კვლევის მიხედვით, ევროპაში მგლისა და ძაღლის ჰიბრიდის, "მგელძაღლას" რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. რეინჯერებმა ცხოველი პირველად იტალიის გრან ბოსკო დი ზალბერტრანდის ტყეში, სათვალთვალო კამერების საშუალებით შენიშნეს.
გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ევროპაში მგლების პოპულაცია ნელ-ნელა აღდგა. როგორც "გარდიანი" წერს, კვლევებით დადგინდა, რომ ძალიან გამრავლდნენ ჰიბრიდები, ანუ "მგელძაღლები" - მეცნიერები შიშობენ, რომ თუ მათი გავრცელება გაგრძელდება, შესაძლოა ევროპული მგელი გადაშენების საფრთხის წინაშე დადგეს.
დღეს, ჰიბრიდი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გვხვდება. ზოგიერთ რაიონში მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება. ტოსკანაში და სხვა რეგიონებში ის ენდემური გახდა და მგლების პოპულაციის 70%-ს შეადგენს. მკვლევრების აზრით, ზრდა განპირობებულია მგლების ჰაბიტატების მზარდი განადგურებით და ადამიანთა დასახლებების გაფართოებით, რაც ადამიანებს, მათ შინაურ ცხოველებს და მაწანწალა ძაღლების ჯგუფს უფრო ხშირ კონტაქტში ამყოფებს მგლების ხროვასთან.
ზოგიერთი შიშობს, რომ მგლისა და ძაღლის შეჯვარება გამოიწვევს მგლის განსხვავებული ატრიბუტების სამუდამოდ დაკარგვას. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ექსპერტი ფრანჩესკა მარუკო, Life WolfAlps EU-ის სამეცნიერო კოორდინატორი, მკაცრი ზომების მიღებისა და ჰიბრიდების განადგურების მომხრეა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ჰიბრიდი, რომელიც ცალკე ჯიშად აღიარეს ჩეხეთში გავრცელებული"მგელძაღლაა". ამ სახეობას შეუძლია თავს დაესხას საკუთარ პატრონს და მასთან სიახლოვე დიდი რისკის შემცველია.
ამ მგელძაღლას აქვს სამკუთხა, დაცქვეტილი ყურები, დაკუნთული მკერდი, სწორი, ხშირი ბალანი, კარგად უძლებს სიცივეს. არ უყვარს ბავშვები, ასევე სხვა ძაღლები, ვერ ეგუება ქალაქის პირობებს და ძნელად იწვრთნება.
მსოფლიოში ბოროტი ადამიანების რიცხვი იზრდება გეომეტრიული პროგრესიით.
მგელძაღლა? ანუ? მგელმა ძაღლი თუ ძაღლმა მგელი?