მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აჩუქოთ საუკეთესო წიგნი
როგორ აჩუქოთ საუკეთესო წიგნი

ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში, რო­დე­საც ჩვენ გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ვართ ტექ­სტე­ბის სიმ­რავ­ლით, ფრა­ზა: „წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია“ შე­იძ­ლე­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს. თუმ­ცა, ამ ბრძნუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვა­ფა­სოთ!

დღეს ჩვენ გვაქვს წვდო­მა უამ­რავ წიგნ­ზე ელექტრო­ნუ­ლი ფორ­მით. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მათი წა­კი­თხვა სმარ­ტფო­ნებ­ზე, ტაბ­ლე­ტებ­სა და კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე. მაგ­რამ რო­გორც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა იმ გრძნო­ბას, რომ ხელ­ში გი­ჭი­რავს ნამ­დვი­ლი ქა­ღალ­დის წიგ­ნი და მის სურ­ნელს შე­იგ­რძნობ.

სა­სი­ა­მოვ­ნო შრი­ა­ლი ფურ­ცლე­ბის გა­დაშ­ლი­სას, სა­ბეჭ­დი მელ­ნის სუნი, ბუ­ნე­ბა­ში კი­თხვის და ეპი­ზო­დე­ბის მო­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ქმნის უნი­კა­ლურ ატ­მოს­ფე­როს, რაც კი­თხვას არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოხ­მა­რე­ბას, არა­მედ ნამ­დვილ მოგ­ზა­უ­რო­ბას ხდის მწერ­ლის სამ­ყა­რო­ში. მაგ­რამ არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ წიგ­ნებ­ში მთა­ვა­რია არა მათი რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ხა­რის­ხი. ბევ­რი წიგ­ნის ნაკ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა შთამ­ბეჭ­დავ სა­ჩუქ­რად მო­გეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ თუ ისი­ნი არ ემ­თხვე­ვა ადა­მი­ა­ნის გე­მოვ­ნე­ბას და ინ­ტე­რე­სებს, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ის და­ა­ფა­სებს მათ. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი წიგ­ნის არ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მო­ხიბ­ლავს ადა­მი­ანს, და­ა­ფიქ­რებს, ახალ კარს გა­უხ­სნის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში.

ზოგ­ჯერ ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ ღრმა წიგ­ნი საკ­მა­რი­სია სამ­ყა­რო­სად­მი თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად. აპ­რი­ლი წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის თვეა! აჩუ­ქეთ წიგ­ნი გო­ნივ­რუ­ლად, ჩა­დეთ თქვე­ნი სული მათ­ში და მა­შინ, თქვე­ნი სა­ჩუ­ქა­რი ნამ­დვი­ლად ფას­და­უ­დე­ბე­ლი გახ­დე­ბა.

რა აჩუ­ქოთ:

1. ნე­თა­ნი­აჰუ­ე­ბი

მოქ­მე­დე­ბა ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამ­თარ­ში ხდე­ბა. ის­ტო­რი­კო­სი რუ­ბენ ბლუ­მი, კორ­ბი­ნის კო­ლე­ჯის ერ­თა­დერ­თი ებ­რა­ე­ლი აკა­დე­მი­კო­სი, რო­მე­ლიც წლე­ბია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს ცოლ-შვილ­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით, სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და თით­ქმის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დამ­თხვე­ვით, სხვა ებ­რა­ე­ლის - ასე­ვე ის­ტო­რი­კო­სის, ბენ-სიონ ნე­თა­ნი­აჰუს ოჯა­ხის მას პინ­ძლად იქ­ცე­ვა. პო­ლი­ტი­კა, ის­ტო­რია, ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა, მკაც­რი აკა­დე­მი­უ­რი გა­რე­მოს სა­ტი­რუ­ლო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი გას­დევს ფო­ნად რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზე დამ­ყა­რე­ბულ, ბრწყინ­ვა­ლე ოს­ტა­ტო­ბით აგე­ბულ თავ­ბრუ­დამ­ხვევ რო­მანს, რო­მე­ლიც ძალი ან სა­სა­ცი­ლო და მე­ლან­ქო­ლი­უ­რი მო­მენ­ტე­ბის მო­ნაც­ვლე­ო­ბით გვიყ­ვე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის ორაზ­როვ­ნე­ბა­ზე.

2. უნდა გი­ღა­ლა­ტო- რუტა სე­პე­ტი­სი

1989 წელი. მთელ ევ­რო­პა­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით ემ­ხო­ბა კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მე­ბი, მაგ­რამ კვლავ მყა­რად დგას რუ­მი­ნე­თის სის­ხლი­ა­ნი დიქ­ტა­ტო­რის ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს რე­ჟი­მი. ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი კონ­ტრო­ლია, სა­ყო­ველ­თაო თვალ­თვა­ლი, ხალ­ხი შიმ­ში­ლობს. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურს, მაგ­რამ დიქ­ტა­ტო­რის სპეც­სამ­სა­ხუ­რის, სე­კუ­რი­ტა­ტეს მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ვე­რა­ფერს ბე­დავს - აკ­რძა­ლუ­ლია ყო­ვე­ლი­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი, სულ მცი­რე გა­დაც­დო­მის­თვი­საც კი ადა­მი­ანს ცი­ხე­ში აგ­დე­ბენ, აწა­მე­ბენ, კლა­ვენ. 17 წლის მო­საწვლემ კრის­ტი­ან ფლო­რეს­კუმ იცის, რომ მისი გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როა და უნდა გა­და­წყვი­ტოს - იყოს სე­კუ­რი­ტა­ტეს იძუ­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ტო­რი თუ შე­ებ­რძო­ლოს რე­ჟიმს.

3. არა­სო­დეს გა­მიშ­ვა - კა­ზუო იში­გუ­რო

ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი უმან­კო­ე­ბის, მო­გო­ნე­ბე­ბი­სა და და­ნა­კარ­გე­ბის შე­სა­ხებ. ის­ტო­რია - სა­დაც ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის იდეა სამი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლით­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რუთი, ქე­ი­თი და ტომი ინ­გლი­სის გა­ნა­პი­რას მდე­ბა­რე პან­სი­ო­ნის, ჰე­ილ­შე­მის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ეს თით­ქოს გა­რე­სამ­ყა­როს­გან მო­წყვე­ტი­ლი ად­გი­ლია, სა­დაც უც­ნა­უ­რი, მის­ტი­კუ­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს; სა­დაც მათი ცხოვ­რე­ბა და­გეგ­მი­ლია, ბედი - წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი; სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუდ­მი­ვად შთა­ა­გო­ნე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს, რომ ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი არი­ან. რა­ტომ არი­ან ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ­ნი? რა გა­მო­არ­ჩევს "ჰე­ილ­შე­მის შვი­ლებს" სხვე­ბის­გან? - ბავ­შვე­ბის­თვის პა­სუ­ხი უც­ნო­ბია. ისი­ნი კლო­ნე­ბი არი­ან, სა­მო­მავ­ლოდ კი დო­ნო­რე­ბი უნდა გახ­დნენ. უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა... წლე­ბის შემ­დეგ კი ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ქე­ი­თი უკვე ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­დე­საც რუთი და ტომი კვლავ ჩნდე­ბი­ან მის ცხოვ­რე­ბა­ში. და პირ­ვე­ლად, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ჩნდე­ბა იმე­დიც. ქე­ი­თი იხ­სე­ნებს მათ სა­ერ­თო წარ­სულს. ის ხვდე­ბა, თუ რა აქ­ცევს მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და რა გავ­ლე­ნა აქვს ბე­დის ამ "სა­ჩუ­ქარს" მათ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ზე.

#გა­ა­ზი­ა­რე­ლი­ტე­რა­ტუ­რა­და­სიყ­ვა­რუ­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

როგორ აჩუქოთ საუკეთესო წიგნი

როგორ აჩუქოთ საუკეთესო წიგნი

ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ჩვენ გარშემორტყმული ვართ ტექსტების სიმრავლით, ფრაზა: „წიგნი საუკეთესო საჩუქარია“ შეიძლება მოძველებულად მოგვეჩვენოს. თუმცა, ამ ბრძნული გამონათქვამის ღირებულება აუცილებლად უნდა დავაფასოთ!

დღეს ჩვენ გვაქვს წვდომა უამრავ წიგნზე ელექტრონული ფორმით. ჩვენ შეგვიძლია მათი წაკითხვა სმარტფონებზე, ტაბლეტებსა და კომპიუტერებზე. მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, არაფერი შეედრება იმ გრძნობას, რომ ხელში გიჭირავს ნამდვილი ქაღალდის წიგნი და მის სურნელს შეიგრძნობ.

სასიამოვნო შრიალი ფურცლების გადაშლისას, საბეჭდი მელნის სუნი, ბუნებაში კითხვის და ეპიზოდების მონიშვნის შესაძლებლობა - ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს, რაც კითხვას არა მხოლოდ ინფორმაციის მოხმარებას, არამედ ნამდვილ მოგზაურობას ხდის მწერლის სამყაროში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნებში მთავარია არა მათი რაოდენობა, არამედ ხარისხი. ბევრი წიგნის ნაკრები შეიძლება შთამბეჭდავ საჩუქრად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ ისინი არ ემთხვევა ადამიანის გემოვნებას და ინტერესებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დააფასებს მათ. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი წიგნის არჩევა, რომელიც ნამდვილად მოხიბლავს ადამიანს, დააფიქრებს, ახალ კარს გაუხსნის ჯადოსნურ სამყაროში.

ზოგჯერ ერთი პატარა, მაგრამ ღრმა წიგნი საკმარისია სამყაროსადმი თქვენი შეხედულების შესაცვლელად. აპრილი წიგნის ჩუქების თვეა! აჩუქეთ წიგნი გონივრულად, ჩადეთ თქვენი სული მათში და მაშინ, თქვენი საჩუქარი ნამდვილად ფასდაუდებელი გახდება.

რა აჩუქოთ:

1. ნეთანიაჰუები

მოქმედება ნიუ-იორკში, 1960 წლის ზამთარში ხდება. ისტორიკოსი რუბენ ბლუმი, კორბინის კოლეჯის ერთადერთი ებრაელი აკადემიკოსი, რომელიც წლებია, ამერიკაში ცხოვრობს ცოლ-შვილთან ერთად, იძულებით, სრულიად წარმოუდგენელი და თითქმის კატასტროფული გარემოებების დამთხვევით, სხვა ებრაელის - ასევე ისტორიკოსის, ბენ-სიონ ნეთანიაჰუს ოჯახის მას პინძლად იქცევა. პოლიტიკა, ისტორია, ეროვნული იდენტობა, მკაცრი აკადემიური გარემოს სატირულობა - ეს ყველაფერი გასდევს ფონად რეალურ ამბავზე დამყარებულ, ბრწყინვალე ოსტატობით აგებულ თავბრუდამხვევ რომანს, რომელიც ძალი ან სასაცილო და მელანქოლიური მომენტების მონაცვლეობით გვიყვება ადამიანებისა და ქვეყნების ურთიერთობის ორაზროვნებაზე.

2. უნდა გიღალატო - რუტა სეპეტისი

1989 წელი. მთელ ევროპაში ერთიმეორის მიყოლებით ემხობა კომუნისტური რეჟიმები, მაგრამ კვლავ მყარად დგას რუმინეთის სისხლიანი დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი. ქვეყანაში მკაცრი კონტროლია, საყოველთაო თვალთვალი, ხალხი შიმშილობს. მას თავისუფლება სურს, მაგრამ დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებში მოქცეული ვერაფერს ბედავს - აკრძალულია ყოველივე ადამიანური, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი ადამიანს ციხეში აგდებენ, აწამებენ, კლავენ. 17 წლის მოსაწვლემ კრისტიან ფლორესკუმ იცის, რომ მისი გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა და უნდა გადაწყვიტოს - იყოს სეკურიტატეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.

3. არასოდეს გამიშვა - კაზუო იშიგურო

ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ისტორია - სადაც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან. რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს "ჰეილშემის შვილებს" სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ. უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც. ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ "საჩუქარს" მათ მომავალ ცხოვრებაზე.

#გააზიარელიტერატურადასიყვარული

R