მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?
ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

მო­სა­მარ­თლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს უმაღ­ლე­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის - ბოლო ინ­სტან­ცი­ის, სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. (https://www.icc-cpi.int/judges/judge-gocha-lordkipanidze).

„დღემ­დე მო­სა­მარ­თლე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს - იგი თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და პრო­კუ­რო­რი საიდ აბ­დელ კა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის, ხოლო ამ­ჟა­მად თავ­მჯდო­მა­რე­ობს პრო­კუ­რო­რი ბოს­კო ნტა­გან­დას წი­ნა­აღ­მდეგ რე­პა­რა­ცი­ე­ბის ეტაპ­ზე სა­ჩივ­რის გან­ხილ­ვას. რო­გორც სა­ა­პე­ლა­ციო პა­ლა­ტის მო­სა­მარ­თლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სამი სხვა სა­ჩივ­რის, ისე­ვე რო­გორც ავ­ღა­ნე­თის, ფი­ლი­პი­ნე­ბის და ვე­ნე­სუ­ე­ლის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა­ში.

მო­სა­მარ­თლე გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე არის სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი ტექ­სტე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­კონ­სულ­ტა­ციო კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სა­მუ­შაო ჯგუფს სა­სა­მარ­თლოს­თვის სა­კონ­სულ­ტა­ციო რო­ლის გან­სა­ზღვრის თა­ო­ბა­ზე.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას 2021 წლის 19 აპ­რილს შე­უდ­გა. მო­სა­მარ­თლის პო­ზი­ცი­ა­ზე ის 9 წლის ვა­დით არის არ­ჩე­უ­ლი. გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­სა­მარ­თლეა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • რა არის ცნო­ბი­ლი ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ზე?

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე 1964 წლის 3 თე­ბერ­ვალს, ფოთ­ში და­ი­ბა­და.

1995 წელს და­ამ­თავ­რა ესექ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა. 2004 წელს და­ამ­თავ­რა ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის სკო­ლა. 2011 წლი­დან არის ფორ­და­მის სა­მარ­თლის სკო­ლის დოქ­ტო­რან­ტი.

1991-2005 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მრა­ვალ­მხრი­ვი დიპ­ლო­მა­ტი­ის სფე­რო­ში - იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი, სა­გან­გე­ბო და­ვა­ლე­ბა­თა ელჩი და კონ­ფლი­ტე­ბის სა­კი­თხებ­ზე მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

1999-2003 წლებ­ში მუ­შა­ობ­და გა­ე­როს­თან სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მრჩევ­ლად, შემ­დეგ კი უფ­როს მრჩევ­ლად. დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზი­თა და და­გეგ­მა­რე­ბით, აფხა­ზეთ­ში და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კით, გა­ე­როს­თან და სხვა (ეუთო, ევ­რო­პის საბ­ჭო, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, ევ­რო­კავ­ში­რი) სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხე­ბით.

2005 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­კი­თხებ­ში. იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­სა­ხურს, მუ­შა­ობ­და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე, შიდა კონ­ფლიქ­ტე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე, ასე­ვე ევ­რო­კავ­შირ­თან და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსთან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე. 2007 წელს გახ­და ფულბ­რა­ი­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი და საქ­მი­ა­ნო­ბა ნიუ-იორკში, აკა­დე­მი­ურ სფე­რო­ში გა­აგ­რძე­ლა.

2007-2010 წლებ­ში იყო კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი მკვლე­ვა­რი, 2010-2013 წლებ­ში ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადი­უნ­ქტ-პრო­ფე­სო­რი.

2013-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

2020 წლი­დან იყოს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ 9-წლი­ა­ნი ვა­დით 2020 წლის 18 დე­კემ­ბერს აირ­ჩი­ეს. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ჰა­ა­გის მო­სა­მარ­თლის მან­ტია მო­ირ­გო

მან ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში ფიცი 2021 წლის 10 მარტს დადო.

  • სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ

2022 წლის 16 დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ 2008 წლის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა კა­რიმ ასად ახ­მად ხან­მა გა­მო­ა­ცხა­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს ბრა­ლი არც ერთი ქარ­თვე­ლის­თვის არ წა­უ­ყე­ნე­ბია. პრო­კუ­რორ კა­რიმ ხა­ნის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად სამი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­ნი გა­ი­ცა. მათ ბრა­ლი ედე­ბათ ისეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა, წა­მე­ბა, სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, მძევ­ლად აყ­ვა­ნა. (წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად)

ჰა­ა­გა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის წარ­მა­ტე­ბა­ში უდი­დე­სი როლი აქვს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს, გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს.

  • “ანცშ­ვამ გან­გვსა­ჯოს”...

გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს, 2018 წელს თა­ვის ბლოგ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. გთა­ვა­ზობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ამ­ბავს უც­ვლე­ლად:

"ამ ფო­ტო­ზე 1993 წლის 30 იან­ვრის ის ერთი წა­მია ასა­ხუ­ლი, როცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბო­ე­ვიკს ჩემი მო­ად­გი­ლე (2018 წელს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის მო­ად­გი­ლის პოსტზე მუ­შა­ობ­და) გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ჯგუ­ფი­დან გა­მო­ურ­ჩე­ვია და მიჰ­ყავს იქით, სა­ი­და­ნაც აღარ ბრუნ­დე­ბი­ან.

ჩვენს და­ღუ­პულ გმი­რებ­თან ერ­თად დღეს იმა­თაც მსურს მი­ვა­გო პა­ტი­ვი, ვინც გა­დარ­ჩა და ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლა სულ სხვა ბრძო­ლაა. ეს არის ბრძო­ლა შე­რი­გე­ბის­თვის, ბრძო­ლა იმის­თვის, რომ ომი არა­სო­დეს არ გან­მე­ორ­დეს.

შე­რი­გე­ბის და გამ­თლი­ა­ნე­ბის იმედს კი სწო­რედ ეს ფოტო და მისი ის­ტო­რია იძ­ლე­ვა.

გოჩა ამ დროს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეა. ტყვარ­ჩე­ლი ქარ­თველ მე­ომ­რებს ალ­ყა­ში აქვთ. გა­ე­რო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თის შე­ტა­ნას ცდი­ლობს ალ­ყა­ში მოხ­ვედ­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. გო­ჩას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ავა­ლებს, სოჭ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მო­ოს ტვირ­თის შე­ტა­ნის პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. გო­ჩაც იღებს თა­ვის დიპ­ლო­მატს, რო­მელ­შიც სა­წე­რი ქა­ღალ­დე­ბი უწყვია და მი­დის ვა­ზი­ა­ნი­დან სოჭ­ში. დიდი ხნის რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი, გა­ე­როს შვე­დი გე­ნე­რა­ლი, წი­თე­ლი ჯვა­რი და გოჩა ფორ­მატ­ზე თან­ხმდე­ბი­ან. ფორ­მა­ტი ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთთან ერ­თად ყვე­ლა ამ მხა­რის ტყვარ­ჩელ­ში შეფ­რე­ნას გუ­ლის­ხმობს.

მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის, ესაა ის, რა­შიც გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სოჭ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს და თან­ხმდე­ბა. სა­გა­რე­ომ ეს შე­დე­გი არ იცის, იცის მხო­ლოდ ის, რომ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ავ­ლი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე.

ტყვარ­ჩელ­ში დაფ­რე­ნილ სამ ვერ­ტმფრენს აფხა­ზე­ბის გამ­წა­რე­ბუ­ლი ტალ­ღა შე­მო­ერ­ტყა გარს და იქი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი აი­ტა­ცა. გოჩა რომ ქარ­თვე­ლია, ეს იცი­ან. მთავ­რო­ბას რომ წარ­მო­ად­გენს ესეც. რუს­მა გე­ნე­რალ­მა გამ­წა­რე­ბულ აფხა­ზებს გა­და­უ­ლა­პა­რა­კა, რას მერ­ჩით, ია ჟე ნე გრუ­ზინ, რე­ბი­ა­ტაო. მთა­ვა­რი აგ­რე­სია გო­ჩა­ზეა და წი­თე­ლი ჯვრის ქარ­თველ წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე, ვოვა მეს­ხზე, მაგ­რამ თუ მოკ­ლეს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ინც მო­ი­თხოვს მას­ზე პა­სუხს, რაც მა­ინც შე­ღა­ვა­თია.

ტვირ­თი ჩა­მო­ი­ცა­ლა, მაგ­რამ ხალ­ხი მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლია და პა­სუხს ითხოვს ქარ­თუ­ლი მთავ­რო­ბი­სა­გან. მთავ­რო­ბა კი გო­ჩაა. მიგ­ვიშ­ვი­თო, იძა­ხი­ან. უცებ, სა­ი­დან­ღაც გო­ჩას ჯგუ­ფე­ლი სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, აფხა­ზი თე­მურ ერ­ქვა­ნია გა­მოჩ­ნდა, ავ­ტო­მა­ტით ხელ­ში და მის­კენ გა­მო­ე­მარ­თა. ქარ­თუ­ლი სის­ხლი აქვს ხე­ლებ­ზე, გა­ი­ფიქ­რა გო­ჩამ, რომ­ლის­თვი­საც სიკ­ვდი­ლი ამ დროს სი­ბე­რეს­თან უკვე აღა­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერ­ქვა­ნი­ას­გან მარ­ჯვე­ნა ხელი წა­მო­ვი­და ავ­ტო­მა­ტის გა­რე­შე, გა­მარ­ჯო­ბის ნიშ­ნად, რო­მელ­საც გო­ჩამ სა­კუ­თა­რი შე­ა­გე­ბა და უთხრა : “ანცშ­ვამ გან­გვსა­ჯოს”. პა­სუ­ხად ერ­ქვა­ნი­ამ თა­ვი­სი ჯგუ­ფე­ლი დაც­ვის ქვეშ აიყ­ვა­ნა და გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის რომ მო­ე­რი­დე­ბი­ნა, აე­როდ­რო­მის შე­ნო­ბა­ში შე­ა­ცი­ლა. მაგ­რამ ერ­ქვა­ნია წა­ვი­და, საქ­მე აქვს და არ სცა­ლია, ქა­ლა­ქი ალ­ყა­შია.

ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მეს­ხი ბო­ე­ვი­კებ­მა ჩა­ი­ბა­რეს და ცალ­კე მო­ა­თავ­სეს. აფხა­ზი ქალი ახ­სენ­დე­ბა გო­ჩას, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბა, რომ არ ინერ­ვი­უ­ლოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა… ომი აბ­სურ­დია, მტე­რი პი­რო­ბი­თი სი­ტყვაა ომ­შიო, ამ­ბობს გოჩა დღე­საც. ამის შეგ­ნე­ბამ მი­მიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ რაკი გა­დავ­რჩი კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მე­მუ­შა­ვა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვიო, მიხ­სნის. ტყვარ­ჩელ­ში მტრის გან­ცდა არ მქო­ნია, ვხე­დავ­დი რო­გორ კლავ­და ჩემი ერის ერთი ნა­წი­ლი მე­ო­რე­სო…

რამ­დე­ნი­მე ხან­ში ორი ქარ­თვე­ლის გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს. აი ეს არის სწო­რედ ამ ფო­ტო­ზე, გაყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც "რო­ი­ტე­რის" ფო­ტოგ­რაფ­მა სა­მუ­და­მოდ აღ­ბეჭ­და ფირ­ზე. გაყ­ვა­ნის დროს, ვერ­ტფ­რე­ნებ­მა აფ­რე­ნის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყეს. რუ­სიც, შვე­დიც, და სხვე­ბიც ყვე­ლა ვერ­ტმფრენ­ში შე­ვი­და. მხო­ლოდ ორ ქარ­თველს არ აქვს უკან გზა. ისი­ნი გაჰ­ყავთ.

გოჩა ქვა­სა­ვით მშვი­დია ამ ფო­ტო­ზე. ეს ყვე­ლა იმ ქარ­თვე­ლი გმი­რის სიმ­შვი­დეა, რო­მე­ლიც ომში დახ­ვრი­ტეს. არც ერთი აღელ­ვე­ბუ­ლა, არც ერთს და­უ­ჩო­ქია.

ცოტა ხან­ში, აფ­რე­ნი­ლი ვერ­ტმფრე­ნის კარი გა­ი­ღო და იქი­დან შვე­დი გე­ნე­რა­ლი გად­მოხ­ტა. გა­იქ­ცა. ბო­ე­ვი­კი შე­მო­აბ­რუ­ნა და თა­ვი­სი ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი გო­ჩას შე­მო­ახ­ვია, თან მეს­ხიც გა­ი­ყო­ლა.

გა­ე­როს ვერ ეს­რო­ლეს. გე­ნე­რა­ლი პერ კალ­სტრო­მი დღე­საც ცო­ცხა­ლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
archil
6

ჩემი აზრით მოსამართლე და პატიოსანი შეუთავსებელია.

სახელი
4

თქვენ "ის" ეძახეთ და ენდე! დაინიშნა თუ ვერა თავის მოსამართლე ჰააგაში?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.

აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. (https://www.icc-cpi.int/judges/judge-gocha-lordkipanidze).

„დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს - იგი თავმჯდომარეობდა პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას. როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში.

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • რა არის ცნობილი ქართველ მოსამართლეზე?

გოჩა ლორთქიფანიძე 1964 წლის 3 თებერვალს, ფოთში დაიბადა.

1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა. 2004 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

1991-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში - იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. დიპლომატიურ უწყებაში საქმიანობის პერიოდში დაკავებული იყო, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზითა და დაგეგმარებით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ასპექტებით, საერთაშორისო სამართლებრივი და ადამიანის უფლებების პრობლემატიკით, გაეროსთან და სხვა (ეუთო, ევროპის საბჭო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხებით.

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. იგი ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს, მუშაობდა სამართლის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, შიდა კონფლიქტების პრობლემატიკაზე, ასევე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში, აკადემიურ სფეროში გააგრძელა.

2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.

2013-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2020 წლიდან იყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9-წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო

მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ფიცი 2021 წლის 10 მარტს დადო.

  • საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

2022 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. გამოძიების დასრულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არც ერთი ქართველისთვის არ წაუყენებია. პროკურორ კარიმ ხანის განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად სამი ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების ორდენი გაიცა. მათ ბრალი ედებათ ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა, ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა, მძევლად აყვანა. (წაიკითხეთ სრულად)

ჰააგაში ქართული მხარის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს.

  • “ანცშვამ განგვსაჯოს”...

გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, 2018 წელს თავის ბლოგზე საინტერესო ისტორია აქვს გამოქვეყნებული. გთავაზობთ გამოქვეყნებულ ამბავს უცვლელად:

"ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე (2018 წელს ლორთქიფანიძე წულუკიანის მოადგილის პოსტზე მუშაობდა) გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში აქვთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს, სოჭში მოლაპარაკებები აწარმოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას იღებს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია, ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მაგრამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლეობისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც "როიტერის" ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე. გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია".