ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე შატის ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. შედეგად "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს სამი შვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპა. ჰანიემ ოჯახი წევრების გარდაცვალება Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.
"მოწამეების სისხლითა და ტკივილით ჩვენ ვქმნით იმედს, ვქმნით მომავალს, ვქმნით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ჩვენი ხალხისა და ჩვენი ერისთვის“, - განაცხადა ჰანიემ და აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს, მისი შვილები ლტოლვილთა ბანაკში ნათესავებს სტუმრობდნენ.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა "ჰამასის" ლიდერს, როდესაც შვილების სიკვდილზე შეატყობინეს. საზოგადოების გაკვირვება კი მისმა სიმშვიდემ გამოიწვია. როგორც კადრებში ხედავთ, ფაქტობრივად, არანაირი რეაქცია არ გამოუხატავს.
ვუყურებ რასაც ისრაელი აკეთებს, ვკითხულობ სოც. მედიაში ებრაელების, მათი ფანების თუ "გამპრავებლების" კომენტარებს და რა შეიძლება ითქვას? ფსკერი... რამდენიმე ხნის წინ, ამის გაფიქრებაც კი რთული იქნებოდა!
ამათ არ აცვიათ ფლოსტები?!- მჭამელი არიისტოკრატია ?!