პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად" - იენს სტოლტენბერგი
"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად" - იენს სტოლტენბერგი

"უკ­რა­ი­ნამ თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს ომში რო­მელ კომ­პრო­მი­სებ­ზე წა­სას­ვლე­ლად არის მზად", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის სრუ­ლი ვერ­სი­აც დღეს, 7 აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

  • ინ­ტერ­ვი­უს ანონ­სის თა­ნახ­მად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტოლ­ტენ­ბერ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა უკ­რა­ი­ნამ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი გან­დევ­ნოს და რუ­სე­თის ლი­დერს ვლა­დი­მირ პუ­ტინს აი­ძუ­ლოს ოკუ­პა­ცი­ის თა­ვის მიზ­ნებ­ზე უარი თქვას, მან ასე­ვე ივა­რა­უ­და, რომ კი­ევს, შე­საძ­ლოა, ასე­ვე დათ­მო­ბებ­ზე მო­უ­წი­ოს წას­ვლა.

"ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­მელ კომ­პრო­მი­სებ­ზე წა­სას­ვლე­ლად არის მზად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა მივ­ცეთ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს, რომ მა­ო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­აღ­წი­ოს", - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თქმით, ის არ მო­უ­წო­დებს უკ­რა­ი­ნას დათ­მო­ბებ­ზე ახლა წა­ვი­დეს, ხოლო "ნამ­დვი­ლი მშვი­დო­ბა” მა­შინ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, რო­დე­საც "უკ­რა­ი­ნა გა­ი­მარ­ჯვებს“.

სტოლ­ტენ­ბერ­გმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბობს რუ­სე­თის­გან, ჩი­ნე­თის­გან, ირა­ნის­გან და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­გან შემ­დგა­რი “ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ალი­ან­სი,” რომ­ლის წევ­რე­ბიც ერ­თმა­ნეთს პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ და რო­მე­ლიც "სულ უფრო მჭიდ­რო ხდე­ბა“.

“თავ­დაც­ვი­თი მრეწ­ვე­ლო­ბის­თვის საკ­ვან­ძო დე­ტა­ლე­ბის მი­წო­დე­ბით ჩი­ნე­თი მხარს უჭერს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ეკო­ნო­მი­კას, რის­თვი­საც მოს­კო­ვი პე­კინს თა­ვის მო­მა­ვალს აძ­ლევს გი­რა­ო­თი,” - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოო
0

თქვენ შეპირდით, რომ ნატო მის საზღვრებს არ მიუახლოვდებოდა. შეასრულეთ? ახლა მიიღეთ კიდევ უფრო გაბოროტებული პუტინი

ნანა
0

უკრაინა ჩაუვარდათ, ახლა სომხეთს მიადგნენ, მაგრამ აქ ჩვენც თუ არ ჩაგვითრიეს, არ გამოუვათ. ჰოდა, გვიტევენ გააფთრებულები თავისი მეხუთე კოლონით

ავტორი:

"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად" - იენს სტოლტენბერგი

"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად" - იენს სტოლტენბერგი

"უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც დღეს, 7 აპრილს გამოქვეყნდება.

  • ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი თქვას, მან ასევე ივარაუდა, რომ კიევს, შესაძლოა, ასევე დათმობებზე მოუწიოს წასვლა.

"ბოლოს და ბოლოს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისებზე წასასვლელად არის მზად, შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ მაოლაპარაკების მაგიდასთან სასურველი შედეგი მიაღწიოს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე ახლა წავიდეს, ხოლო "ნამდვილი მშვიდობა” მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც "უკრაინა გაიმარჯვებს“.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთისგან, ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი “ავტორიტარული ალიანსი,” რომლის წევრებიც ერთმანეთს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და რომელიც "სულ უფრო მჭიდრო ხდება“.

“თავდაცვითი მრეწველობისთვის საკვანძო დეტალების მიწოდებით ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რისთვისაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს გირაოთი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.