პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოტელოს" წარმატებული პრემიერა
"ოტელოს" წარმატებული პრემიერა

“ოტე­ლოს” საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბებ­მა თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. მონ­ტე-კარ­ლოს ოპე­რის თე­ატ­რის ულა­მა­ზეს­მა სპექ­ტაკლმა არ და­ტო­ვა გულ­გრი­ლი დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. სრუ­ლი ანშლა­გი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და „ბრა­ვოს“ შე­ძა­ხი­ლე­ბი არ წყდე­ბო­და დარ­ბაზ­ში. ვინც გა­სულ კვი­რას ვერ მო­ას­წრო ვერ­დის „ოტე­ლოს“ ნახ­ვა, მათ კი­დევ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა დატ­კბენ გე­ნი­ა­ლუ­რი იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის შე­დევ­რით 26, 27 და 28 აპ­რილს.

სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი მოწ­ვე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი და დი­რი­ჟო­რე­ბი. დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რია ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი, ქორ­მა­ის­ტე­რი ავ­თან­დილ ჩხენ­კე­ლი, დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი ალექს აგი­ლე­რა, სცე­ნოგ­რა­ფი ბრუ­ნო დე ლა­ვე­ნე­რი, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი ეს­ტერ მარ­ტი­ნი, გა­ნა­თე­ბის მხატ­ვა­რი ლო­რან კას­ტე­ნი. თე­ატ­რის დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლია 80-იან და 90-იან წლებ­ში თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯ. ვერ­დის „ოტე­ლოს“ ორი სხვა­დას­ხვა დად­გმის ფო­ტო­ე­ბი და აფი­შე­ბი.

ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი - დამ­დგმე­ლი დი­რი­ჟო­რი

„ვერ­დის „ოტე­ლო“ ით­ვლე­ბა ერთ-ერთ რთულ ოპე­რად. იგი კომ­პო­ზი­ტო­რის ხუთ სა­უ­კე­თე­სო ოპე­რებს შო­რის შე­დის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მწვერ­ვა­ლია მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის. დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ოტე­ლოს, ისე ია­გოს პარ­ტია. მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი, ჩა­მო­სუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, ბრწყინ­ვა­ლე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. მათ­თან მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.“

იანო ალი­ბე­გაშ­ვი­ლი - სოპ­რა­ნო

„დეზ­დე­მო­ნას როლი მე თბი­ლის­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ სა­კონ­ცერ­ტო შეს­რუ­ლე­ბით მაქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჯან­სუღ კა­ხი­ძის დი­რი­ჟო­რო­ბით. შემ­დეგ უკვე ევ­რო­პის თე­ატ­რებ­ში შე­ვას­რუ­ლე. ჩემი ერთ-ერთი სა­ოც­ნე­ბო როლი იყო. სხვა­თა შო­რის ბევრ სოპ­რა­ნოს უყ­ვარს ეს პარ­ტია. შექ­სპირს რაც ეხე­ბა, ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია სამ­ღე­რად რო­დე­საც ეს ვერ­დის ეხე­ბა. თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რში მე არ მიმ­ღე­რია დიდი ხა­ნია. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია რომ მე ჩემს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ვმღე­რი ამ ლა­მაზ პარ­ტი­ას.“

ნი­კო­ლოზ ლაგ­ვი­ლა­ვა - ბა­რი­ტო­ნი

„ია­გოს როლი ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხიხმგებ­ლო გახ­ლავთ ჩემ­თვის, ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი. 2019 წელს გერ­მა­ნულ­მა კრი­ტი­კამ და­მა­სა­ხე­ლა წლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლად და გავ­თა­მამ­დი ამ როლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ია­გოს პარ­ტი­ის სიმ­ღე­რა. აქ არა მარ­ტო ვერ­დის ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი მუ­სი­კაა, არა­მედ შექ­სპი­რია, რო­მე­ლიც სულ თან მიყ­ვე­ბა ვერ­დის. მე ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ და­ვი­ჭი­რო შექ­სპი­რის ხაზი და არ ამო­ვარ­დე ამ ხა­ზი­დან.“

მარ­კო ბერ­ტი - ტე­ნო­რი

„მე ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მომ­ღერ­ლე­ბი ლა­მა­ზი ხმე­ბით. მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა 10 წლის შემ­დეგ კვლავ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ოტე­ლოს ამ დად­გმას, იგი კლა­სი­კურ სტილ­შია დად­გმუ­ლი, მაგ­რამ დეზ­დე­მო­ნას სიკ­ვდი­ლის სცე­ნა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია შექ­სპი­რი­სე­ულ პირ­ველ­წყა­როს­გან. ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ყუ­რებ­ლის­თვის ეს სპექ­ტაკ­ლი სა­ინ­ტე­რე­სოა სა­ნა­ხა­ვად. "

ფოტო: ხა­ტია ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"ოტელოს" წარმატებული პრემიერა

"ოტელოს" წარმატებული პრემიერა

“ოტელოს” საპრემიერო ჩვენებებმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უდიდესი წარმატებით ჩაიარა. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ულამაზესმა სპექტაკლმა არ დატოვა გულგრილი დამსწრე საზოგადოება. სრული ანშლაგი, აღტაცებული მაყურებელი და „ბრავოს“ შეძახილები არ წყდებოდა დარბაზში. ვინც გასულ კვირას ვერ მოასწრო ვერდის „ოტელოს“ ნახვა, მათ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დატკბენ გენიალური იტალიელი კომპოზიტორის შედევრით 26, 27 და 28 აპრილს.

სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული მომღერლები და დირიჟორები. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი, დამდგმელი რეჟისორი ალექს აგილერა, სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, განათების მხატვარი ლორან კასტენი. თეატრის დარბაზებში გამოფენილია 80-იან და 90-იან წლებში თბილისის ოპერის სცენაზე განხორციელებული ჯ. ვერდის „ოტელოს“ ორი სხვადასხვა დადგმის ფოტოები და აფიშები.

ზაზა აზმაიფარაშვილი - დამდგმელი დირიჟორი

„ვერდის „ოტელო“ ითვლება ერთ-ერთ რთულ ოპერად. იგი კომპოზიტორის ხუთ საუკეთესო ოპერებს შორის შედის, შეიძლება ითქვას მწვერვალია მუსიკალური ხელოვნების. დიდი სირთულეებით გამოირჩევა როგორც ოტელოს, ისე იაგოს პარტია. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმრები, ჩამოსული მომღერლები, ბრწყინვალე პროფესიონალები არიან. მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.“

იანო ალიბეგაშვილი - სოპრანო

„დეზდემონას როლი მე თბილისში ძალიან დიდი ხნის წინ საკონცერტო შესრულებით მაქვს შესრულებული ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით. შემდეგ უკვე ევროპის თეატრებში შევასრულე. ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი იყო. სხვათა შორის ბევრ სოპრანოს უყვარს ეს პარტია. შექსპირს რაც ეხება, ყოველთვის საინტერესოა ინტერპრეტაციის თვალსაზრისით და ძალიან ლამაზია სამღერად როდესაც ეს ვერდის ეხება. თბილისის ოპერის თეატრში მე არ მიმღერია დიდი ხანია. ძალიან ამაღელვებელია რომ მე ჩემს საკუთარ ქვეყანაში ვმღერი ამ ლამაზ პარტიას.“

ნიკოლოზ ლაგვილავა - ბარიტონი

„იაგოს როლი ძალიან საპასუხიხმგებლო გახლავთ ჩემთვის, ძალიან დიდი წარმატების მომტანი. 2019 წელს გერმანულმა კრიტიკამ დამასახელა წლის საუკეთესო როლად და გავთამამდი ამ როლთან მიმართებაში. ძალიან მიყვარს იაგოს პარტიის სიმღერა. აქ არა მარტო ვერდის ფენომენალური მუსიკაა, არამედ შექსპირია, რომელიც სულ თან მიყვება ვერდის. მე ყოველთვის ვცდილობ დავიჭირო შექსპირის ხაზი და არ ამოვარდე ამ ხაზიდან.“

მარკო ბერტი - ტენორი

„მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, შესანიშნავი მომღერლები ლამაზი ხმებით. მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა 10 წლის შემდეგ კვლავ ჩამოვსულიყავი საქართველოში.

რაც შეეხება ოტელოს ამ დადგმას, იგი კლასიკურ სტილშია დადგმული, მაგრამ დეზდემონას სიკვდილის სცენა განსხვავებულია შექსპირისეულ პირველწყაროსგან. ამის მიუხედავად მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი საინტერესოა სანახავად. "

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

R