პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ?
"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ?

"სა­ქარ­თვე­ლო უნდა მარ­თოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო შეკ­რე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ 33 წლის წინ აღიდ­გი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, მე­რაბ კოს­ტა­ვა გვაფრ­თხი­ლებ­და: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც“.

მისი თქმით, მე­რაბ კოს­ტა­ვას ეს შე­გო­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს.

"მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ერის ღირ­სე­ულ შვი­ლებს! ყვე­ლას მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ბზო­ბა და წი­ნას­წარ მო­გი­ლო­ცოთ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლომ 33 წლის წინ აღიდ­გი­ნა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. თუმ­ცა, ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, მე­რაბ კოს­ტა­ვა გვაფრ­თხი­ლებ­და: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც“. მე­რაბ კოს­ტა­ვას ეს შე­გო­ნე­ბა თი­თო­ე­ულ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო უნდა მარ­თოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ!”, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პი­რა­დად იბ­რძო­ლებს "სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად". "პი­რა­დად მე გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად", -აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, „უცხო ქვეყ­ნის მიერ აღ­ზრდილ ფსევ­დო-ელი­ტას“ რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა გა­მო­არ­ჩევს - უსამ­შობ­ლო, არ უყ­ვარს არც სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და არც სა­კუ­თა­რი ხალ­ხი.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იო­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან გა­რე­დან მარ­თვას, რად­გან ისი­ნი ყო­ველ­გვა­რი პრინ­ცი­პე­ბის­გან არი­ან დაც­ლი­ლი.

"მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ინ­დო­ე­ლი ლი­დე­რის, ჯა­ვა­ჰარ­ლალ ნე­რუს სი­ტყვე­ბი მცი­რე ადაპ­ტი­რე­ბით: „არ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის იმა­ზე დიდი მტე­რი, ვიდ­რე უცხო ქვეყ­ნის მიერ აღ­ზრდი­ლი ფსევ­დო-ელი­ტა“. უცხო ქვეყ­ნის მიერ აღ­ზრდილ ფსევ­დო-ელი­ტას რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი თვი­სე­ბა გა­მო­არ­ჩევს. ის არის უსამ­შობ­ლო, არ უყ­ვარს არც სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და არც სა­კუ­თა­რი ხალ­ხი, რად­გან მას სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­კუთ­რად არ მი­იჩ­ნევს. პი­რი­ქით, ასეთ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნაც და ხალ­ხიც ეთა­კი­ლე­ბათ. ასე­თი ადა­მი­ა­ნი არის აკა­კი­სე­უ­ლი ღა­მუ­რა, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლო­ოდ, ვერც უცხო­ელ­დე­ბა და ქარ­თვე­ლო­ბა­საც კარ­გავს. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იო­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან გა­რე­დან მარ­თვას, რად­გან ისი­ნი ყო­ველ­გვა­რი პრინ­ცი­პე­ბის­გან არი­ან დაც­ლი­ლი. სწო­რედ ასე­თია დღე­ვან­დე­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის სახე და ასე­თი იყო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სახე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­შიც.რო­დე­საც 2012 წელს გა­რე­დან და­ნიშ­ნუ­ლი უსამ­შობ­ლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი გა­ვის­ტუმ­რეთ, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი მი­სია სრუ­ლად მქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ქარ­თველ ხალ­ხს და­ვუბ­რუ­ნეთ სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბა, ცი­ხი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ 15 ათა­სი პა­ტი­მა­რი, სრუ­ლად აღვკვე­თეთ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, და­ვას­რუ­ლეთ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მე­დია-მო­ნო­პო­ლია, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ბიზ­ნე­სი, ქვე­ყა­ნას მო­ვუ­ტა­ნეთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა.კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ - ვფიქ­რობ­დი, რომ 2012 წელს ჩემი მი­სია სრუ­ლად შე­ვას­რუ­ლე. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, ეს მიღ­წე­ვე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი. ჩვენ კვლა­ვაც გვი­წევს ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის, რათა ავას­რუ­ლოთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­გო­ნე­ბა, რომ „ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე უნდა გვე­ყუ­დნო­დეს“. ამი­ტომ, პრინ­ცი­პუ­ლად და თავ­და­დე­ბით, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, პი­რა­დად მე, გან­ვაგ­რძობ ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 116 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგი
3

შენს სიტყვას დიდი ხანია ჩალის ფასიც აღარ აქვს!

ირაკლი
23

ეს ავადმყოფი ვითომ პოლიტიკოსი საშიშია ქვეყნისთვის

ავტორი:

"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ?

"პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად" - ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა: რა თქვა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ?

"საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - განაცხადა "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: "დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“.

მისი თქმით, მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს.

"მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: "დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პირადად იბრძოლებს "საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად". "პირადად მე გავაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად", -აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას“ რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს - უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი.

"მინდა გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც.როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული. ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მედია-მონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება.კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.