის სა­პი­რის­პი­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ვი­და უმ­ძი­მეს და არა­სა­ჭი­რო პრო­ცეს­ში და ვფიქ­რობ, მას მო­უ­წევს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სის გა­დახ­და:

ა) არ­ჩევ­ნებ­ზე ოც­ნე­ბის მომ­ხრე და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მო­სურ­ნე ელექ­ტო­რა­ტის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბით;

ბ) და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბით;

და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია

გ) ახალ­გაზ­რდო­ბის დიდ ნა­წილ­თან უზარ­მა­ზა­რი კედ­ლის აშე­ნე­ბით.

ჯერ კი­დევ არის დრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნის­თვის. აქ­ცი­ებ­ზე სას­ტი­კად ნა­ცე­მი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა მძი­მე ასო­ცი­ა­ცი­ებს აჩენს 2012 წლამ­დე არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან. ყვე­ლა მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სტა­ბი­ლუ­რო­ბა და არ და­ვუშ­ვათ ძა­ლა­დო­ბა, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი, რისი დად­გო­მის რის­კიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და რა­ზეც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა”, - წერს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"დიდ შეცდომად ვთვლი დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას - ხელისუფლება შევიდა უმძიმეს პროცესში და მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა" - გიორგი კვირიკაშვილი

"დიდ შეცდომად ვთვლი დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას - ხელისუფლება შევიდა უმძიმეს პროცესში და მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა" - გიორგი კვირიკაშვილი

"ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ის დიდ შეცდომად თვლის ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. "ომის პარტიას" შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას.

ამასთან, კვირიკაშვილი განმარტავს, რომ “ ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის.

“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” გულმოდგინედ ცდილობს, რომ გააქროს შუა სივრცე და საზოგადოება გაყოს ერთი მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან დაკავშირებული რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად, არადა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებმაც ცნობილი კანონპროექტი და “ოცნების” თანდართული რიტორიკა ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობად შეაფასეს და რომელთა მიმართაც გასულ ღამეს გამოყენებული იქნა შეუსაბამოდ უხეში ძალა, არცერთი პოლიტიკური პარტიის მოწოდებას არ გამოუყვანია ქუჩაში.

“ოცნების” ბოლოდროინდელი ნაბიჯების ერთ-ერთი და გარდაუვალი შედეგი იქნება დასავლეთთან საქართველოს დაახლოების ფლაგმანის როლის გადაბარება ოპოზიციისთვის; არადა “ოცნების” გუნდმა, რომელთა მცირე ნაწილიც დღემდე რჩება ხელისუფლებაში, წინა წლებში მიაღწია იმას, რომ გახდა პატივსაცემი პარტნიორი ყველა მეგობარი სახელმწიფოსთვის (დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც), და ყოფილი ხელისუფლების როგორც დასავლეთისთვის შესაძლო ალტერნატიული პარტნიორის, სივრცე დრამატულად უმნიშვნელომდე დაიყვანა. დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ ყოველივე ეს ნამდვილად არ ყოფილა მიღწეული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე - პირიქით, საქართველოს ინტერესების დასაცავად დიდი ქვეყნების წარმომადგენლებთან მწვავე და გახსნილი საუბრები ადრეც ხშირად გვქონია, ოღონდ არა საჯაროდ და არა რუსეთის ხელისუფლების გასახარად.

დიახ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ხელისუფლების დღევანდელი რიტორიკის უკან ზოგ შემთხვევაში დგას ანგარიშგასაწევი არგუმენტები; დიახ, სამხედრო სამრეწველო კომპლექსების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ძალები ნამდვილად არსებობენ მთელს მსოფლიოში და ამის უარყოფა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობის მხრიდან დიდი ფარისევლობაა; დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ნაწილსა და პოლიტიკურ ძალებს შორის ზღვარი წაშლილია; დიახ, ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო ფასეულობების თავსმოხვევა ღია პროპაგანდით არასწორად კვალიფიცირდება ადამიანის უფლებების დაცვად; დიახ, ვეტინგის სისტემა, რომელსაც ასე დაჟინებით გვთავაზობს დასავლეთი ჩემთვისაც მიუღებელია და ძირეული ცვლილებები, რომლებიც უდავოდ სჭირდება ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას, საქართველოს მოქალაქეების განსასაზღვრია, ისევე როგორც არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საპასუხოდ, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკური განაჩენის გამოტანის ექსკლუზიური უფლება უნდა აღსრულდეს ქართველი ამომრჩევლის ნებით და არა უცხოური სანქციების დაწესებით და ა.შ.

მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა მაინც უალტერნატივოდ გადის მჭიდრო ინტეგრაციაზე დასავლეთთან, სადაც საქართველოს თვითმყოფადობა და ტრადიციები უფრო დაცვადი (და არა ავტომატურად დაცული) იქნება. შესაბამისად, დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. "ომის პარტიას" შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას. მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე - არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით, ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით.

ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა:

ა) არჩევნებზე ოცნების მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;

ბ) დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

გ) ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით.

ჯერ კიდევ არის დრო ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანისთვის. აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”, - წერს კვირიკაშვილი.