მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცქნაფა“, "ეშხა", "კალინინგრადსკი", "შრამიანი“და "შოკი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
"ცქნაფა“, "ეშხა", "კალინინგრადსკი", "შრამიანი“და "შოკი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ქა­რელ­სა და გორ­ში, "ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი 7 პირი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ხოლო 5 პირს: წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ჩ.-ს (მეტ­სა­ხე­ლად "ცქნა­ფა“) და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ 4 "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს“: 1961 წელს და­ბა­დე­ბულ არი­კი მი­ხა­ელს (მეტ­სა­ხე­ლად "იზი­კი“); 1981 წელს და­ბა­დე­ბულ ილია გაგ­ლო­ევს (მეტ­სა­ხე­ლად "ილო კა­ლი­ნინ­გრადსკი“); 1974 წელს და­ბა­დე­ბულ პა­ა­ტა ვა­შა­კი­ძეს (მეტ­სა­ხე­ლად "ეშხა“) და 1982 წელს და­ბა­დე­ბულ მალ­ხაზ დარ­ჩი­ევს (მეტ­სა­ხე­ლად "მახო“) ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჭ.; 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.გ. (მეტ­სა­ხე­ლად "ბახა“) და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ღ. (მეტ­სა­ხე­ლად "შრა­მი­ა­ნი“); 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ბ.; 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ.; 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.დ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ი. (მეტ­სა­ხე­ლად "შოკი“).

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ინ­ტენ­სი­უ­რი რე­ჟი­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, დად­გინ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ "ქურ­დუ­ლი“ სამ­ყა­როს წევ­რებს მი­მარ­თა და ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის სა­ნაც­ვლოდ კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა სთხო­ვა. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებ­მა თა­ვის მხრივ საქ­მე­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ ჩარ­თეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მათ პი­რა­დად მო­იხ­მა­რეს და არ გა­და­უ­ცი­ათ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის“, კერ­ძოდ ილია გაგ­ლო­ე­ვის­თვის მეტ­სა­ხე­ლად "ილო კა­ლი­ნინ­გრადსკი“ და პა­ა­ტა ვა­შა­კი­ძის­თვის, მეტ­სა­ხე­ლად "ეშხა“.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის­თვის“ და ამ ქმე­დე­ბის გან­ხილ­ვის­თვის "ქურ­დუ­ლი“ გარ­ჩე­ვა მო­ე­წყო. საქ­მე­ში ასე­ვე, ჩა­ერ­თო "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ - არი­კი მი­ხა­ე­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "იზი­კი“ და მალ­ხაზ დარ­ჩი­ე­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "მახო“.

ამა­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ი. (მეტ­სა­ხე­ლად "შოკი“), რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­და და მო­და­ვე მხა­რეს მე­ო­რის სა­სარ­გებ­ლოდ, გან­სა­ზღვრულ დრო­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხის გა­დახ­დას აი­ძუ­ლებ­და.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

სანამ მაგათ მთავრობაში მფარველები არ ეყოლებათ ესე იქნება სულ! ბნელეთი......

მარიამი
8

თქვენი შეკერილი საქმეები, თითქოს მაფიოზებია ქართველები და ,, ანადგურებთ ,, მათ,.... უკვე ამაზრზენია!! საკუთარი მოქალაქეების უფლებების ხარჯზე, მათი დევნის ხარჯზე, მდიდრდებით, გაწინაურებენ და შეშინებულ ევროპელებისგან დიდ მადლობებს ღებულობთ ,, მუშაობისთვის,,!!! სად არის სამრთალი??!!! საქართველოში არსად! 

პოტენციური მკვლელები, მოძალადეები და მანიაკები თავოსუფლად ცხოვრობენ! ჯობს მათ მიხედოთ! 

ავტორი:

"ცქნაფა“, "ეშხა", "კალინინგრადსკი", "შრამიანი“და "შოკი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

"ცქნაფა“, "ეშხა", "კალინინგრადსკი", "შრამიანი“და "შოკი" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ხოლო 5 პირს: წარსულში ნასამართლევ 1986 წელს დაბადებულ ვ.ჩ.-ს (მეტსახელად "ცქნაფა“) და საზღვარგარეთ მყოფ 4 "კანონიერი ქურდს“: 1961 წელს დაბადებულ არიკი მიხაელს (მეტსახელად "იზიკი“); 1981 წელს დაბადებულ ილია გაგლოევს (მეტსახელად "ილო კალინინგრადსკი“); 1974 წელს დაბადებულ პაატა ვაშაკიძეს (მეტსახელად "ეშხა“) და 1982 წელს დაბადებულ მალხაზ დარჩიევს (მეტსახელად "მახო“) ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული გ.ჭ.; 1972 წელს დაბადებული ზ.გ. (მეტსახელად "ბახა“) და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.ღ. (მეტსახელად "შრამიანი“); 1981 წელს დაბადებული მ.ბ.; 1995 წელს დაბადებული გ.კ.; 1978 წელს დაბადებული ზ.დ. და 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად "შოკი“).

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტენსიური რეჟიმით ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ "ქურდული“ სამყაროს წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. "ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში "კანონიერი ქურდები“ ჩართეს.

აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისთვის მიღებული თანხა მათ პირადად მოიხმარეს და არ გადაუციათ "კანონიერი ქურდებისთვის“, კერძოდ ილია გაგლოევისთვის მეტსახელად "ილო კალინინგრადსკი“ და პაატა ვაშაკიძისთვის, მეტსახელად "ეშხა“.

"ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის მითვისებული თანხის შესახებ ცნობილი გახდა "კანონიერი ქურდებისთვის“ და ამ ქმედების განხილვისთვის "ქურდული“ გარჩევა მოეწყო. საქმეში ასევე, ჩაერთო "კანონიერი ქურდები“ - არიკი მიხაელი, მეტსახელად "იზიკი“ და მალხაზ დარჩიევი, მეტსახელად "მახო“.

ამავე, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად "შოკი“), რომელიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდის“ სახელით მოქმედებდა და მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აიძულებდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.