პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს იუსტიციის მინისტრი "ალტ ინფოს" გაუქმებაზე?
რას ამბობს იუსტიციის მინისტრი "ალტ ინფოს" გაუქმებაზე?

რატი ბრე­გა­ძე "ალტ ინ­ფო­ზე“ - გა­უქ­მდა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ჯა­რო რე­ესტრს მო­ე­თხო­ვა, „კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა შე­ეს­წავ­ლათ გა­უქ­მდა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ჯა­რო რე­ესტრს მო­ე­თხო­ვა, რომ შე­ეს­წავ­ლათ მისი [“კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“] რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, რატი ბრე­გა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცი­ი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იყო შეც­დო­მა, კერ­ძოდ მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყრი­ლო­ბის შეც­ვლი­ლი წეს­დე­ბა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის [“კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“] რე­გის­ტრა­ცია გა­უქ­მდა. ის გა­უქ­მდა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ჯა­რო რე­ესტრს მო­ე­თხო­ვა, რომ შე­ეს­წავ­ლათ მისი რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა. შეს­წავ­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო რე­ესტრმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რე­გის­ტრა­ცია გა­ე­უქ­მე­ბი­ნა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა, რომ არ იყოს შე­სა­ბა­მი­სი შემ­თხვე­ვა და­საშ­ვე­ბი, მა­შინ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. იქ იყო მამ­ხი­ლებ­ლის გან­ცხა­დე­ბა, შემ­დგომ­ში, ასე­ვე მი­მარ­თვა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო­სი და ამ მი­მარ­თვის შემ­დეგ რე­ესტრმა გა­ნი­ხი­ლა, ნახა, რომ ნამ­დვი­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცი­ი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი იყო შეც­დო­მა, კერ­ძოდ, მათ არ ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყრი­ლო­ბის შეც­ვლი­ლი წეს­დე­ბა, ამი­ტომ მი­ღე­ბულ იქნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ აქვს და პარ­ტი­ამ დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვად უნდა აი­ღოს.

„არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვა­ცია ამას ჩვე­ნი მხრი­დან არ აქვს, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ იყო მო­მარ­თვა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო ხარ­ვე­ზი და გა­უქ­მდა რე­გის­ტრა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა, ჩა­მო­შორ­და თუ არა ეს პარ­ტია პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს, ეს მათი გა­და­სა­წყვე­ტია, თუ მათ სურ­ვი­ლი აქვთ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ და კვლავ და­რე­გის­ტრირ­დნენ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ამ შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­ი­ა­რონ რე­გის­ტრა­ცია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით. მათ­თვის, ისე­ვე რო­გორც, სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის არა­ვის შე­უშ­ლია ხელი არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ და რო­გორც იცით, საკ­მა­ოდ ბევ­რი პარ­ტი­აა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია უშ­ვებს შეც­დო­მას, მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზეც თა­ვად უნდა იზ­რუ­ნოს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც თა­ვად უნდა აი­ღოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და რატი ბრე­გა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ჯა­რო რე­ესტრმა პარ­ტია “კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ (იგი­ვე “ალტ-ინფო“) რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მა. სა­ჯა­რო რე­ესტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო, რო­მელ­მაც პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა მო­ი­თხო­ვა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, რე­ესტრმა შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
0

ჩანს რო ეშინიათ კონსერვატიული მოძრაობის, გორბის გამოკითხვაში საერთოდ ნახსენები არ იყო მოძრაობა, და ამ დროს ერთადერთი პარტიაა ხალხი რო აფინანსებს. დანარჩენები ბიუჯეტიდან იკვებებიან. გასაუქმებელი ნაციონალური მოძრაობა იყო რაც ვერ გაბედეს. 

Zaali
2

რატო გააუქმეთ შეგეშინდათ ? 

ავტორი:

რას ამბობს იუსტიციის მინისტრი "ალტ ინფოს" გაუქმებაზე?

რას ამბობს იუსტიციის მინისტრი "ალტ ინფოს" გაუქმებაზე?

რატი ბრეგაძე "ალტ ინფოზე“ - გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის კანონიერება შეესწავლათ გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაციის კანონიერება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება.

„აღნიშნული პოლიტიკური პარტიის [“კონსერვატიული მოძრაობის“] რეგისტრაცია გაუქმდა. ის გაუქმდა ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, რომლითაც საჯარო რეესტრს მოეთხოვა, რომ შეესწავლათ მისი რეგისტრაციის კანონიერება. შესწავლის შემდეგ საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რეგისტრაცია გაეუქმებინა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ არ იყოს შესაბამისი შემთხვევა დასაშვები, მაშინ კანონმდებლობა არც გაითვალისწინებდა. იქ იყო მამხილებლის განცხადება, შემდგომში, ასევე მიმართვა ანტიკორუფციული ბიუროსი და ამ მიმართვის შემდეგ რეესტრმა განიხილა, ნახა, რომ ნამდვილად აღნიშნული პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისას დაშვებული იყო შეცდომა, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი ყრილობის შეცვლილი წესდება, ამიტომ მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიამ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.

„არავითარი პოლიტიკური მოტივაცია ამას ჩვენი მხრიდან არ აქვს, როგორც მოგახსენეთ იყო მომართვა, აღმოჩენილი იყო ხარვეზი და გაუქმდა რეგისტრაცია. რაც შეეხება, ჩამოშორდა თუ არა ეს პარტია პოლიტიკურ პროცესებს, ეს მათი გადასაწყვეტია, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ პოლიტიკაში აქტიურები იყვნენ და კვლავ დარეგისტრირდნენ როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათთვის, ისევე როგორც, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის არავის შეუშლია ხელი არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და როგორც იცით, საკმაოდ ბევრი პარტიაა რეგისტრირებული. თუ პოლიტიკური პარტია უშვებს შეცდომას, მის გამოსწორებაზეც თავად უნდა იზრუნოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტია იქნება”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ (იგივე “ალტ-ინფო“) რეგისტრაცია გაუუქმა. საჯარო რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეესტრმა შესწავლის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევა დაადგინა.