სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?
"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა გიყ­ვართ და ფო­ტოგ­რა­ფი­აც გი­ტა­ცებთ, მა­შინ ჩა­უ­ჯე­ქით, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო­ნას შე­სა­ხებ უნდა გი­ამ­ბოთ - შე­საძ­ლოა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან იცით კი­დეც ვა­ლე­რია კიკ­ვი­ძის შე­სა­ხებ. ის მოგ­ზა­უ­რია, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბის წუ­თებს, ნა­ნახს, ულა­მა­ზეს კად­რე­ბად აღ­ბეჭ­დავს. მისი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს­თე­ტი­კით და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბაც მი­იქ­ცია.

ვა­ლე­რია Ambebi.ge-ს თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

  • ვა­ლე­რია კიკ­ვი­ძე:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ჩემს საყ­ვა­რელ ბა­თუმ­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბის დრო რომ დად­გა, გა­და­ვე­დი თბი­ლის­ში. ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე ვსწავ­ლობ­დი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც უკარ­გე­სი ლექ­ტო­რე­ბი მყავ­და. საქ­მი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, სა­პორ­ტრე­ტო და სა­ქორ­წი­ნო ფო­ტო­სე­სი­ებს ვი­ღებ. ასე­ვე, ჩოგ­ბურ­თის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ვი­წყებ.

  • მოგ­ზა­უ­რო­ბა

- ჯერ­ჯე­რო­ბით 18 ქვე­ყა­ნა მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მო­მა­ვალ სა­მოგ­ზა­უ­რო გეგ­მებს, რაც შე­ე­ხე­ბა, არა­სო­დეს ვგეგ­მავ, თუმ­ცა კვლავ აზია მი­ზი­დავს სა­მოგ­ზა­უ­როდ. ბავ­შვო­ბი­დან და­მა­ტა­რებ­დნენ მშობ­ლე­ბი ბუ­ნე­ბა­ში, ხან პიკ­ნი­კებ­ზე შეკ­ვე­თილ­ში, ხან აჭა­რა­ში ჩანჩქე­რებ­ზე … პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ზღვარ­გა­რე­თაც მათ­თან ერ­თად იყო - თურ­ქეთ­ში, არ მახ­სოვს რამ­დე­ნი წლის ვი­ყა­ვი. სულ მქონ­და ძლი­ე­რი ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის ხალ­ხის მი­მართ. ჩემი პირ­ვე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ პა­ტა­რა­ო­ბა­ში და­ვი­სა­ხე, ფულს ვაგ­რო­ვებ­დი ყუ­ლა­ბა­ში.

18 წლის ვი­ყა­ვი, რო­გორც კი პირ­ვე­ლი კურ­სი და­ვას­რუ­ლე, მშობ­ლე­ბის უთ­ქმე­ლად და ბევ­რი კი­თხვის გა­რე­შე, გა­ვემ­გზავ­რე ბარ­სე­ლო­ნა­ში თავ­გა­და­სავ­ლის­თვის.

  • მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბა

- მარ­ტო ვმოგ­ზა­უ­რობ, რად­გან სპონ­ტა­ნუ­რად და შეგ­რძნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვწყვეტ, სად რამ­დე­ნი ხანი გა­ვა­ტა­რო. ძი­რი­თა­დად ჩემი და ჩემი სა­ნაც­ნო­ბოს ინ­ტე­რე­სე­ბი არ ემ­თხვე­ვა ხოლ­მე. მარ­ტო მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შე­გიძ­ლია სა­კუ­თა­რი გზე­ბით, სა­კუ­თარ ტემპში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ერ­წყა და გა­ეც­ნო ახალ გა­რე­მოს. სე­ირ­ნო­ბა მიყ­ვარს ძა­ლი­ან, ქუ­ჩებ­ში ვხე­ტი­ა­ლობ ძი­რი­თა­დად და ხალ­ხის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ვი­ღებ. ვინც ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არაა, მო­მა­ბეზ­რებ­ლა­დაც მო­ეჩ­ვე­ნე­ბა ჩემ გვერ­დით, დიდ მან­ძილ­ზე, ბევ­რი გა­ჩე­რე­ბე­ბით, “უაზ­როდ სი­ა­რუ­ლი”, ან თუნ­დაც ისე­თი ად­გი­ლის ნახ­ვის სურ­ვი­ლი, რო­გო­რიც ბაზ­რო­ბაა (სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად მივ­დი­ვარ) რად­გან, იქ მხვდე­ბა ისე­თი ატ­მოს­ფე­რო, სა­დაც სა­ა­თო­ბით შე­მიძ­ლია ვი­ხე­ტი­ა­ლო და გა­და­ვი­ღო ფო­ტო­ე­ბი.

  • ფო­ტოგ­რა­ფია

- სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბი ყო­ველ­თვის ცოტა მაქვს, რად­გან მე ვუ­ღებ ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს. ხოლო, ჩემი ფო­ტო­ე­ბი მრჩე­ბა, თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­მი­ღე­ბენ, ან შე­იძ­ლე­ბა ირ­გვლივ ხალ­ხს ვთხოვ გა­და­მი­ღონ, ეს ხერ­ხი ყო­ველ­თვის მუ­შა­ობს და თუ არა­ვი­ნაა უბ­რა­ლოდ სელ­ფის ვი­ღებ, ძა­ლი­ან თუ მომ­წონს ად­გი­ლი 14mm ლინ­ზა­ზე ვუ­ღებ სა­კუ­თარ თავს.

  • ინ­დო­ე­თი

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ინ­დო­ეთ­მა მო­ახ­დი­ნა და დაჩ­რდი­ლა სხვა ყვე­ლა ად­გი­ლი. სხვა პლა­ნე­ტაა, გე­გო­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­თა და ცხოვ­რე­ბით. ამ­დე­ნად კონ­ტრას­ტუ­ლი, უკი­დუ­რე­სო­ბე­ბის ზე­ი­მის მერე ნაკ­ლე­ბად მგო­ნია რამე მე­უც­ნა­უ­როს. სი­ტყვი­ე­რად რთუ­ლია ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გად­მო­ცე­მა, სა­კუ­თარ­მა თვა­ლებ­მა უნდა ნა­ხოთ.

  • ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რამ სა­ზღვრებს მიღ­მა

- უც­ნა­უ­რი რაც მი­ნა­ხავს... შემ­წვა­რი ძაღ­ლი კა­ტას­თან ერ­თად, გამ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლად. ქუ­ჩა­ში სა­პირ­ფა­რე­შო ამ­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, კა­ფეს გა­რეთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე თევ­ზის გა­თიშ­ვა ხის ჯო­ხით. ყო­ველ­დღი­უ­რად ტრო­ტუ­არ­ზე პლასტმა­სის ჯორ­კო­ებ­ზე ოჯა­ხუ­რი სა­დი­ლე­ბი. კო­ლექ­ტი­უ­რი ვარ­ჯი­შე­ბი (ბად­მინ­ტო­ნი, ცეკ­ვე­ბი), ფა­სე­ბი....

არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გორ დამ­კბი­ნეს ბუ­ზებ­მა მღვი­მე­ში. სიბ­ნე­ლე­ში ვერც მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და, მერე ბზუ­ი­ლის ხმაც იმა­ტებ­და და მა­ი­სუ­რის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­წევ­დნენ სხე­ულს. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ ცო­ცხლად მჭამ­დნენ და რა­ო­დე­ნობ­რი­ვად იმა­ტებ­დნენ, ვერ ვი­შო­რებ­დი.... წი­თე­ლი, შე­შუ­პე­ბუ­ლი, პა­ტა­რა, მრგვა­ლი წერ­ტი­ლე­ბი მქონ­და ნეკ­ნე­ბის არე­ში.

ვფიქ­რობ­დი მომ­წამ­ლა­ვი იყო თუ არა, მაგ­რამ ერთი სა­ა­თის შემ­დგომ ნაკ­ლე­ბად მტკი­ო­და, შემ­დგომ და­ვას­კვე­ნი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო.

ბელ­გი­ა­ში, ჩე­ხეთ­ში, ავ­სტრი­ა­სა და უნ­გრეთ­ში აღარ ჩა­ვი­დო­დი, ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბია, თუმ­ცა ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თი, ტა­ი­ლან­დი, ინ­დო­ე­თი, ეგ­ვიპ­ტე - ეს ის ად­გი­ლე­ბია, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბი.

ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავტორს
0

შემწვარი ძაღლი და კატა ინდოეთში ცოტა უცნაურად ჟღერს. რელიგიურად ინდოეთში უმრავლესობა არიან ჰინდუისტები რომლებიც ვეგეტარიანელები არიან. შემდეგ მოდიან მუსულმანები რომლებიც ბუნებრივია ძაღლს ახლოსაც არ ეკარებიან რადგან ის ითვლება "ჰარამ" (უწმინდურად). შემდეგ არიან ბუდისტები, რომლებიც ასევე არ ჭამენ ძაღლს. რომ გეთქვათ მაგალითად ვიეტნამზე, იქ ნამდვილად მინახია რესტორნები სადაც ძაღლის კერძებია. მაგრამ ინდოეთზე არ მსმენია

ეკატერინე
1

ვალერია, ადამიანი, რომელიც მუდამ ირგებს ყველაფერს ბოლომდე. წარმატებები! 

ავტორი:

"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

თუ მოგზაურობა გიყვართ და ფოტოგრაფიაც გიტაცებთ, მაშინ ჩაუჯექით, რადგან საინტერესო გოგონას შესახებ უნდა გიამბოთ - შესაძლოა, სოციალური ქსელებიდან იცით კიდეც ვალერია კიკვიძის შესახებ. ის მოგზაურია, რომელიც მოგზაურობის წუთებს, ნანახს, ულამაზეს კადრებად აღბეჭდავს. მისი ფოტოები გამოირჩევა ესთეტიკით და ჩვენი ყურადღებაც მიიქცია.

ვალერია Ambebi.ge-ს თავისი თავგადასავლის შესახებ უყვება:

  • ვალერია კიკვიძე:

- დავიბადე და გავიზარდე ჩემს საყვარელ ბათუმში. უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ დადგა, გადავედი თბილისში. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც უკარგესი ლექტორები მყავდა. საქმიანობას რაც შეეხება, საპორტრეტო და საქორწინო ფოტოსესიებს ვიღებ. ასევე, ჩოგბურთის გაკვეთილების შეთავაზებას ვიწყებ.

  • მოგზაურობა

- ჯერჯერობით 18 ქვეყანა მოვინახულე. მომავალ სამოგზაურო გეგმებს, რაც შეეხება, არასოდეს ვგეგმავ, თუმცა კვლავ აზია მიზიდავს სამოგზაუროდ. ბავშვობიდან დამატარებდნენ მშობლები ბუნებაში, ხან პიკნიკებზე შეკვეთილში, ხან აჭარაში ჩანჩქერებზე … პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთაც მათთან ერთად იყო - თურქეთში, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. სულ მქონდა ძლიერი ინტერესი სხვადასხვა კულტურის ხალხის მიმართ. ჩემი პირველი მოგზაურობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობაში დავისახე, ფულს ვაგროვებდი ყულაბაში.

18 წლის ვიყავი, როგორც კი პირველი კურსი დავასრულე, მშობლების უთქმელად და ბევრი კითხვის გარეშე, გავემგზავრე ბარსელონაში თავგადასავლისთვის.

  • მარტო მოგზაურობა

- მარტო ვმოგზაურობ, რადგან სპონტანურად და შეგრძნებების მიხედვით ვწყვეტ, სად რამდენი ხანი გავატარო. ძირითადად ჩემი და ჩემი სანაცნობოს ინტერესები არ ემთხვევა ხოლმე. მარტო მოგზაურობისას შეგიძლია საკუთარი გზებით, საკუთარ ტემპში მაქსიმალურად შეერწყა და გაეცნო ახალ გარემოს. სეირნობა მიყვარს ძალიან, ქუჩებში ვხეტიალობ ძირითადად და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ვიღებ. ვინც ფოტოგრაფიაზე შეყვარებული არაა, მომაბეზრებლადაც მოეჩვენება ჩემ გვერდით, დიდ მანძილზე, ბევრი გაჩერებებით, “უაზროდ სიარული”, ან თუნდაც ისეთი ადგილის ნახვის სურვილი, როგორიც ბაზრობაა (სადაც აუცილებლად მივდივარ) რადგან, იქ მხვდება ისეთი ატმოსფერო, სადაც საათობით შემიძლია ვიხეტიალო და გადავიღო ფოტოები.

  • ფოტოგრაფია

- საკუთარი ფოტოები ყოველთვის ცოტა მაქვს, რადგან მე ვუღებ ყველასა და ყველაფერს. ხოლო, ჩემი ფოტოები მრჩება, თუ მოგზაურობაში გაცნობილი ადამიანები გადამიღებენ, ან შეიძლება ირგვლივ ხალხს ვთხოვ გადამიღონ, ეს ხერხი ყოველთვის მუშაობს და თუ არავინაა უბრალოდ სელფის ვიღებ, ძალიან თუ მომწონს ადგილი 14mm ლინზაზე ვუღებ საკუთარ თავს.

  • ინდოეთი

- განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ინდოეთმა მოახდინა და დაჩრდილა სხვა ყველა ადგილი. სხვა პლანეტაა, გეგონება, საკუთარი რეგულაციებითა და ცხოვრებით. ამდენად კონტრასტული, უკიდურესობების ზეიმის მერე ნაკლებად მგონია რამე მეუცნაუროს. სიტყვიერად რთულია ამ შთაბეჭდილებების გადმოცემა, საკუთარმა თვალებმა უნდა ნახოთ.

  • ყველაზე უცნაური რამ საზღვრებს მიღმა

- უცნაური რაც მინახავს... შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, გამზადებული საჭმელად. ქუჩაში საპირფარეშო ამბების ჩატარება, კაფეს გარეთ საავტომობილო გზაზე თევზის გათიშვა ხის ჯოხით. ყოველდღიურად ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები. კოლექტიური ვარჯიშები (ბადმინტონი, ცეკვები), ფასები....

არ დამავიწყდება, როგორ დამკბინეს ბუზებმა მღვიმეში. სიბნელეში ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, მერე ბზუილის ხმაც იმატებდა და მაისურის მიუხედავად მაინც რაღაცნაირად აღწევდნენ სხეულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცოცხლად მჭამდნენ და რაოდენობრივად იმატებდნენ, ვერ ვიშორებდი.... წითელი, შეშუპებული, პატარა, მრგვალი წერტილები მქონდა ნეკნების არეში.

ვფიქრობდი მომწამლავი იყო თუ არა, მაგრამ ერთი საათის შემდგომ ნაკლებად მტკიოდა, შემდგომ დავასკვენი, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ბელგიაში, ჩეხეთში, ავსტრიასა და უნგრეთში აღარ ჩავიდოდი, ლამაზი ადგილებია, თუმცა ჩემს ინტერესებში არ შედის, მაგრამ ესპანეთი, ტაილანდი, ინდოეთი, ეგვიპტე - ეს ის ადგილებია, სადაც სიამოვნებით დავბრუნდები.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი