მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს
საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში კვლავ და­ა­ი­ნი­ცი­რებს.

ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მან არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მათი და­ფი­ნან­სე­ბის 90%-ზე მეტი გა­უმჭვირ­ვა­ლედ რჩე­ბა.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ, პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში ხე­ლახ­ლა წა­რად­გი­ნოს კა­ნონპ­რო­ექ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“.

  • კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცირ­დე­ბა ზუს­ტად იგი­ვე ტექ­სტით, რო­გორც შარ­შან იყო და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი გან­სხვა­ვე­ბით. ყვე­ლას გახ­სოვთ, რომ ჩვენ შარ­შან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის­თა­ნა­ვე, გა­მოვ­თქვით მზად­ყოფ­ნა, რომ მზად ვი­ყა­ვით, ტერ­მი­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი“ სხვა ტერ­მი­ნით ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა. ჩვენს მიერ დღეს და­ი­ნი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტში ნაც­ვლად ტერ­მი­ნი­სა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი“ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტერ­მი­ნი - "უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ყვე­ლა სხვა ჩა­ნა­წე­რი უც­ვლე­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ერ­თა­დერთ მო­თხოვ­ნას - უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი ყო­ველ­წლი­უ­რი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ­ლის დარ­ღვე­ვის­თვი­საც მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე თუნ­დაც ფორ­მა­ლუ­რი პრე­ტენ­ზი­ის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი კრი­ტი­კის მი­ნი­მა­ლურ სა­ფუძ­ველ­საც კი არ იძ­ლე­ვა. კა­ნო­ნი მიმ­დი­ნა­რე სე­სი­ის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა სა­მი­ვე მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შარ­შან ჩვენ მი­ვი­ღეთ ჰუ­მა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ან­გა­რი­ში გა­ვუ­წი­ეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თუნ­დაც იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­ში იყო შეყ­ვა­ნი­ლი. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობ­და სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის საფრ­თხე, რა­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ყე­ნე­ბი­ნა რის­კის ქვეშ. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის შე­სა­ხებ.

ისიც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ინი­ცი­ა­ტი­ვამ მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად უკვე შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი ფუნ­ქცია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გო, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ეპი­ცენ­ტრში იდ­გნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის, არა­მედ უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. იმავდრო­უ­ლად, რო­გორც უკვე აღი­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სუს­ტდა რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის პრაქ­ტი­კა. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა სრუ­ლად აღ­მო­ფხვრი­ლი არ არის და უცხო­უ­რი ძა­ლის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, კვლა­ვაც რჩე­ბი­ან რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მთა­ვარ წყა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვენ არა­ერ­თგზის ვცა­დეთ გამჭვირ­ვა­ლო­ბის პრობ­ლე­მის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრა, თუმ­ცა, უშე­დე­გოდ. პირ­ვან­დე­ლი და­პი­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დო­ნო­რებ­მა, სა­ბო­ლო­ოდ, უარი თქვეს და­ფი­ნან­სე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­ზე და ბო­ლოს, იმ­დე­ნად უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რომ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გზავ­ნი­ლებს ვე­ღარც პა­სუ­ხობ­დნენ. იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც სრულ­ყო­ფი­ლი შე­დე­გი არ დად­გა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ბევ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო სა­კი­თხის შე­სა­ხებ, მიგ­ვაჩ­ნია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს. "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის არ­მი­ღე­ბის ლო­გი­კუ­რი პი­რო­ბა უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ელ­ჩო­ებ­თან და დო­ნო­რებ­თან ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დე­გაც ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი. მე­ტიც, ვხე­დავთ, თუ რო­გორ იმა­ტებს გა­უმჭვირ­ვა­ლე ფუ­ლის შე­მო­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად და ამ თან­ხე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბის, რა­დი­კა­ლუ­რი "ენ­ჯე­ო­ე­ბი­სა“ და რა­დი­კა­ლუ­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი შე­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­კა­ლიზ­მის მხარ­და­ჭე­რა წინა 3 წე­ლი­წად­თან შე­და­რე­ბით შე­სუს­ტე­ბუ­ლია, ჩვენ არ გვაქვს მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სი­ჩუ­მე ხში­რად ქა­რიშ­ხლის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დო­ნო­რე­ბი კვლა­ვაც უარს ამ­ბო­ბენ, ქარ­თველ ხალ­ხს გა­უმ­ჟღავ­ნონ, თუ ვის და რის­თვის აფი­ნან­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­დაც დო­ნო­რე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ჩვე­ნი, ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ის­რა­ელ­სა და ავ­სტრა­ლი­ა­ში, გა­სუ­ლი წლის მან­ძილ­ზე, ანა­ლო­გი­უ­რი კა­ნო­ნე­ბის გან­ხილ­ვა და­ი­წყო და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­კავ­შირ­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, კა­ნა­და­ში, სლო­ვა­კეთ­ში და უკ­რა­ი­ნა­ში, რაც დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დაც­ვის­თვის სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბას და­მა­ტე­ბით ადას­ტუ­რებს. სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნუ­ლი უფ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ხალ­ხის­თვის და მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მან­და­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოს ინ­ფორ­მა­ცი­ის გამჭვირ­ვა­ლო­ბა უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ.

შარ­შან რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ, "ენ­ჯე­ო­ებ­მა“ და მათ­მა ლო­ბის­ტებ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­შა­ლეს საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სია კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან თა­ვად ყვე­ლა­ზე უკეთ იცოდ­ნენ, რომ სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი ჰქონ­დათ და ყვე­ლა მათი ე.წ. არ­გუ­მენ­ტი ცა­რი­ე­ლი სიც­რუე იყო. წელს ყვე­ლას მო­უ­წევს საგ­ნობ­რივ დის­კუ­სი­ა­ში შე­მოს­ვლა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნა­ხებს, თუ რა მას­შტა­ბის სიც­რუე აკად­რეს მათ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ა­ზღვევს სა­ქარ­თვე­ლოს ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­ვის იმგვა­რი მცდე­ლო­ბე­ბის­გან, რომ­ლის გა­მოვ­ლაც ქვე­ყა­ნას 2020 წლი­დან მო­უ­წია. სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის დაც­ვა ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
2

ჰო, ბორია მაგას ვერ აიტანს, თავისი რომ არ გაიტანოს! გაიტანს?

სერგია
4

ყველაფერს აკეთებენ ევროკავშირს რომ დაგვაშორონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება.

"საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

  • კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა "უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.

როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ.

ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური "ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ.

შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, "ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო. წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას.

კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მდინარაძემ.