მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა
ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას დე­ლე­გა­ცი­ას მას­პინ­ძლობს.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ლე­გა­ცია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ი­სა და სხვა უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­დი­ან, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სას­წავ­ლო-სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა „სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა“ დღეს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა, ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირე­ნა ჰად­ჯი­აბ­დიჩ­მა, ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში ეუ­თოს მი­სი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა მრჩე­ველ­მა აჰ­მედ რი­ფატ­ბე­გო­ვიჩ­მა გახ­სნეს.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მან დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს ასე­ვე გა­აც­ნო ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მხრი­დან მა­ღა­ლია ინ­ტე­რე­სი, რა­საც ადას­ტუ­რებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თი სას­წავ­ლო ვი­ზი­ტი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეუ­თოს ეგი­დით, ვმას­პინ­ძლობთ ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას დე­ლე­გა­ცი­ას. გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, ასე­ვე სხვა სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მი­მო­იც­ვა­ლოს ინ­ფორ­მა­ცია იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­არ­ჩევ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩვენს ქვეყ­ნებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი თა­ვის­თა­ვად მი­უ­თი­თებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში დაგ­რო­ვე­ბულ სო­ლი­დურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რაც არის მო­მა­ვალ­ში არ­ჩევ­ნე­ბის მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირე­ნა ჰად­ჯი­აბ­დიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ორი ქვეყ­ნის სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მრა­ვა­ლი წლის წინ და­ი­წყო.

„ჩვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად ვხვდე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის დროს, ვი­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნე­თის ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას. ვსწავ­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბას, რად­გან ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და გა­ნათ­ლე­ბის ღია ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს. ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩვენ­თვის ღი­რე­ბუ­ლია. ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბით იმ მი­ზე­ზით, რომ ჩვენ ვცდი­ლობთ ჩვე­ნი სის­ტე­მის რე­ფორ­მას და ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას პირ­ვე­ლად უწევს ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ის პი­ლო­ტი­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ექ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მა­ნამ, სა­ნამ იგი ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ი­ყე­ნა. ჩვენ თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვი­გოთ, თუ რა იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ჩა­ნაც­ვლე­ბი­სას, რო­გო­რი იყო ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტე­ბი, რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სი­ახ­ლის და­ნერგვი­სას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ ნდო­ბა ამომ­რჩევ­ლებ­ში და ასე შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნა ირე­ნა ჰად­ჯი­აბ­დიჩ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ეუ­თოს მი­სი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა მრჩე­ველ­მა აჰ­მედ რი­ფატ­ბე­გო­ვიჩ­მა ისა­უბ­რა.

„სხვა­დას­ხვა დო­ნო­რის მხარ­და­ჭე­რით, ეუ­თოს მი­სია ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად 2024-2026 წლებ­ში. ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ოფის­ში ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნის დე­ლე­გა­ცი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, რათა მათ შე­ეს­წავ­ლათ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა და გა­მოც­დი­ლე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია გა­ვეც­ნოთ, რო­გორ ხდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის სკა­ნი­რე­ბა და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლი დათ­ვლა. ვე­ლით ამ ყო­ვე­ლი­ვეს პი­ლო­ტი­რე­ბას ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში, რო­მე­ლიც 2024 წელს ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­წავ­ლო ვი­ზი­ტი ორი დღე გაგ­რძელ­დე­ბა.

„ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კა­ნონ­მდებ­ლო სი­ახ­ლე­ე­ბის, არ­ჩევ­ნებ­ში ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, ვი­ზი­ტის მე­ო­რე დღეს კი ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მე­ბის, რე­ფორ­მე­ბის და სწავ­ლე­ბის ცენ­ტრის, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ეც­ნო­ბი­ან.

ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნას დე­ლე­გა­ცი­ის სას­წავ­ლო ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუ­თოს ეგი­დით ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Asds
0

აბა ამათ ქონიათ კარგად საქმე ჩვენ საარჩევნო გამოცდილებას თუ იზიარებენ :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მკითხველის რჩევით
ავტორი:

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას მასპინძლობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება.

მათივე ცნობით, სასწავლო-სამუშაო შეხვედრა „საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - არსებული გამოცდილება“ დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეუთოს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა აჰმედ რიფატბეგოვიჩმა გახსნეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში საერთაშორისო მხრიდან მაღალია ინტერესი, რასაც ადასტურებს ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელებული არაერთი სასწავლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, ეუთოს ეგიდით, ვმასპინძლობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციას. გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ მათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან, ასევე სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მიმოიცვალოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების განვითარებას ჩვენს ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო აღიარებაზე და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვებულ სოლიდურ გამოცდილებაზე, რაც არის მომავალში არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წინაპირობა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების თანამშრომლობა მრავალი წლის წინ დაიწყო.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით კონფერენციების დროს, ვიზიარებთ ერთმანეთის ცოდნასა და გამოცდილებას. ვსწავლობთ საქართველოს გამოცდილებას, რადგან ის ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპაში და განათლების ღია ცენტრს წარმოადგენს. ეს გაკვეთილები ჩვენთვის ღირებულია. ამჯერად საქართველოში ვიმყოფებით იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის რეფორმას და ბოსნია და ჰერცეგოვინას პირველად უწევს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირება. საქართველომ ელექტრონული ტექნოლოგიის პროექტის პილოტირება განახორციელა მანამ, სანამ იგი ფართო მასშტაბით გამოიყენა. ჩვენ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრადიციული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებისას, როგორი იყო ახალი ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები, რა უნდა გავითვალისწინოთ სიახლის დანერგვისას ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვიპოვოთ ნდობა ამომრჩევლებში და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ირენა ჰადჯიაბდიჩმა.

საქართველოს საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ეუთოს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა აჰმედ რიფატბეგოვიჩმა ისაუბრა.

„სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ეუთოს მისია ბოსნია და ჰერცეგოვინაში ახორციელებს პროექტს, რომელიც არჩევნების მთლიანობას ისახავს მიზნად 2024-2026 წლებში. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინის დელეგაციისთვის საქართველოში ვიზიტი განგვეხორციელებინა, რათა მათ შეესწავლათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავეცნოთ, როგორ ხდება საარჩევნო ბიულეტენების სკანირება და ბიულეტენების ელექტრონული დათვლა. ველით ამ ყოველივეს პილოტირებას ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართება“, - განაცხადა მან.

ცესკოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეების, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ, ვიზიტის მეორე დღეს კი ისინი საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების ცენტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას გაეცნობიან.

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში ეუთოს ეგიდით ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.