მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას" - მიხეილ ხიდურელი
"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას" - მიხეილ ხიდურელი

"ეს ახა­ლი თა­ვია სა­ა­გენ­ტოს და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში - ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვი­წყებთ კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“ - მი­ხე­ილ ხი­დუ­რე­ლი.

„ეს არის ახა­ლი თავი სა­ა­გენ­ტოს და რა თქმა უნდა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან ქვე­ყა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწყებს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“ - ამის შე­სა­ხებ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ დი­რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„სა­ა­გენ­ტო ბან­კებ­თან პარტნი­ო­რო­ბით რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს, მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი პორ­ტფე­ლი გვაქვს, სა­დაც წარ­მა­ტე­ბით და­ფი­ნანსდა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. თუმ­ცა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო ქვე­ყა­ნა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბის და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ახა­ლი პო­ლი­ტი­კით, და­ვა­მუ­შა­ვეთ და უკვე ჩა­ვუშ­ვით ახა­ლი პროგ­რა­მა - ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, უნდა ავუხ­სნათ ბიზ­ნესს, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პა­ნი­ამ გა­მო­უშ­ვას ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბა ეს მას გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ა­გენ­ტოს კონ­კრე­ტუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით: 100 000 ლა­რამ­დე საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გის ხარ­ჯის ანა­ზღა­უ­რე­ბით და გან­თავ­სე­ბის სა­კო­მი­სი­ოს ანა­ზღა­უ­რე­ბით, გვექ­ნე­ბა გრან­ტე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს კომ­პა­ნი­ას, ბრო­კე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­მო­უშ­ვას ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი. ეს არის ახა­ლი თავი სა­ა­გენ­ტოს და რა თქმა უნდა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, რად­გან ქვე­ყა­ნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწყებს კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

და­ინ­ტე­რე­სე­ბა და მო­თხოვ­ნა უკვე ძა­ლი­ან დი­დია. პროგ­რა­მა არის ყვე­ლას­თვის და ნე­ბის­მი­ერ კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია მოგ­ვმარ­თოს - ჩვენ მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რად არ და­ვეხ­მა­რე­ბით მათ, ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც და­ვუ­ჭერთ მხარს, რომ მზად იყ­ვნენ ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მო­საშ­ვე­ბად. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ბევრ პროგ­რა­მა­ში, ჩვე­ნი პარტნი­ო­რია USAID“ - გა­ნა­ცხა­და ხი­დუ­რელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს პირ­ვე­ლი პროგ­რა­მაა, ბიზ­ნე­სის­თვის ფი­ნან­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის კუ­თხით სა­ა­გენ­ტო კი­დევ რამ­დე­ნი­მე მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბას აპი­რებს:

„წელს ასე­ვე ვგეგ­მავთ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ფონ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ეს იქ­ნე­ბა ე.წ. ექ­ვი­თი ფონ­დი, სა­დაც სა­ა­გენ­ტო ლი­მი­ტი­რე­ბულ პარტნი­ო­რად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­თან, ინ­ვეს­ტო­რებ­თან ერ­თად, სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემთ კომ­პა­ნი­ებს გა­მო­ი­ყე­ნონ ფონ­დის დახ­მა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი“ - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ ხი­დუ­რელ­მა.

სა­ა­გენ­ტომ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სა­ა­გენ­ტოს პარტნი­ო­რია USAID-ის ფი­ნან­სუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2024 წელს სა­ა­გენ­ტო კომ­პა­ნი­ებს ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. და­გეგ­მი­ლია 15-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლე­ბიც 150 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის და­მა­ტე­ბით სა­ინ­ვეს­ტი­ციო რე­სურსს მო­ი­ზი­და­ვენ სა­ფონ­დო ბა­ზარ­ზე.

NS

ეკა
1

რამდენი წელია ეს კაცი აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელობს და შედეგები რა? მაინტერესებს ამდენი წლის ნამუშევარი, რა შედეგი დადო? 

ავტორი:

"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას" - მიხეილ ხიდურელი

"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას" - მიხეილ ხიდურელი

"ეს ახალი თავია სააგენტოს და ქვეყნის ისტორიაში - ოფიციალურად ვიწყებთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას“ - მიხეილ ხიდურელი.

„ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას“ - ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„სააგენტო ბანკებთან პარტნიორობით რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მრავალმილიარდიანი პორტფელი გვაქვს, სადაც წარმატებით დაფინანსდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. თუმცა, ალტერნატიული დაფინანსების წყარო ქვეყანაში აუცილებელია, შესაბამისად, მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს ახალი პოლიტიკით, დავამუშავეთ და უკვე ჩავუშვით ახალი პროგრამა - ფასიანი ქაღალდების გამოშვების სტიმულირების მიმართულებით.

პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ ბიზნესს, რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიამ გამოუშვას ფასიანი ქაღალდები, რამდენად დაეხმარება ეს მას განვითარებაში. სააგენტოს კონკრეტული მექანიზმებით: 100 000 ლარამდე საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურებით და განთავსების საკომისიოს ანაზღაურებით, გვექნება გრანტები, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას, ბროკერებთან თანამშრომლობით გამოუშვას ფასიანი ქაღალდები. ეს არის ახალი თავი სააგენტოს და რა თქმა უნდა ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქვეყანა ოფიციალურად იწყებს კაპიტალის ბაზრის მიმართულებით კონკრეტული პროგრამების განხორციელებას.

დაინტერესება და მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია. პროგრამა არის ყველასთვის და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მოგვმართოს - ჩვენ მხოლოდ ფინანსურად არ დავეხმარებით მათ, ტექნიკური დახმარების თვალსაზრისითაც დავუჭერთ მხარს, რომ მზად იყვნენ ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად. პროგრამის განხორციელების პროცესში, ისევე როგორც სხვა ბევრ პროგრამაში, ჩვენი პარტნიორია USAID“ - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ეს პირველი პროგრამაა, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სააგენტო კიდევ რამდენიმე მექანიზმის ამოქმედებას აპირებს:

„წელს ასევე ვგეგმავთ მცირე და საშუალო ბიზნესის ფონდის ჩამოყალიბებას. ეს იქნება ე.წ. ექვითი ფონდი, სადაც სააგენტო ლიმიტირებულ პარტნიორად იქნება წარმოდგენილი და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან ერთად, საშუალებას მივცემთ კომპანიებს გამოიყენონ ფონდის დახმარების მექანიზმი“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე ლარის დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.

NS