პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ ცნობილი გამოცემები თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე?
საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ ცნობილი გამოცემები თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე?

თბი­ლის­ში წუ­ხელ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს არა­ერ­თი უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მა აშუ­ქებს, მათ შო­რის BBC, The Guardian, Politico, New York Times, Al Jazeera, Associated Press, Euronews და Reuters.

Guardian-ი ასე აღ­წერს გუ­შინ­დელ აქ­ცი­ას: "ნიღ­ბი­ა­ნი სპეც­რაზ­მი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის წევ­რებს ძა­ლა­დობ­რი­ვად და­ეს­ხა თავს, სცე­მეს და და­ა­კა­ვეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს, მათ შო­რის AFP-ის ფო­ტოგ­რაფს, რო­მე­ლიც რე­ზი­ნის ხელ­კე­ტით სცე­მეს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ აშ­კა­რად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც პრე­სის წევ­რი."

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის შე­სა­ხებ წერს BBC-ც: "სა­ქარ­თვე­ლო­ში სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა... თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის წინ მყოფ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პო­ლი­ცი­ას კვერ­ცხე­ბი და ბოთ­ლე­ბი და­უ­ში­ნეს. შე­ტა­კე­ბე­ბი რუს­თა­ვე­ლის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რძელ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, ზოგი კი და­ა­კა­ვეს.

ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­ნი­ტო­რინ­გის ქვეშ ეყო­ლე­ბა "უცხო ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი" და შე­საძ­ლოა, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გა­ხა­დონ, სენ­სი­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­ზი­ა­რონ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წე­ვენ, მათ სო­ლი­დუ­რი (25 000 ლა­რამ­დე) ჯა­რი­მა და­ე­მუქ­რე­ბათ", - წერს გა­მო­ცე­მა.

BBC-ის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის კო­რეს­პონ­დენ­ტი, რა­ი­ჰან დე­მიტ­რი ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ უფრო და­ა­შო­რებს ევ­რო­კავ­შირს. მას აშშ-ს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი მოჰ­ყავს იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ქარ­თვე­ლე­ბის თით­ქმის 80% უჭერს მხარს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა არა­ერ­თმა ევ­რო­პელ­მა ლი­დერ­მა გა­აფრ­თხი­ლა, რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ევ­რო­პულ ნორ­მებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბა მტკი­ცედ დგას. კო­ბა­ხი­ძემ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის ორ­ჯერ მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, "გეი პრო­პა­გან­დის" ხელ­შე­წყო­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ზე თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა", - წერს BBC.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters კი აღ­ნიშ­ნავს, რომ თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რო­გორ და­ეს­ხა თავს რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მი­ტინ­გე­ებს და მათ ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

აქ­ცი­ის შე­სა­ხებ წერს Al Jazeera-ც: "პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გე უკვე მე­სა­მე კვი­რაა სა­კა­მა­თო "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის" კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს New York Times-იც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ორ­შა­ბათს მთავ­რო­ბამ თბი­ლი­სის ცენ­ტრში ათი­ა­თა­სო­ბით მხარ­დამ­ჭე­რი შეკ­რი­ბა. იშ­ვი­ათ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა­ში ოლი­გარ­ქმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­დე­რია, პრო­და­სავ­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მისი თქმით, მათ ქვეყ­ნის რუ­სეთ­თან ომში ჩათ­რე­ვა სურთ."

მაქ­სიმ კრუპს­კი, ამე­რი­კე­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის კა­ნონს სწავ­ლობს, ამ­ბობს, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა და­სავ­ლეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის­გან. მა­გა­ლი­თად ის მოჰ­ყავს, რომ აშშ-ში მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია და­ამ­ტკი­ცოს, რომ "აგენ­ტი" უცხო ძა­ლის ან ინ­დი­ვი­დის მი­თი­თე­ბით მოქ­მე­დებ­და: "მხო­ლოდ უცხო­ე­თი­დან თან­ხე­ბის მი­ღე­ბით ვერ გახ­დე­ბით აგენ­ტი. თუ თქვენ მთავ­რო­ბის მიერ უცხო­ელ აგენ­ტად და­რე­გის­ტრირ­დით, და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­სა­მარ­თლო­შიც შე­გეძ­ლე­ბათ ბრძო­ლა",- თქვა მან და დას­ძი­ნა, რომ რუ­სეთ­ში ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რომ სა­სა­მარ­თლოს მთავ­რო­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აგენ­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა."

NYT-მა სტა­ტი­ის და­სას­რულს პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის ცი­ტა­ტაც მო­იყ­ვა­ნა: "ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ ევ­რო­პამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე უარი თქვას".

მოვ­ლე­ნებს Politico-ც გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი შსს-ს მი­მარ­თავს, სპეც­რაზ­მი გა­იყ­ვა­ნოს და მტკი­ცედ გმობს ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ შე­მარ­ცხვე­ნელ ქმე­დე­ბებს: "აშ­კა­რა იყო, რომ დე­მონ­სტრა­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი იყო, არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ შექ­მნი­ლა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი არ ირ­ღვე­ო­და. სირ­ცხვი­ლია ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა", - ცი­ტი­რებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სი­ტყვებს გა­მო­ცე­მა.

წყა­რო: nytimes

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
0

New York Times-ის შეფასებამ ხომ საერთოდ დაგლიჯა. ბიჯო, თქვენთან, თქვენს გვერდით პოლიციამ შტურმით აიღო უნივერსიტეტები, ურტყა მომიტინგეებს, ცრემლსადენი გაზი და ყველა საშუალება გამოიყენა, თან ასობით დემონსტრანტი დააპატიმრა და იმის მაგივრად ეგ დარბევა რომ აღწეროთ თბილისში მიმდინარე აქციებზე წერთ. თან ჩვენთან პირიქით, ის ბრბო პოლიციელებს ბოთლებს, ქვებს ესვრიან, პირიქით აქეთ უტევენ და თქვენ კი ყველაფერს თავდაყირა აღწერთ. თქვენთან მომიტინგემ ბოთლი რომ ესროლოს პოლიციას ტყვიას, თან ნამდვილს, მიიღებს შუბლში. ესე იგი თქვენთან ეგ წესრიგის დაცვად ითვლება თურმე ჩვენთან კი პოლიციას უფლება არა აქვს რომ წესრიგი დაიცვას, ხომ? ჰოდა ეგრე თუ გააგრძელეთ მაშინ საერთოდ რაში გვინდიხართ

ვააა
1

🤣😂 ნუუ სრული საგიჟეთია რაა, ამერიკის უნივერსიტეტებში მართლაც მშვიდობიანი სტუდენტები დაარბიეს, ეზოებში შეუვარდნენ დაწამლეს და 400 ამდე დააკავეს, თან ტერორისტებს შეადარეს ფაქტობრივად და საქართველოს უუუმცირესობის ნაწილს მშვიდობიან, მოცეკვავე ყვავილებად ასაღებენ, თურმე ლამაზად და კულტურულად იბრძვიან თავისუფლებისთვის😂🤣. ბნელა რა სამყაროში, ადეკვატურად აზროვნება იკრძალება. 

ავტორი:

საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ ცნობილი გამოცემები თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე?

საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - რას წერენ ცნობილი გამოცემები თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებზე?

თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს არაერთი უცხოური გამოცემა აშუქებს, მათ შორის BBC, The Guardian, Politico, New York Times, Al Jazeera, Associated Press, Euronews და Reuters.

Guardian-ი ასე აღწერს გუშინდელ აქციას: "ნიღბიანი სპეცრაზმი მშვიდობიანი აქციის წევრებს ძალადობრივად დაესხა თავს, სცემეს და დააკავეს უამრავი ადამიანი. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის AFP-ის ფოტოგრაფს, რომელიც რეზინის ხელკეტით სცემეს, იმის მიუხედავად, რომ აშკარად იდენტიფიცირებული იყო, როგორც პრესის წევრი."

საპროტესტო აქციის შესახებ წერს BBC-ც: "საქართველოში სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა... თბილისში, პარლამენტის წინ მყოფმა აქციის მონაწილეებმა პოლიციას კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. შეტაკებები რუსთაველის მთავარ გამზირზე გვიანობამდე გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგი კი დააკავეს.

ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის ქვეშ ეყოლება "უცხო ძალის ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები" და შესაძლოა, ისინი იძულებულები გახადონ, სენსიტიური ინფორმაცია გააზიარონ. იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობას გაუწევენ, მათ სოლიდური (25 000 ლარამდე) ჯარიმა დაემუქრებათ", - წერს გამოცემა.

BBC-ის სამხრეთ კავკასიის კორესპონდენტი, რაიჰან დემიტრი ამბობს, რომ კანონი საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს. მას აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველების თითქმის 80% უჭერს მხარს.

"საქართველოს მთავრობა არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გააფრთხილა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მთავრობა მტკიცედ დგას. კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში რევოლუციების ორჯერ მოწყობის მცდელობაში, "გეი პროპაგანდის" ხელშეწყობაში და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა", - წერს BBC.

საინფორმაციო სააგენტო Reuters კი აღნიშნავს, რომ თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ დაესხა თავს რამდენიმე პოლიციელი მომიტინგეებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა.

აქციის შესახებ წერს Al Jazeera-ც: "პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა საქართველოში, სადაც ათასობით მომიტინგე უკვე მესამე კვირაა საკამათო "უცხოური გავლენების" კანონს ეწინააღმდეგება.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს New York Times-იც გამოეხმაურა: "ორშაბათს მთავრობამ თბილისის ცენტრში ათიათასობით მხარდამჭერი შეკრიბა. იშვიათ საჯარო გამოსვლაში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების არაოფიციალური ლიდერია, პროდასავლური ორგანიზაციები საქართველოში სიტუაციის არევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მათ ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ."

მაქსიმ კრუპსკი, ამერიკელი ადვოკატი, რომელიც რუსეთში არსებულ უცხოელი აგენტების კანონს სწავლობს, ამბობს, რომ რუსული კანონი და საქართველოში შემოთავაზებული კანონპროექტი მკვეთრად განსხვავდება დასავლეთში მიღებული ზომებისგან. მაგალითად ის მოჰყავს, რომ აშშ-ში მთავრობა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ "აგენტი" უცხო ძალის ან ინდივიდის მითითებით მოქმედებდა: "მხოლოდ უცხოეთიდან თანხების მიღებით ვერ გახდებით აგენტი. თუ თქვენ მთავრობის მიერ უცხოელ აგენტად დარეგისტრირდით, დამოუკიდებელ სასამართლოშიც შეგეძლებათ ბრძოლა",- თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთში ამ კანონის მიღების შემდეგ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ სასამართლოს მთავრობის მიერ დასახელებული ორგანიზაციის აგენტად დარეგისტრირება გაეუქმებინა."

NYT-მა სტატიის დასასრულს პაატა ზაქარეიშვილის ციტატაც მოიყვანა: "ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოზე უარი თქვას".

მოვლენებს Politico-ც გამოეხმაურა: "ქვეყნის პრეზიდენტი შსს-ს მიმართავს, სპეცრაზმი გაიყვანოს და მტკიცედ გმობს ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართულ შემარცხვენელ ქმედებებს: "აშკარა იყო, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო, არანაირი საფრთხე არ შექმნილა და საზოგადოებრივი წესრიგი არ ირღვეოდა. სირცხვილია ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა", - ციტირებს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს გამოცემა.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა