პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტია "გახარია საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია კანონპროექტს - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ
პარტია "გახარია საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია კანონპროექტს - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პარ­ლა­მენ­ტში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კა­ნონპ­რო­ექტს - "ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გავ­ლე­ნე­ბის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ“ აი­ნი­ცი­რე­ბენ.

პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტის, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ძა­ლას და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბით ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიზ­ნე­ბის შეც­ვლას ან ქვეყ­ნის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ღიად/ფა­რუ­ლად ჩა­რე­ვას.

რო­გორც ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ნო­ნი ეხე­ბა არა მხო­ლოდ რუ­სეთს, არა­მედ ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

"ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დი, და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ას­თან ერ­თად, აი­ნი­ცი­რებს - “ოც­ნე­ბის” მიერ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“, ანუ ე.წ. რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ კა­ნო­ნის პრო­ექტს, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექტს "ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გავ­ლე­ნე­ბის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ“.

ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას ყვე­ლა იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ძა­ლას და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბით ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიზ­ნე­ბის შეც­ვლას ან ქვეყ­ნის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ღიად/ფა­რუ­ლად ჩა­რე­ვას. კა­ნო­ნი ეხე­ბა არა მხო­ლოდ რუ­სეთს, არა­მედ ყვე­ლა იმ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც არ აღი­ა­რებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

მას შემ­დეგ, რაც ასო­ბით ათას­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ტყუ­ი­ლებ­ში ჩა­კარ­გულ "ოც­ნე­ბას“ კა­ნო­ნი გა­აწ­ვე­ვი­ნა, მათ თქვეს, რომ ისი­ნი არას­დროს და­უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ ამ სა­კითხს. ამ ნა­ბი­ჯ­მა კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ტყუ­ი­ლებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი “ოც­ნე­ბა”, როცა კი­დევ ერთ პი­რო­ბა­საც არ­ღვევს.

ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მარ­ჯვე­ბა გვა­ერ­თი­ა­ნებს, ივა­ნიშ­ვი­ლი გვყოფს და ცდი­ლობს გა­აღ­რმა­ოს პო­ლა­რი­ზა­ცია.

ჩვენ არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან არ გვაქვს, ერ­თა­დერ­თი ვი­საც გამჭვირ­ვა­ლო­ბა პრობ­ლე­მას უქ­მნის, ეს არის თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. დღეს, როცა ტყუ­ი­ლებ­ში ჩა­კარ­გუ­ლი “ოც­ნე­ბა” მა­ნი­პუ­ლი­რებს, თით­ქოს იმით, რომ ის გამჭვირ­ვა­ლო­ბას და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იცავს. ჩვენ შე­ვახ­სე­ნებთ მათ, რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტან­დარ­ტია, და ეს სტან­დარ­ტი ყვე­ლას უნდა ეხე­ბო­დეს, NGO-საც, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­საც და პირ­ველ რიგ­ში თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!

მა­შინ, რო­დე­საც თით­ქოს გამჭვირ­ვა­ლო­ბის მი­ზე­ზით, “ოც­ნე­ბა” იცავს მის კა­ნონს, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა თუ ტო­ლო­ბის ნი­შანს სვამს ოკუ­პანტ სა­ხელ­მწი­ფო­სა და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს შო­რის, არა­მედ, ოკუ­პანტ ქვე­ყა­ნა­ზე მე­ტად, ერ­ჩის და ემუქ­რე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს.

მერე გა­მოხ­ვალთ და ტყუ­ილს და­არ­ქმევთ იმას, რა­საც ამ კა­ნონს სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ბით ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ თა­ვად და­არ­ქვა რუ­სუ­ლი! ამი­ტომ "არა, არ არის რუ­სუ­ლის“ ძა­ხი­ლის ნაც­ვლად, თუ ვინ­მეს გა­დარ­წმუ­ნე­ბა გინ­დათ, ადე­ქით და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნის მხარ­და­ჭე­რით და­არ­წმუ­ნეთ, აბა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ოკუ­პანტ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­რან­ტორ ქვეყ­ნებს შო­რის - ტო­ლო­ბის ნი­შანს არ სვამთ. ჯა­რი­მე­ბით კი არა, პირ­და­პირ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნით და­სა­ჯეთ რუ­სე­თის გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე!”, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სსს
3

ხოტარია რომ იღებს რუსულ ფულებს ეგ როგორ იქნება?

ხაბე
5

და გახარია რაო დღესაც არ იკვებება ოკუპანტი ქვეყნიდან ,მაშინ პირველ რიგში რაც მიჰამ მიჰყიდა ის ობიექტები ჩამოართვით იმ ოკუპანტ ქვეყანს ,ნაყოფიადან დაიწყეთ ...

ავტორი:

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია კანონპროექტს - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ და დეპუტატი თეონა აქუბარდია კანონპროექტს - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პარლამენტში "ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს - "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ აინიცირებენ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას.

როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ამ გამოსვლის შემდეგ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად, აინიცირებს - “ოცნების” მიერ დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონის პროექტს, კერძოდ, საქართველოს კანონის პროექტს "ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“.

ეს ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ "ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდილობს გააღრმაოს პოლარიზაცია.

ჩვენ არავითარი პრობლემა გამჭვირვალობასთან არ გვაქვს, ერთადერთი ვისაც გამჭვირვალობა პრობლემას უქმნის, ეს არის თავად ხელისუფლება. დღეს, როცა ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება” მანიპულირებს, თითქოს იმით, რომ ის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას იცავს. ჩვენ შევახსენებთ მათ, რომ გამჭვირვალობა უმნიშვნელოვანესი სტანდარტია, და ეს სტანდარტი ყველას უნდა ეხებოდეს, NGO-საც, პოლიტიკურ პარტიასაც და პირველ რიგში თავად ხელისუფლებას!

მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, “ოცნება” იცავს მის კანონს, სინამდვილეში არა თუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ, ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად, ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს.

მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რასაც ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული! ამიტომ "არა, არ არის რუსულის“ ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის - ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე!”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.