პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

m2, ქარ­თულ ბრენ­დებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით, ახალ პრო­ექტს იწყებს. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბი m2-ის სლო­გა­ნის - “იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით” შთა­გო­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ კო­ლექ­ცი­ას შექ­მნი­ან და მისი შე­ძე­ნა ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. კო­ლექ­ცია ისეთ ნივ­თებს თუ აქ­სე­სუ­ა­რებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ, მათ შო­რის: მა­ი­სუ­რე­ბი, ლეპ­ტო­პის ჩან­თე­ბი, მო­ბი­ლუ­რის ჩა­სა­დე­ბე­ბი, სამ­გზავ­რო ჩან­თე­ბი, სა­პას­პორ­ტე­ე­ბი, კი­მო­ნო­ე­ბი და სხვა.

ამ ეტაპ­ზე, პრო­ექ­ტში 7 ქარ­თუ­ლი ბრენ­დია ჩარ­თუ­ლი: ჯო­ვა­ნი მორა, კარ­პე­ტე­რია, ქე­ი­სი, ფუნ­დუ­კი, ლავ­სთარ­სი, ნი­ნეა და მე­თერ­სი. მათი ნა­წი­ლი კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, ნა­წილ­მა კი, მუ­შა­ო­ბა უკვე და­ას­რუ­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის შე­იქ­მნე­ბა ვებ-გვერ­დი, სა­დაც კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი კო­ლექ­ცია ერთ სივ­რცე­ში გან­თავ­სდე­ბა. ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა კი, პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე ან მა­ღა­ზი­ებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პრო­დუქ­ცი­ის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ვერ­სი­ე­ბი m2-ის გა­ყიდ­ვე­ბის ოფი­სებ­შიც იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს მათი ად­გილ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

„კო­ლა­ბო­რა­ცი­ის იდეა ბრენ­დის ახა­ლი პლატ­ფორ­მის შე­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა და შარ­შან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვი­რე­ულ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. ახა­ლი მო­წო­დე­ბა - „იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით“ დი­ზა­ი­ნერ თაკო მექ­ვა­ბი­ძის კო­ლექ­ცი­ა­ში ეფექ­ტუ­რად ინ­ტეგ­რირ­და. მი­ზა­ნი, მო­წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან უფრო ახ­ლოს მი­ტა­ნა იყო მა­ში­ნაც და დღე­საც. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის პრო­დუქ­ცია ყო­ველ­დღი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბა­შია და ჩვენც, ყო­ველ­დღე გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ ადა­მი­ა­ნებს -„იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით“, ისე, რო­გორც არა­ვის უცხოვ­რია. ყო­ველ­თვის იყა­ვი ის, ვინც შენ ხარ, უნი­კა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი“, - ირი­ნა დუმ­ბა­ძე, m2-ის ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

პრო­ექ­ტში ეტა­პობ­რი­ვად კი­დევ ჩა­ერ­თვე­ბა სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი ბრენ­დი და „იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით“ თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი კო­ლექ­ცია კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა.

R

ავტორი:

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

m2, ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ქართული ბრენდები m2-ის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალურ კოლექციას შექმნიან და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. კოლექცია ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს გააერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურები, ლეპტოპის ჩანთები, მობილურის ჩასადებები, სამგზავრო ჩანთები, საპასპორტეები, კიმონოები და სხვა.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

პროდუქციის საჩვენებელი ვერსიები m2-ის გაყიდვების ოფისებშიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს მათი ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

„კოლაბორაციის იდეა ბრენდის ახალი პლატფორმის შემოტანისთანავე გაჩნდა და შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულზე განხორციელდა. ახალი მოწოდება - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ დიზაინერ თაკო მექვაბიძის კოლექციაში ეფექტურად ინტეგრირდა. მიზანი, მოწოდების ადამიანებთან უფრო ახლოს მიტანა იყო მაშინაც და დღესაც. ჩვენი პარტნიორების პროდუქცია ყოველდღიურ გამოყენებაშია და ჩვენც, ყოველდღე გვინდა შევახსენოთ ადამიანებს -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“, ისე, როგორც არავის უცხოვრია. ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ ხარ, უნიკალური და განსხვავებული“, - ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პროექტში ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

R