პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე
"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე, Gilbert & Gaillard International Challenge „ცო­ლი­კა­უ­რი 2016“ უმაღ­ლე­სი - ორ­მა­გი ოქ­როს მე­და­ლით და­ჯილ­დოვ­და.

„ცო­ლი­კა­უ­რი 2016“ „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა. ღვი­ნო 2016 წლის სა­უ­კე­თე­სო მო­სავ­ლის­გან დამ­ზად­და.

ცო­ლი­კა­უ­რის ჯი­შის ყუ­რძე­ნი ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში, რთვე­ლის და­წყე­ბი­სას, ლე­ჩხუმ­ში, ხე­ლით და­იკ­რი­ფა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით შერ­ჩე­უ­ლი ყუ­რძე­ნი, ყუ­თე­ბით სა­გუ­რა­მო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნეს. სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო ყუ­რძნის ღვი­ნოდ ქცე­ვის ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ მთა­ვა­რი მეღ­ვი­ნე-ტექ­ნო­ლო­გი და­ვით გო­გი­ჩა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სას­მე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ ფრან­გულ მუ­ხის კას­რებ­ში 9 თვის, ხოლო ბოთ­ლებ­ში - 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვარ­გდა.

„გამჭვირ­ვა­ლე, ჩა­ლის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მომ­წვა­ნო ელ­ფე­რით. ახა­სი­ა­თებს ციტ­რუ­სის, მწვა­ნე ქლი­ა­ვის, მუ­ხი­სა და ვა­ნი­ლის სა­სი­ა­მოვ­ნო ტო­ნე­ბი. ღვი­ნო გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ძლი­ე­რი სხე­უ­ლი­ა­ნო­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არო­მა­ტე­ბით, ხა­ლა­სი გე­მო­ე­ბი­თა და ავ­თენ­ტუ­რი სტი­ლით,“ - ასე შე­ა­ფა­სეს „ცო­ლი­კა­უ­რი 2016“ Gilbert & Gaillard International Challenge-ის ჟი­უ­რის წევ­რებ­მა.

„გუ­რა­მიშ­ვი­ლის მა­რა­ნის“ ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქარ­თლი­სა და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბის­გან ღვი­ნი­სა და ცქრი­ა­ლა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბაა, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლია ევ­რო­პულ ტრა­დი­ცი­ულ მე­თო­დებ­თან (მუ­ხის კას­რებ­ში და კლა­სი­კუ­რი მე­თო­დით). აქ შეხ­ვდე­ბით ქარ­თლის რე­გი­ო­ნის ისეთ ენ­დე­მურ ჯი­შებს, რო­გო­რი­ცაა შავ­კა­პი­ტო, ბუზა, და­ნა­ხა­რუ­ლი, თავკვე­რი და სხვა. „გუ­რა­მიშ­ვი­ლის მარ­ნის“ ღვი­ნო­ებს არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო და მე­და­ლი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის London Wine Competition, Mundus Vini, Decanter და სხვა.

თა­ვად მა­რა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ად­გი­ლია. ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ოჯახს ეკუთ­ვნო­და. KTW ჯგუფ­მა მა­რა­ნი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღად­გი­ნა და თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უბ­რუ­ნა. მათ შო­რის, აღ­დგა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სე­უ­ლი ვე­ნა­ხე­ბი, ქვევ­რე­ბი, ილი­ას და ოლ­ღას ბუხ­რე­ბი. მა­რანს, კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არამზადები
1

და სად იყიდება ქართული ღვინოების 70 პროცენტი?რუსეთში.მედლები არის ბაზარი არა.ასე რომ მორჩით ამ აბდაუბდას.

ნაპოლეონი
2

მედლები იცოცხლე მაგრამ ბოდიში ბაზარი არა. . . 

ავტორი:

"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

"გურამიშვილის მარანი" - ორმაგი ოქროს მედალი საფრანგეთის ღვინის კონკურსზე

საფრანგეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, Gilbert & Gaillard International Challenge „ცოლიკაური 2016“ უმაღლესი - ორმაგი ოქროს მედალით დაჯილდოვდა.

„ცოლიკაური 2016“ „გურამიშვილის მარნის“ ლიმიტირებული კოლექციიდანაა. ღვინო 2016 წლის საუკეთესო მოსავლისგან დამზადდა.

ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში, რთველის დაწყებისას, ლეჩხუმში, ხელით დაიკრიფა. განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეული ყურძენი, ყუთებით საგურამოში ჩამოიტანეს. სწორედ აქედან დაიწყო ყურძნის ღვინოდ ქცევის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც „გურამიშვილის მარნის“ მთავარი მეღვინე-ტექნოლოგი დავით გოგიჩაძე ხელმძღვანელობდა. სასმელი სპეციალურად შერჩეულ ფრანგულ მუხის კასრებში 9 თვის, ხოლო ბოთლებში - 1 წლის განმავლობაში დავარგდა.

„გამჭვირვალე, ჩალისფერი შეფერილობა მომწვანო ელფერით. ახასიათებს ციტრუსის, მწვანე ქლიავის, მუხისა და ვანილის სასიამოვნო ტონები. ღვინო გამოირჩევა თავისი ძლიერი სხეულიანობით, მრავალფეროვანი არომატებით, ხალასი გემოებითა და ავთენტური სტილით,“ - ასე შეაფასეს „ცოლიკაური 2016“ Gilbert & Gaillard International Challenge-ის ჟიურის წევრებმა.

„გურამიშვილის მარანის“ ძირითადი მიმართულება ქართლისა და დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან ღვინისა და ცქრიალა ღვინის წარმოებაა, რომელიც შერეულია ევროპულ ტრადიციულ მეთოდებთან (მუხის კასრებში და კლასიკური მეთოდით). აქ შეხვდებით ქართლის რეგიონის ისეთ ენდემურ ჯიშებს, როგორიცაა შავკაპიტო, ბუზა, დანახარული, თავკვერი და სხვა. „გურამიშვილის მარნის“ ღვინოებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და მედალი აქვთ მიღებული, მათ შორის London Wine Competition, Mundus Vini, Decanter და სხვა.

თავად მარანი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილია. ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ოჯახს ეკუთვნოდა. KTW ჯგუფმა მარანი პირვანდელი სახით აღადგინა და თავისი ისტორიული მნიშვნელობა დაუბრუნა. მათ შორის, აღდგა ჭავჭავაძისეული ვენახები, ქვევრები, ილიას და ოლღას ბუხრები. მარანს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

R

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"