მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა - ამ კითხვებზე პასუხები რომ გექნებათ, მზად ვარ, მოგისმინოთ" - ირაკლი ზარქუა
"მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა - ამ კითხვებზე პასუხები რომ გექნებათ, მზად ვარ, მოგისმინოთ" - ირაკლი ზარქუა

აქ­ცი­ა­ზე ხდე­ბო­და „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის“ სრო­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა, მხარ­და­ჭე­რა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, აცხა­დებ­დნენ, რომ მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ცი­ე­ლი რომ ცო­ცხლად დაწ­ვა, ეს “მო­სუ­ლა”. კი­თხვა პირ­ვე­ლი: ვინ აფი­ნან­სებ­და ამ მარ­გი­ნა­ლებს? - ამ კი­თხვით უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ირაკ­ლი ზარ­ქუა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის მი­მარ­თავს.

  • გარ­და ამ კი­თხვი­სა, ზარ­ქუ­ამ ჰერ­ჩინ­სკის კი­დევ ორი კი­თხვით მი­მარ­თა: „მარ­გი­ნა­ლი, კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვია [ნიკა] მე­ლია, რო­მელ­საც გი­რაო შე­ე­ფარ­და, ვინ გა­და­უ­ხა­და? მე მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ფონ­დი, ის ჯგუ­ფი და ორ­გა­ნი­ზა­ცია, ვინც ამ მარ­გი­ნა­ლებს აფი­ნან­სებს“.

"მე მინ­და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს სამი კი­თხვა და­ვუს­ვა: რო­დე­საც აქ­ცი­ა­ზე ხდე­ბო­და „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლის“ სრო­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა, მხარ­და­ჭე­რა, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დრო­შა­ზე და ბა­ნერ­ზე ჰქონ­დათ გა­მო­სა­ხუ­ლი, აფ­რი­ა­ლებ­დნენ მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის და აცხა­დებ­დნენ, რომ ის რომ ცო­ცხლად დაწ­ვა შენ, მა­გა­ლი­თად პო­ლი­ცი­ე­ლი, ეს „მო­სუ­ლა“. კი­თხვა პირ­ვე­ლი: ვინ აფი­ნან­სებ­და ამათ, ამ მარ­გი­ნა­ლებს? კი­თხვა N2: მე მა­ინ­ტე­რე­სებს, 2020-ში, რო­დე­საც სა­მარ­თლებ­რი­ვად, ობი­ექ­ტუ­რად ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ი­მარ­ჯვა, მა­შინ მა­გა­ლი­თად „ის­ფე­დი“, რო­მე­ლიც იყო პა­რა­ლე­ლუ­რად დათ­ვლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია, აჯან­ჯღა­რებ­და ამ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს ეუბ­ნე­ბო­და, გა­ა­ყალ­ბეს არ­ჩევ­ნე­ბი, გა­მო­დით, ჩა­მო­ვან­გრი­ოთ ეს სა­ხელ­მწი­ფოო. მა­შინ, რო­დე­საც აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ფორ­მუ­ლა­ში ჰქონ­დათ შეც­დო­მა და წი­ნას­წარ­ვე იცოდ­ნენ 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­მორ­ბედ­მა ელჩმაც იცო­და.

ეს ქმე­დე­ბა ჩემი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მო­წო­დე­ბა და დამ­ხო­ბა ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. ევ­რო­კავ­ში­რის ელჩო, ვინ აფი­ნან­სებ­და ამ ან­ტი­ქარ­თულ, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებს? თუ არ გახ­სოვთ, შე­გახ­სე­ნებთ, ამ ფონ­ზე ჩა­მო­ვი­და აშშ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და თქვა, რომ „შებ­რძან­დით“ - ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­და, რომ შე­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტში, “ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქ­ვსო”. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ის კაცი, იმი­ტომ, რომ მიხ­ვდა, ეს იყო ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ აფი­ნან­სებ­და მათ? მე­სა­მე კი­თხვა: მარ­გი­ნა­ლი, კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვია [ნიკა] მე­ლია, რო­მელ­საც გი­რაო შე­ე­ფარ­და, ვინ გა­და­უ­ხა­და? მე მა­ინ­ტე­რე­სებს ეს ფონ­დი, ის ჯგუ­ფი და ორ­გა­ნი­ზა­ცია, ვინც ამ მარ­გი­ნა­ლებს აფი­ნან­სებს. იმი­ტომ რომ ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია, ევ­რო­კავ­შირ­შია ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ამი­ტომ გვინ­და მანდ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი კა­ნო­ნის წი­ნა­შე იყოს თა­ნას­წო­რი. მე­ლი­ამ და­არ­ღვია, რაც სა­სა­მარ­თლომ მი­უ­სა­ჯა, მო­იხ­სნა და გა­და­აგ­დო. ანუ ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა და ამა­ზე იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. გი­რაო შე­ე­ფარ­და, ვინ გა­და­უ­ხა­და? ანუ ვინ უჭერ­და მხარს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. ეს სამი კი­თხვა მაქვს.

იმა­ზე არა­ფერს გკი­თხავთ, რომ თქვენს სა­ხელ­მწი­ფო­ში, მი­ღე­ბუ­ლი გაქვთ ეს კა­ნო­ნი ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, არც იმა­ზე, რომ საფ­რან­გე­თის ქვე­და პა­ლა­ტამ უკვე ამა­ზე მკაც­რი კა­ნო­ნი მი­ი­ღო და არც იმა­ზე, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ უკვე თა­ვი­სი დი­რექ­ტი­ვა გა­მოს­ცა და ევ­რო­კავ­ში­რი, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ან კვი­რებ­ში მი­ი­ღებს ამა­ზე უფრო მკაცრ გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს. ამ კი­თხვებ­ზე რომ პა­სუ­ხი გექ­ნე­ბათ, მე მზად ვარ რომ მო­გის­მი­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ კი­თხვას, შე­იძ­ლე­ბა თუ არა რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ გახ­დეს დაბ­რკო­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, უპა­სუ­ხა, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ევ­რო­პულ ნორ­მებ­თან და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით არ­სე­ბულ კონ­ტექ­სტში ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის, რომ გა­ა­კე­თოს პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ელჩმა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ გა­მო­ი­ნა­ხე­ბა გზა გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბის, გვერ­დზე გა­წე­ვი­სა და სტიგ­მა­ტი­ზე­ბის გა­რე­შე.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Badiri
3

ოეე ზარქუა შტერო, ბიძინას უთქვამს ის შტერი ზარქუაა თუ ზარკუა არ დამანახოთო და შენ კიდევ ლაპარაკობ? არ გიტყდება ამდენი ხალხი რომ გაგინებს?

პაპა
0

ქართველ ხალხს რატომ არ უსმენთ, ქართველ ხალხს?! 

ავტორი:

"მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა - ამ კითხვებზე პასუხები რომ გექნებათ, მზად ვარ, მოგისმინოთ" - ირაკლი ზარქუა

"მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა - ამ კითხვებზე პასუხები რომ გექნებათ, მზად ვარ, მოგისმინოთ" - ირაკლი ზარქუა

აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, აცხადებდნენ, რომ მაგალითად, პოლიციელი რომ ცოცხლად დაწვა, ეს “მოსულა”. კითხვა პირველი: ვინ აფინანსებდა ამ მარგინალებს? - ამ კითხვით უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.

  • გარდა ამ კითხვისა, ზარქუამ ჰერჩინსკის კიდევ ორი კითხვით მიმართა: „მარგინალი, კანონის დამრღვევია [ნიკა] მელია, რომელსაც გირაო შეეფარდა, ვინ გადაუხადა? მე მაინტერესებს ეს ფონდი, ის ჯგუფი და ორგანიზაცია, ვინც ამ მარგინალებს აფინანსებს“.

"მე მინდა ევროკავშირის ელჩს სამი კითხვა დავუსვა: როდესაც აქციაზე ხდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის წახალისება, მხარდაჭერა, პოპულარიზაცია, დროშაზე და ბანერზე ჰქონდათ გამოსახული, აფრიალებდნენ მომიტინგეებს შორის და აცხადებდნენ, რომ ის რომ ცოცხლად დაწვა შენ, მაგალითად პოლიციელი, ეს „მოსულა“. კითხვა პირველი: ვინ აფინანსებდა ამათ, ამ მარგინალებს? კითხვა N2: მე მაინტერესებს, 2020-ში, როდესაც სამართლებრივად, ობიექტურად ქართველი ხალხის მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაშინ მაგალითად „ისფედი“, რომელიც იყო პარალელურად დათვლების ორგანიზაცია, აჯანჯღარებდა ამ ქვეყანას და ხალხს ეუბნებოდა, გააყალბეს არჩევნები, გამოდით, ჩამოვანგრიოთ ეს სახელმწიფოო. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ თურმე ფორმულაში ჰქონდათ შეცდომა და წინასწარვე იცოდნენ 6 თვის განმავლობაში, მათ შორის ევროკავშირის წინამორბედმა ელჩმაც იცოდა.

ეს ქმედება ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, რევოლუციური მოწოდება და დამხობა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების. ევროკავშირის ელჩო, ვინ აფინანსებდა ამ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს? თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, ამ ფონზე ჩამოვიდა აშშ-ის მაღალჩინოსანი და თქვა, რომ „შებრძანდით“ - ეს მიუღებელია. ოპოზიციას მოუწოდა, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, “ეს კინო ნანახი გვაქვსო”. იძულებული გახდა ის კაცი, იმიტომ, რომ მიხვდა, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მე მაინტერესებს, ვინ აფინანსებდა მათ? მესამე კითხვა: მარგინალი, კანონის დამრღვევია [ნიკა] მელია, რომელსაც გირაო შეეფარდა, ვინ გადაუხადა? მე მაინტერესებს ეს ფონდი, ის ჯგუფი და ორგანიზაცია, ვინც ამ მარგინალებს აფინანსებს. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, კანონი უზენაესია, ევროკავშირშია ეს ღირებულება და ამიტომ გვინდა მანდ, რომ ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე იყოს თანასწორი. მელიამ დაარღვია, რაც სასამართლომ მიუსაჯა, მოიხსნა და გადააგდო. ანუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა და ამაზე იყო დაკავებული. გირაო შეეფარდა, ვინ გადაუხადა? ანუ ვინ უჭერდა მხარს კანონის დარღვევას. ეს სამი კითხვა მაქვს.

იმაზე არაფერს გკითხავთ, რომ თქვენს სახელმწიფოში, მიღებული გაქვთ ეს კანონი ეროვნულ დონეზე, არც იმაზე, რომ საფრანგეთის ქვედა პალატამ უკვე ამაზე მკაცრი კანონი მიიღო და არც იმაზე, რომ ევროკომისიამ უკვე თავისი დირექტივა გამოსცა და ევროკავშირი, ალბათ, უახლოეს დღეებში ან კვირებში მიიღებს ამაზე უფრო მკაცრ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ამ კითხვებზე რომ პასუხი გექნებათ, მე მზად ვარ რომ მოგისმინოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას, შეიძლება თუ არა რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახდეს დაბრკოლება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უპასუხა, რომ ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით არსებულ კონტექსტში ძალიან რთული იქნება ევროკომისიისთვის, რომ გააკეთოს პოზიტიური შეფასება ამ კანონის მიღების შემთხვევაში.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ გამოინახება გზა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზების, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე.