სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე
"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს  თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ამ სი­ბე­რე­ში ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, ასე იშ­ვი­ა­თად ვყო­ფილ­ვარ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში. ბა­ტონ ელ­დარ­თან ვარ ფილმზე "აბ­და­უბ­და“ და­კა­ვე­ბუ­ლი, ასე­ვე მი­ღე­ბენ სუ­რათ­ში "ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი“ და კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­თან, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძეს­თან სე­რი­ალ­ზე ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ექი­მებ­ზეა“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი იმე­და კა­ხი­ა­ნი. რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ამ ეტაპ­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და გვე­სა­უბ­რე­ბა რო­ლებ­ზე, რომ­ლის თა­მა­შიც ახლა უწევს. ასე­ვე იხ­სე­ნებს წარ­სულს და მის­თვის სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო რო­ლებს.

  • იმე­და კა­ხი­ა­ნი:

- ელ­დარ შენ­გე­ლა­ია მე­გო­ბა­რი კა­ცია. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა 1960 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ელ­დარ­მა მოს­კო­ვის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში სწავ­ლა და­ას­რუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და. პირ­ვე­ლი ფილ­მი "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი“ თა­მაზ მე­ლი­ა­ვას­თან ერ­თად გა­და­ი­ღო. მა­შინ ასე იყო, პირ­ველ ფილ­მს ორ რე­ჟი­სორს აძ­ლევ­დნენ. ასე იყ­ვნენ - რეზო ჩხე­ი­ძე და თენ­გიზ აბუ­ლა­ძეც, მოს­კო­ვი­დან რომ ჩა­მო­ვიდ­ნენ, მა­თაც ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვეს პირ­ველ ფილმზე - "მაგ­და­ნას ლურ­ჯა“. მერე კი მუ­შა­ო­ბა თი­თო­ე­ულ­მა ცალ­კე და­ი­წყო.

კად­რი ფილ­მი­დან "თეთ­რი ქა­რა­ვა­ნი"

მოკ­ლედ, "თეთრ ქა­რა­ვან­ში“ მოვ­ხვდი, მთა­ვარ როლი მომ­ცეს. გელა ახ­ლო­უ­რი ვი­ყა­ვი. სპარ­ტაკ ბა­ღაშ­ვი­ლი მა­მა­ჩემს თა­მა­შობ­და. მო­ხე­ვე მე­ცხვა­რე­ე­ბი ვი­ყა­ვით. ისე მოხ­და, რომ ამ ფილ­მს სამი წელი ვი­ღებ­დით. ყვე­ლა­ფე­რი ცხვარ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ცხვა­რი სა­დაც მი­დი­ო­და, ჩვენც უკან მივ­დევ­დით. ცხვა­რი ზამ­თარ­ში ყიზ­ლარ­ში, კას­პი­ის ზღვის პი­რას ფე­ხით მი­დი­ო­და. გზას ერთი თვე იქით უნ­დო­და, ერთი თვე - აქეთ. მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან მან­ქა­ნით რომ გა­დაგ­ყავ­და, ილა­ხე­ბო­და. ამი­ტომ, ფე­ხით წა­ვე­დით ყაზ­ბეგ­ში. მახ­სოვს, კარ­გად ჩა­ვიც­ვი, გა­მო­ვე­წყე და ის ტან­საც­მე­ლი ერთი თვის მერე კას­პი­ის ზღვის პი­რას, ერთ-ერთ სო­ფელ­ში გა­ვი­ხა­დე. იმ ცხვარს მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი მივ­ყვე­ბო­დით. სა­დაც და­ღამ­დე­ბო­და, იქ მივ­რე­კავ­დით. აქე­დან და ასე და­ი­წყო ჩემი და ელ­და­რის მე­გობ­რო­ბა.

  • "აბ­და­უბ­და“

მერე იყო პა­ტარ-პა­ტა­რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი და "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვლის“ გა­და­ღე­ბა­ზე და­მი­ძა­ხა. ახლა კი მი­ღებს ფილმში, რომ­ლის სცე­ნა­რი თვი­თონ და­წე­რა. რა­ღაც ლა­მა­ზად გა­და­ღე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია, დიდი სი­უ­ჟე­ტი არ აქვს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბო­დეს. ვთა­მა­შობთ - მე, ლეო ან­თა­ძე და გოგა პი­პი­ნაშ­ვი­ლი. უნდა ნა­ხოთ, რას ვგა­ვართ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა იმით, რომ ამ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ცაში მივფრი­ნავთ. მოკ­ლედ, რე­ჟი­სო­რის ფან­ტა­ზი­ე­ბია. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ კად­რე­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბას კი მი­ი­ღებს. ფილ­მი თით­ქმის დამ­თავ­რე­ბუ­ლია, ახლა მონ­ტაჟ­ზე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა რა­ღაც კად­რე­ბი კი­დევ იქ­ნე­ბა გა­და­სა­ღე­ბი.

"სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვა­ლი"

ელ­დარს ვე­უბ­ნე­ბი, რომ გკი­თხოს კაც­მა, მე­გო­ბა­რი ხარ, წლე­ბია ვძმა­კა­ცობთ და ამ სი­ბე­რე­ში მო­ხუ­ცე­ბულ კაცს ცირ­კის კლო­უნს მა­თა­მა­შებ-მეთ­ქი?! აგერ კაცი, რა­მაზ ბლუ­აშ­ვი­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, კავ­ში­რე­ბი აქვს ამე­რი­კა­ში, რე­ჟი­სო­რია, გა­მეც­ნო, სცე­ნა­რი მაჩ­ვე­ნა და მი­თხრა, ეს უნდა გა­და­ვი­ღოო. გავ­შა­ლე და ვნა­ხე, რომ ფილ­მი ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე და ჰქვია "სან­თე­ლი ავ­დარ­ში“.

ამის მერე ელ­დარ­მა მი­თხრა, მომ­დევ­ნო ფილ­მს რომ გა­და­ვი­ღებ, აკა­დე­მი­კო­სის როლს მოგ­ცე­მო. მა­შინ გა­მო­ის­ყი­დი ყვე­ლა­ფერს-მეთ­ქი - მი­ვუ­გე. ასე ვართ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რომ და­ი­წყებს ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბას, აკა­დე­მი­კო­სი უნდა ვიყო (იცი­ნის). ამით კი, შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია ცოტა გა­მოს­წორ­დეს, მაგ­რამ რო­გორ შე­ვუ­რიგ­დე, არ ვიცი...

კი ვუ­საყ­ვე­დუ­რე, კლო­უ­ნი რო­გორ მა­თა­მა­შე მეთ­ქი, მაგ­რამ ელ­დარ­თან მუ­შა­ო­ბა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ქარ­თუ­ლი კი­ნოს ცო­ცხა­ლი ლე­გენ­დაა. 91 წლის კაცი უნდა ნა­ხოთ ახლა გა­და­ღე­ბი­სას რო­გო­რია.

  • ექ­ვთი­მე - ღვთის კაცი

რა­ღა­ცე­ბი წა­კი­თხუ­ლი, გა­გო­ნი­ლი მქონ­და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილ­ზე. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ფილ­მის გარ­და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი­ცაა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ექ­ვთი­მეს რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი თა­მა­შობს... ამ როლ­ზე ახლა მე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა და მას­ზე უარს რო­გორ ვი­ტყო­დი?! მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. ექ­ვთი­მე სა­ო­ცა­რი რე­გა­ლი­ე­ბის ადა­მი­ა­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ღვთის კაცი, წმინ­და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი...

  • შეხ­ვედ­რა პა­რიზ­ში

სხვა­თა შო­რის, წლე­ბის წინ, (70-ია­ნებ­ში) პა­რიზ­ში გა­და­ღე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე თვე ვი­ყა­ვი, ფრან­გუ­ლი ფილ­მი კეთ­დე­ბო­და. ერთ დღეს ქუ­ჩა­ში ბა­ტო­ნი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი შემ­ხვდა. მან ჯი­ბი­დან ფული ამო­ი­ღო და გა­მო­მი­წო­და. ეს რა არის, ბა­ტო­ნო რეზო-მეთ­ქი? პა­რი­ზი ჩემი ქა­ლა­ქია. აქ ჩე­მი­ანს რომ ვნა­ხუ­ლობ და თან პირ­ვე­ლა­დაა, ასე­თი ჩვე­ვა მაქვს, 500 ფრანკს ვჩუქ­ნი, ჩემს სა­ხელ­ზე რამე იყი­დოს. არ გე­წყი­ნოთ, ბა­ტო­ნო რეზო, აქ ფულს მიხ­დი­ან, ამის პრობ­ლე­მა არ მაქვს და არ მინ­და, ისე ვი­ყი­დი თქვენს სა­ხელ­ზე რა­მეს-მეთ­ქი. არაო და ის 500 ფრან­კი მა­ინც მომ­ცა.

მერე ქა­ლაქ­ში წამ­ყვა და სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი მაჩ­ვე­ნა. შა­ტო­ში, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­თან ვი­ყა­ვით. ლე­ვილ­ში წა­მიყ­ვა­ნა, ექ­ვთი­მეს მე­უღ­ლე ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ია იქ იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. ექ­ვთი­მეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცოლი ჰყავ­და, გა­და­სა­რე­ვი ახალ­გაზ­რდა ქალი. წყვი­ლი საფ­რან­გეთ­ში გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. საჭ­მლის ფული არ ჰქონ­დათ. ექ­ვთი­მემ თხა იყი­და და ის იყო მათი გა­დამ­რჩე­ნე­ლი. მისი რძით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ. არა­და, მთე­ლი მთავ­რო­ბა, ემიგ­რან­ტე­ბი სთხოვ­დნენ, ერთი რა­ღაც მა­ინც გავ­ყი­დო­თო. არაფ­რით თან­ხმდე­ბო­და. მერე ცოლი ავად გახ­და, გარ­კვე­უ­ლი წა­მა­ლი სჭირ­დე­ბო­და. იმ წამ­ლის­თვის ფული არ ჰქონ­დათ და ახალ­გაზ­რდა ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ. ლე­ვი­ლის ქარ­თვე­ლე­ბის სა­საფ­ლაო რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, მახ­სოვს, მოვ­ლი­ლი და გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი იყო, მათ შო­რის, ნინო პოლ­ტა­რაც­კა­ი­ას საფ­ლა­ვი.

- იმ ამ­ბის მერე რა­ღაც მის­ტი­კუ­რი დამ­თხვე­ვაა, მგო­ნი, რომ ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის როლ­ზე თქვენ მი­გიწ­ვი­ეს.

- ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ასეთ ადა­მი­ანს ვთა­მა­შობ და ასეთ პი­როვ­ნე­ბას­თან მი­წევს შე­ხე­ბა. ვგრძნობ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რად უნდა ამას ლა­პა­რა­კი, რომ ეს ყვე­ლას­თვის სა­ოც­ნე­ბო და კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბაა. წმინ­და­ნის თა­მა­ში მი­წევს.

არის სცე­ნე­ბი, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავს, როცა სტა­ლინ­მა ექ­ვთი­მე ჩა­მო­იყ­ვა­ნა, აქე­დან დე­ლე­გა­ცია წა­ვი­და, დე გოლი იყო საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი და მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ექ­ვთი­მე აქ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. აქე­დან ჩა­სულ ემიგ­რან­ტე­ბის­გან შე­აგ­რო­ვა უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი წა­მო­ი­ღო და ჩა­მო­ვი­და. თბი­ლის­ში პირ­და­პი­რი ფრე­ნა არ იყო და თვითმფრი­ნა­ვი ირან­ში დაჯ­და. ექ­ვთი­მე და­ხე­ულ-დაგ­ლე­ჯი­ლი ტან­საც­მლი­თა და ფეხ­საც­მლით ჩა­მო­ვი­და. არა­და, დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ცუ­ლია, რომ ამე­რი­კის, ინ­გლი­სის, საფ­რან­გე­თის მუ­ზე­უ­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სთხოვ­და, ექ­სპო­ნა­ტე­ბი დიდი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ მათ­თვის მი­ე­ყი­და. კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო - ვინ­მემ რომ ნა­ხოს, არ წაგ­ვარ­თვა­ნო. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი აქ ჩა­მო­ი­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღეს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და, ხელ­ფა­სი, პენ­სია და­ე­ნიშ­ნა და ვე­რა­ზე ნა­თე­სავ­თან ცხოვ­რობ­და. მერე დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბის კაც­თან ოჯახ­ში და­პა­ტი­ჟეს. რომ მი­ვი­და, ასე­თი რამ ნახა, იმ კა­ცის ცოლს, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს, გულ­ზე თა­მარ მე­ფის ჯვა­რი ეკი­და, რო­მე­ლიც მან ჩა­მო­ი­ტა­ნა. ეს იმის ნი­შა­ნი იყო, რომ განძს "კა­გე­ბე“ და მთავ­რო­ბა იპა­რავ­და. ფილმში არის ეს სცე­ნე­ბი.

ეს რომ ექ­ვთი­მემ ნახა, ცუ­დად გახ­და და ამ­ბა­ვი გა­ახ­მა­უ­რა კი­დეც, რაც არ მო­ე­წო­ნათ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­უშ­ვეს. ასე­ვე ხმა გა­ავ­რცე­ლეს, რომ წა­ღე­ბუ­ლის ნა­ხე­ვა­რი გან­ძი არ ჩა­მო­ი­ტა­ნა. არის ორი ასე­თი სცე­ნა, და­კი­თხვა­ზე ჰყავს "კა­გე­ბეს“ უფ­როსს, გე­ნე­რალ რუ­ხა­ძეს. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, რა­ღა­ცე­ბი ათ­ქმე­ვი­ნოს და აძა­ლებს, რომ რო­გორც მათ აწყობთ, ისე თქვას. მერე მა­გი­დას­თან სხე­დან და რუ­ხა­ძე მა­გი­დას გა­და­უტ­რი­ა­ლებს, მო­ხუ­ცი ექ­ვთი­მე გა­და­ვარ­დე­ბა. გე­ნე­რა­ლი თა­ნამ­შრომ­ლებს ეუბ­ნე­ბა, ეს აქ რომ მოკ­ვდეს, არ არის სა­ჭი­რო, წა­ათ­რი­ეთ და სად­მე ქუ­ჩა­ში და­აგ­დე­თო. უკვე 89 წლის იყო და ცოტა ხან­ში გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ხალ­ხი ვერ მი­ვი­და.

- ცნო­ბი­ლია, რომ მის ცხე­დარს 48 კაცი მი­ა­ცი­ლებ­და...

- იმი­ტომ, რომ "კა­გე­ბე“ უყუ­რებ­და და აკონ­ტრო­ლებ­და, ვინ მო­ვი­და და წა­ვი­და. ასე­თი მძი­მე ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­რა. სტა­ლი­ნი და საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბა მას გმი­რო­ბას რო­გორ მი­ა­ნი­ჭებ­და, ან წმინ­და­ნად ვინ აღი­ა­რებ­და?! ამი­ტომ საფ­რან­გე­თი­დან რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფეს­ო­რად დას­ვეს და ეს იყო. მერე კი, "კა­გე­ბემ“ გა­ავ­რცე­ლა, გან­ძის ნა­ხე­ვა­რი არ ჩა­მო­ი­ტა­ნაო...

- ფილ­მი დას­რუ­ლე­ბუ­ლია?

- 70% გა­და­ღე­ბუ­ლია. ექ­ვთი­მე აქ რომ ცხოვ­რობ­და, ასე­თი სახ­ლი სა­გუ­რა­მო­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და იქ გვქონ­და გა­და­ღე­ბე­ბი. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სცე­ნა, პა­ტი­ვით რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ემა­დი­ნით“ მიჰ­ყავთ და აკა­დე­მი­კო­სე­ბი - ნიკო კე­ცხო­ვე­ლი, აკა­კი შა­ნი­ძე დახ­ვდნენ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვი­ღეთ.

მა­შინ ის მან­ქა­ნა ბე­რი­ას ჰყავ­და, რო­მე­ლიც ნატო ვაჩ­ნა­ძეს აჩუ­ქა. ნატო ვაჩ­ნა­ძე პირ­ვე­ლი ქალი იყო, რომ მაგ მან­ქა­ნით თბი­ლის­ში და­დი­ო­და. ახლა ვი­ღა­ცას ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი ჰქო­ნია და ის "ემა­დი­ნი“ მის­გან ერთი დღით ვი­ქი­რა­ვეთ. რო­გორც ვიცი, კი­დევ ერთი სცე­ნა გვაქვს გა­და­სა­ღე­ბი და მოგ­ვი­წევს ისევ ქი­რა­ო­ბა. სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, რად­გან კი­ნო­ში გარ­და რე­ჟი­სო­რი­სა, არის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, მსა­ხი­ო­ბი, ოპე­რა­ტო­რი, მხატ­ვა­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მაგ­რამ ფილ­მს მა­ინც რე­ჟი­სო­რი აკე­თებს და ყვე­ლა­ფე­რი მონ­ტაჟ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რე­ჟი­სო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლი კა­ცია და კავ­ში­რე­ბი აქვს ამე­რი­კას­თან. გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა რაც ვნა­ხე, ნორ­მა­ლუ­რია, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გილ­ზეა. ალ­ბათ მა­ი­სის ბო­ლოს მოვ­რჩე­ბით ყვე­ლა­ფერს.

- ზო­გა­დად, რო­გო­რია ამ რო­ლის მი­მართ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი?

- ემო­ცი­უ­რად და ყვე­ლა­ნა­ი­რად, არ შე­იძ­ლე­ბა დიდი თა­ნაგ­რძნო­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მით და მოკ­რძა­ლე­ბით არ იყო. ამ­დე­ნი წე­ლია ვმუ­შა­ობ და ამ­დენ კი­ნო­ში ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ექ­ვთი­მემ­დე ალ­ბათ მა­ინც "სა­მა­ნიშ­ვი­ლის დე­დი­ნაც­ვალ­ში“ ვიგ­რძე­ნი. დიდი ფილ­მი იყო. მა­ნა­მე კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვილს ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც აკა­კი ვა­სა­ძე თა­მა­შობ­და პლა­ტონს. გარ­და ამი­სა, ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ყვე­ლა თე­ატ­რში იყო დად­გმუ­ლი. გა­და­ღე­ბა რომ და­ვი­წყეთ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბით თა­მა­შობ­დნენ. პლა­ტო­ნი გოგი გე­გეჭ­კო­რი გახ­ლდათ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­რის­კო სა­მუ­შა­ოს შე­ვე­ჭი­დეთ, მაგ­რამ ელ­დარ­მა სწო­რად გა­და­წყვი­ტა, კო­მე­დი­ად არ უქ­ცე­ვია ის, რო­გორც ეს თე­ატ­რებ­ში ხდე­ბო­და. მარ­თლაც სა­კო­მე­დიო რა არის? დრა­მაა, აბა, რა არის?! ერთი შე­ხედ­ვით უნდა და­ი­ბა­დოს ბიჭი, რო­მელ­საც ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს. პლა­ტო­ნის­თვის კი უბე­დუ­რე­ბა მო­აქვს. მას სა­სა­ცი­ლოდ არ აქვს საქ­მე, ეში­ნია, არ გაჩ­ნდეს ბიჭი, თო­რემ გა­უ­ყო­ფენ იმ პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლეჯს და შიმ­ში­ლით მოკ­ვდე­ბა. იწყებს სა­დე­დი­ნაც­ვლოს ძებ­ნას ორ­ნაქმრევს და უშ­ვი­ლოს. აქ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია მხო­ლოდ კო­მე­დი­უ­რი და მეტი არა­ფე­რი. მოკ­ლედ, ჩემ­თვის პლა­ტო­ნის თა­მა­ში სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. ექ­ვთი­მე კი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, წმინ­და­ნის და დიდი ერის­კა­ცის თა­მა­ში მი­წევს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეპრესირებული
2

მე მეგონა მარტი ვიყავი კახიანის ექვთიმეს როლძე აყვანის უხერხულობაში და მადლობა ყვლა იმ კომენტტორს ვისთვისაც მიუღბელია მსხიობის შერჩევა მხოლოდ გარეგნობის მიხედვით . სტალინის მეხოტბ კახიანს არ უნდ მიცე ეს როლი!.

ფედაფ
3

ეს კახიანები არიან ყველგან და ყოველთვის.. დავიღალე რა.

არ იყოს ესეც სერგო ზაქარიაძე

ავტორი:

"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ელდარს ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი... ახლა წმინდანის და დიდი ერისკაცის, ექვთიმეს  თამაში მიწევს" - იმედა კახიანი ახალ და ძველ როლებზე: რას ჰყვება მსახიობი შემოქმედებით ცხოვრებაზე

"ამ სიბერეში ისეთი დატვირთული ვარ, ასე იშვიათად ვყოფილვარ ახალგაზრდობაში. ბატონ ელდართან ვარ ფილმზე "აბდაუბდა“ დაკავებული, ასევე მიღებენ სურათში "ექვთიმე თაყაიშვილი“ და კიდევ ერთ ახალგაზრდა რეჟისორთან, გიორგი ჯაფარიძესთან სერიალზე ვმუშაობ, რომელიც ექიმებზეა“ - გვეუბნება მსახიობი იმედა კახიანი. როგორც აღნიშნავს, ამ ეტაპზე შემოქმედებითად ძალიან დატვირთულია და გვესაუბრება როლებზე, რომლის თამაშიც ახლა უწევს. ასევე იხსენებს წარსულს და მისთვის საპასუხისმგებლო როლებს.

  • იმედა კახიანი:

- ელდარ შენგელაია მეგობარი კაცია. ჩვენი მეგობრობა 1960 წელს დაიწყო, როდესაც ელდარმა მოსკოვის კინოაკადემიაში სწავლა დაასრულა და საქართველოში ჩამოვიდა. პირველი ფილმი "თეთრი ქარავანი“ თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო. მაშინ ასე იყო, პირველ ფილმს ორ რეჟისორს აძლევდნენ. ასე იყვნენ - რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძეც, მოსკოვიდან რომ ჩამოვიდნენ, მათაც ერთობლივად იმუშავეს პირველ ფილმზე - "მაგდანას ლურჯა“. მერე კი მუშაობა თითოეულმა ცალკე დაიწყო.

კადრი ფილმიდან "თეთრი ქარავანი"

მოკლედ, "თეთრ ქარავანში“ მოვხვდი, მთავარ როლი მომცეს. გელა ახლოური ვიყავი. სპარტაკ ბაღაშვილი მამაჩემს თამაშობდა. მოხევე მეცხვარეები ვიყავით. ისე მოხდა, რომ ამ ფილმს სამი წელი ვიღებდით. ყველაფერი ცხვართან იყო დაკავშირებული და ცხვარი სადაც მიდიოდა, ჩვენც უკან მივდევდით. ცხვარი ზამთარში ყიზლარში, კასპიის ზღვის პირას ფეხით მიდიოდა. გზას ერთი თვე იქით უნდოდა, ერთი თვე - აქეთ. მათი ტრანსპორტირება არ შეიძლებოდა, რადგან მანქანით რომ გადაგყავდა, ილახებოდა. ამიტომ, ფეხით წავედით ყაზბეგში. მახსოვს, კარგად ჩავიცვი, გამოვეწყე და ის ტანსაცმელი ერთი თვის მერე კასპიის ზღვის პირას, ერთ-ერთ სოფელში გავიხადე. იმ ცხვარს მთელი გადამღები ჯგუფი მივყვებოდით. სადაც დაღამდებოდა, იქ მივრეკავდით. აქედან და ასე დაიწყო ჩემი და ელდარის მეგობრობა.

  • "აბდაუბდა“

მერე იყო პატარ-პატარა სამუშაოები და "სამანიშვილის დედინაცვლის“ გადაღებაზე დამიძახა. ახლა კი მიღებს ფილმში, რომლის სცენარი თვითონ დაწერა. რაღაც ლამაზად გადაღებული ამბავია, დიდი სიუჟეტი არ აქვს, რომ განსაკუთრებულად ვითარდებოდეს. ვთამაშობთ - მე, ლეო ანთაძე და გოგა პიპინაშვილი. უნდა ნახოთ, რას ვგავართ. ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ ამ ფილმის პერსონაჟები ცაში მივფრინავთ. მოკლედ, რეჟისორის ფანტაზიებია. მაყურებელი ამ კადრებით სიამოვნებას კი მიიღებს. ფილმი თითქმის დამთავრებულია, ახლა მონტაჟზე მუშაობენ, თუმცა რაღაც კადრები კიდევ იქნება გადასაღები.

"სამანიშვილის დედინაცვალი"

ელდარს ვეუბნები, რომ გკითხოს კაცმა, მეგობარი ხარ, წლებია ვძმაკაცობთ და ამ სიბერეში მოხუცებულ კაცს ცირკის კლოუნს მათამაშებ-მეთქი?! აგერ კაცი, რამაზ ბლუაშვილი მოვიდა, რომელიც ტელევიზიაში მუშაობდა, კავშირები აქვს ამერიკაში, რეჟისორია, გამეცნო, სცენარი მაჩვენა და მითხრა, ეს უნდა გადავიღოო. გავშალე და ვნახე, რომ ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე და ჰქვია "სანთელი ავდარში“.

ამის მერე ელდარმა მითხრა, მომდევნო ფილმს რომ გადავიღებ, აკადემიკოსის როლს მოგცემო. მაშინ გამოისყიდი ყველაფერს-მეთქი - მივუგე. ასე ვართ შეთანხმებული, რომ დაიწყებს ახალი ფილმის გადაღებას, აკადემიკოსი უნდა ვიყო (იცინის). ამით კი, შეიძლება სიტუაცია ცოტა გამოსწორდეს, მაგრამ როგორ შევურიგდე, არ ვიცი...

კი ვუსაყვედურე, კლოუნი როგორ მათამაშე მეთქი, მაგრამ ელდართან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. ქართული კინოს ცოცხალი ლეგენდაა. 91 წლის კაცი უნდა ნახოთ ახლა გადაღებისას როგორია.

  • ექვთიმე - ღვთის კაცი

რაღაცები წაკითხული, გაგონილი მქონდა ექვთიმე თაყაიშვილზე. რეზო თაბუკაშვილის ფილმის გარდა მხატვრული ფილმიცაა გადაღებული, სადაც ექვთიმეს რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს... ამ როლზე ახლა მე მივიღე მოწვევა და მასზე უარს როგორ ვიტყოდი?! მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლოა. ექვთიმე საოცარი რეგალიების ადამიანია - საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, საქართველოს ეროვნული გმირი, ღვთის კაცი, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი...

  • შეხვედრა პარიზში

სხვათა შორის, წლების წინ, (70-იანებში) პარიზში გადაღებაზე რამდენიმე თვე ვიყავი, ფრანგული ფილმი კეთდებოდა. ერთ დღეს ქუჩაში ბატონი რეზო თაბუკაშვილი შემხვდა. მან ჯიბიდან ფული ამოიღო და გამომიწოდა. ეს რა არის, ბატონო რეზო-მეთქი? პარიზი ჩემი ქალაქია. აქ ჩემიანს რომ ვნახულობ და თან პირველადაა, ასეთი ჩვევა მაქვს, 500 ფრანკს ვჩუქნი, ჩემს სახელზე რამე იყიდოს. არ გეწყინოთ, ბატონო რეზო, აქ ფულს მიხდიან, ამის პრობლემა არ მაქვს და არ მინდა, ისე ვიყიდი თქვენს სახელზე რამეს-მეთქი. არაო და ის 500 ფრანკი მაინც მომცა.

მერე ქალაქში წამყვა და საოცარი რაღაცები მაჩვენა. შატოში, ქართველ ემიგრანტებთან ვიყავით. ლევილში წამიყვანა, ექვთიმეს მეუღლე ნინო პოლტარაცკაია იქ იყო დაკრძალული. ექვთიმეს შესანიშნავი ცოლი ჰყავდა, გადასარევი ახალგაზრდა ქალი. წყვილი საფრანგეთში გაჭირვებაში ცხოვრობდა. საჭმლის ფული არ ჰქონდათ. ექვთიმემ თხა იყიდა და ის იყო მათი გადამრჩენელი. მისი რძით იკვებებოდნენ. არადა, მთელი მთავრობა, ემიგრანტები სთხოვდნენ, ერთი რაღაც მაინც გავყიდოთო. არაფრით თანხმდებოდა. მერე ცოლი ავად გახდა, გარკვეული წამალი სჭირდებოდა. იმ წამლისთვის ფული არ ჰქონდათ და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შვილი არ დარჩენიათ. ლევილის ქართველების სასაფლაო რომ დავათვალიერეთ, მახსოვს, მოვლილი და გაკრიალებული იყო, მათ შორის, ნინო პოლტარაცკაიას საფლავი.

- იმ ამბის მერე რაღაც მისტიკური დამთხვევაა, მგონი, რომ ექვთიმე თაყაიშვილის როლზე თქვენ მიგიწვიეს.

- ბედნიერებაა, რომ ასეთ ადამიანს ვთამაშობ და ასეთ პიროვნებასთან მიწევს შეხება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ ეს ყველასთვის საოცნებო და კარგი შეთავაზებაა. წმინდანის თამაში მიწევს.

არის სცენები, ამას მაყურებელი ნახავს, როცა სტალინმა ექვთიმე ჩამოიყვანა, აქედან დელეგაცია წავიდა, დე გოლი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი და მან ყველაფერი გააკეთა, რომ ექვთიმე აქ დაბრუნებულიყო. აქედან ჩასულ ემიგრანტებისგან შეაგროვა უნიკალური ნივთები. ყველაფერი წამოიღო და ჩამოვიდა. თბილისში პირდაპირი ფრენა არ იყო და თვითმფრინავი ირანში დაჯდა. ექვთიმე დახეულ-დაგლეჯილი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ჩამოვიდა. არადა, დოკუმენტურად დაცულია, რომ ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის მუზეუმების ხელმძღვანელობა სთხოვდა, ექსპონატები დიდი თანხის სანაცვლოდ მათთვის მიეყიდა. კატეგორიული წინააღმდეგი იყო - ვინმემ რომ ნახოს, არ წაგვართვანო. მოკლედ, ყველაფერი აქ ჩამოიტანა. საქართველოში დიდი პატივით მიიღეს. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, ხელფასი, პენსია დაენიშნა და ვერაზე ნათესავთან ცხოვრობდა. მერე დიდი თანამდებობის კაცთან ოჯახში დაპატიჟეს. რომ მივიდა, ასეთი რამ ნახა, იმ კაცის ცოლს, ოჯახის დიასახლისს, გულზე თამარ მეფის ჯვარი ეკიდა, რომელიც მან ჩამოიტანა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ განძს "კაგებე“ და მთავრობა იპარავდა. ფილმში არის ეს სცენები.

ეს რომ ექვთიმემ ნახა, ცუდად გახდა და ამბავი გაახმაურა კიდეც, რაც არ მოეწონათ და უნივერსიტეტიდან გაუშვეს. ასევე ხმა გაავრცელეს, რომ წაღებულის ნახევარი განძი არ ჩამოიტანა. არის ორი ასეთი სცენა, დაკითხვაზე ჰყავს "კაგებეს“ უფროსს, გენერალ რუხაძეს. ის ყველანაირად ცდილობს, რაღაცები ათქმევინოს და აძალებს, რომ როგორც მათ აწყობთ, ისე თქვას. მერე მაგიდასთან სხედან და რუხაძე მაგიდას გადაუტრიალებს, მოხუცი ექვთიმე გადავარდება. გენერალი თანამშრომლებს ეუბნება, ეს აქ რომ მოკვდეს, არ არის საჭირო, წაათრიეთ და სადმე ქუჩაში დააგდეთო. უკვე 89 წლის იყო და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. დასაფლავებაზე ხალხი ვერ მივიდა.

- ცნობილია, რომ მის ცხედარს 48 კაცი მიაცილებდა...

- იმიტომ, რომ "კაგებე“ უყურებდა და აკონტროლებდა, ვინ მოვიდა და წავიდა. ასეთი მძიმე ცხოვრება გაიარა. სტალინი და საბჭოთა მთავრობა მას გმირობას როგორ მიანიჭებდა, ან წმინდანად ვინ აღიარებდა?! ამიტომ საფრანგეთიდან რომ ჩამოიყვანეს, უნივერსიტეტში პროფესორად დასვეს და ეს იყო. მერე კი, "კაგებემ“ გაავრცელა, განძის ნახევარი არ ჩამოიტანაო...

- ფილმი დასრულებულია?

- 70% გადაღებულია. ექვთიმე აქ რომ ცხოვრობდა, ასეთი სახლი საგურამოში აღმოვაჩინეთ და იქ გვქონდა გადაღებები. ერთ-ერთი პირველი სცენა, პატივით რომ ჩამოიყვანეს და უნივერსიტეტში "ემადინით“ მიჰყავთ და აკადემიკოსები - ნიკო კეცხოველი, აკაკი შანიძე დახვდნენ, უნივერსიტეტში გადავიღეთ.

მაშინ ის მანქანა ბერიას ჰყავდა, რომელიც ნატო ვაჩნაძეს აჩუქა. ნატო ვაჩნაძე პირველი ქალი იყო, რომ მაგ მანქანით თბილისში დადიოდა. ახლა ვიღაცას ძველი მანქანების მუზეუმი ჰქონია და ის "ემადინი“ მისგან ერთი დღით ვიქირავეთ. როგორც ვიცი, კიდევ ერთი სცენა გვაქვს გადასაღები და მოგვიწევს ისევ ქირაობა. საერთოდ ძალიან ვნერვიულობ, რადგან კინოში გარდა რეჟისორისა, არის სცენარის ავტორი, მსახიობი, ოპერატორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მაგრამ ფილმს მაინც რეჟისორი აკეთებს და ყველაფერი მონტაჟზეა დამოკიდებული. რეჟისორი მონდომებული კაცია და კავშირები აქვს ამერიკასთან. გადაღებული მასალა რაც ვნახე, ნორმალურია, ყველაფერი თავის ადგილზეა. ალბათ მაისის ბოლოს მოვრჩებით ყველაფერს.

- ზოგადად, როგორია ამ როლის მიმართ თქვენი ემოციები?

- ემოციურად და ყველანაირად, არ შეიძლება დიდი თანაგრძნობით, პატივისცემით და მოკრძალებით არ იყო. ამდენი წელია ვმუშაობ და ამდენ კინოში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობა ექვთიმემდე ალბათ მაინც "სამანიშვილის დედინაცვალში“ ვიგრძენი. დიდი ფილმი იყო. მანამე კოტე მარჯანიშვილს ჰქონდა გადაღებული, სადაც აკაკი ვასაძე თამაშობდა პლატონს. გარდა ამისა, ეს ნაწარმოები ყველა თეატრში იყო დადგმული. გადაღება რომ დავიწყეთ, რუსთაველის თეატრში გასაოცარი წარმატებით თამაშობდნენ. პლატონი გოგი გეგეჭკორი გახლდათ. ამიტომ, ძალიან სარისკო სამუშაოს შევეჭიდეთ, მაგრამ ელდარმა სწორად გადაწყვიტა, კომედიად არ უქცევია ის, როგორც ეს თეატრებში ხდებოდა. მართლაც საკომედიო რა არის? დრამაა, აბა, რა არის?! ერთი შეხედვით უნდა დაიბადოს ბიჭი, რომელსაც ნორმალურ პირობებში სიხარული და ბედნიერება უნდა მოჰყვეს. პლატონისთვის კი უბედურება მოაქვს. მას სასაცილოდ არ აქვს საქმე, ეშინია, არ გაჩნდეს ბიჭი, თორემ გაუყოფენ იმ პატარა მიწის ნაგლეჯს და შიმშილით მოკვდება. იწყებს სადედინაცვლოს ძებნას ორნაქმრევს და უშვილოს. აქ სიტუაციებია მხოლოდ კომედიური და მეტი არაფერი. მოკლედ, ჩემთვის პლატონის თამაში საპასუხისმგებლო იყო. ექვთიმე კი გაცილებით მეტია, წმინდანის და დიდი ერისკაცის თამაში მიწევს.