სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ
როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ

მო­დით, და­სა­წყი­სის­თვის გან­ვმარ­ტავ, რა არის იკი­გაი

იკი­გა­ის ცნე­ბა ორი ია­პო­ნუ­რი სი­ტყვის­გან: "იკი" - "ცხოვ­რე­ბა", "გაი" - "მი­ზე­ზი" ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა ია­პო­ნურ ფი­ლო­სო­ფი­ას გან­სა­ზღვრავს და მათი და­უფ­ლე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს შე­უძ­ლია. მთა­ვა­რი არსი კი ში­ნა­გა­ნი ბა­ლან­სი­სა და ჰარ­მო­ნი­ის მიღ­წე­ვაა. ასე­ვე, იმ პა­ტა­რა წვრილ­მა­ნე­ბით ტკბო­ბა, რომ­ლებ­საც ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­აქვს.

ია­პო­ნე­ლი ნე­ი­რო­მეც­ნი­ე­რი და მწე­რა­ლი კენ მოგი, "იკი­გა­ის პა­ტა­რა წიგნ­ში“ მკა­ფიო გან­მარ­ტე­ბას გვთა­ვა­ზობს: "იკი­გაი არის ის, რის­თვი­საც გსურთ დი­ლით ად­გო­მა. "იკი­გაი დე­ტა­ლებ­შია", - წერს მოგი. - დი­ლის სი­ხა­ლი­სე, ფინ­ჯა­ნი ყავა, მზის სხი­ვი, საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა, შე­ქე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბო. ვინც ამ ყო­ვე­ლი­ვეს აფა­სებს, ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა."

"იკი­გაი არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ­ლის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ შენ ყო­ველ­თვის გაქვს რა­ღაც გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ისე­თი რამ, რაც ცხოვ­რე­ბის ხა­ლისს და­გიბ­რუ­ნებთ და მო­ტი­ვა­ცი­ას მოგ­ცემთ", - აღ­ნიშ­ნავს კი­დევ ერთი ავ­ტო­რი, ფრან­ჩესკ მი­რა­ლე­სი.

იკი­გაი ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ია­პო­ნუ­რი სა­ი­დუმ­ლოა. ყვე­ლას უნდა ბედ­ნი­ე­რად და ხან­გრძლი­ვად ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ ამას? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი წიგნ­ში გე­ლო­დე­ბათ. ვინც იპო­ვის სა­კუ­თარ იკი­გა­ის, მი­ი­ღებს ყვე­ლა­ფერს ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის. იკი­გა­ის ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი ძალა აქვს, ის გა­პოვ­ნი­ნებთ ცხოვ­რე­ბის აზრს, ის თქვე­ნი უშ­რე­ტი მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ენერ­გი­ის წყა­რო გახ­დე­ბა. ამ წიგნ­ში გა­ეც­ნო­ბით სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კას, რო­მე­ლიც თქვე­ნი იკი­გა­ის პოვ­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მოგ­ზა­უ­რო­ბა იკი­გა­ის სამ­ყა­რო­ში იწყე­ბა აქ და ახლა!

რო­გორ ვი­პო­ვოთ სა­კუ­თა­რი იკი­გაი?

აი­ღეთ ფურ­ცე­ლი და ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის მიღ­წე­ვა, რი­თიც ამა­ყობთ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­ხე­ლა მას­შტა­ბი­საა ეს მიღ­წე­ვა, მთა­ვა­რია, თქვენ გა­ბედ­ნი­ე­რებთ. ეს ცხოვ­რე­ბის აზ­რის პოვ­ნის­თვის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია.

რო­მე­ლი უნა­რე­ბი გხდით გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნად? რა არის თქვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და რისი გან­ვი­თა­რე­ბა გსურთ? - აუ­ცი­ლებ­ლად უპა­სუ­ხეთ ამ შე­კი­თხვას.„აკე­თეთ მხო­ლოდ ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გიყ­ვართ. ეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­გიყ­ვანთ წარ­მა­ტე­ბამ­დე“, - თქვა სტივ ჯობსმა. რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს, ხში­რად ცხოვ­რე­ბის აზრს ფულ­სა და სიმ­დიდ­რე­ში კი არა, სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დე­ში და იმ საქ­მის კე­თე­ბა­ში ნა­ხავთ, რაც მარ­თლა გიყ­ვართ.იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი იკი­გაი იპო­ვოთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ თქვე­ნი თავი მო­მა­ვალ­ში და და­ფიქ­რდით, რისი გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

იყა­ვით რე­ა­ლის­ტი. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ნუ შე­ე­და­რე­ბით სხვა ადა­მი­ა­ნებს. იყა­ვით "თქვე­ნი თავი“, რად­გან თქვენ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მიზ­ნე­ბი გაქვთ, სხვას კი - თა­ვი­სი. ენ­დეთ მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და თუ რა­ღაც არ გა­მოგ­დით, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფებს კი არ აკი­დოთ, სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იფიქ­რეთ.

იკი­გა­ის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი:

  1. და­ი­წყეთ პა­ტა­რა მიზ­ნე­ბი­დან
  2. გა­თა­ვი­სუფ­ლდით
  3. იპო­ვეთ ჰარ­მო­ნია და სტა­ბი­ლუ­რო­ბა
  4. ისი­ა­მოვ­ნეთ წვრილ­მა­ნე­ბით
  5. იყა­ვით აქ და ახლა

კენ მოგი თი­თო­ე­ულ პრინ­ციპს ასე გან­მარ­ტავს:

  1. და­ი­წყეთ პა­ტა­რა მიზ­ნი­დან - თუ პირ­და­პირ ცაში აფ­რე­ნას მო­ინ­დო­მებთ და იქამ­დე არ იშ­რო­მებთ, იცო­დეთ, რომ შე­საძ­ლოა იმე­დი გა­გიც­რუვ­დეთ, ამ­ბი­ცი­ებს ვერ მო­ე­რი­ოთ და ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ შე­გეც­ვა­ლოთ წარ­მოდ­გე­ნა. ყო­ველ­დღე ეტა­პობ­რი­ვად შეც­ვა­ლეთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. ნელ-ნელა მი­აღ­წი­ეთ სრულ­ყო­ფუ­ლე­ბას. და­ლი­ეთ ყავა, მი­ირ­თვით სა­სურ­ვე­ლი ტკბი­ლე­უ­ლი, გა­ი­სე­ირ­ნეთ, მო­ამ­ზა­დეთ საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი და სა­კუ­თარ თავ­თან მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ მი­ზანს მი­გაღ­წე­ვი­ნებთ. როცა პა­ტარ-პა­ტა­რა მიზ­ნებს ნელ-ნელა მი­აღ­წევთ, ირ­წმუ­ნებთ, რომ შე­გიძ­ლი­ათ, რა­ღაც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში.
  2. გა­თა­ვი­სუფ­ლდით - იკი­გა­ის ძი­ე­ბის ერთ-ერთი შე­უც­ვლე­ლი პი­რო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ღე­ბა და ში­ნა­გა­ნი ბავ­შვის გაღ­ვი­ძე­ბაა. ის­წავ­ლეთ, იყოთ უფრო სპონ­ტა­ნუ­რი, გა­ბე­დუ­ლი და სხვი­სი აზ­რის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. „ბავ­შვი უდარ­დე­ლია და სო­ცი­ა­ლუ­რი დე­ფი­ნი­ცი­ე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი არ არის. ასე­ვე, არ არის შე­ზღუ­დუ­ლი ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის ან სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის კავ­ში­რე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ამ ბავ­შვურ სიმ­სუ­ბუ­ქეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ“, - წერს კენ მოგი.
  3. ჰარ­მო­ნია და სტა­ბი­ლუ­რო­ბა - ცხოვ­რე­ბა­ში თქვე­ნი ად­გი­ლის გან­სა­ზღვრი­სას, სა­კუ­თა­რი თავი უნდა აღიქ­ვათ, რო­გორც სამ­ყა­როს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და იზ­რუ­ნოთ მას­ზე ისე, რო­გორც თქვენს თავ­ზე.
  4. ისი­ა­მოვ­ნეთ წვრილ­მა­ნე­ბით - ყო­ველ­დღი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა წვრილ­მა­ნე­ბის­გან შედ­გე­ბა: გემ­რი­ე­ლი სა­უზ­მე, მზი­ა­ნი დილა, სა­სი­ა­მოვ­ნო პა­ე­მა­ნი ან ვე­ლო­სი­პე­დით გა­სე­ირ­ნე­ბა. გო­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეთ ის, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებთ, გა­ი­ხა­რეთ და იყა­ვი მად­ლი­ე­რი ამ პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბის­თვის. მერე დიდი წარ­მა­ტე­ბაც მოვა.
  5. იყა­ვით აქ და ახლა - "შექ­მე­ნით მუ­სი­კა მა­ში­ნაც კი, როცა არა­ვინ გის­მენთ. და­ხა­ტეთ ნა­ხა­ტე­ბი მა­ში­ნაც კი, თუ მათ არა­ვინ უყუ­რებს. და­წე­რეთ ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ვინ წა­ი­კი­თხავს. ში­ნა­გა­ნი სი­ხა­რუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლე­ბა საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლოთ და თქვე­ნი საქ­მე აკე­თოთ“, - გვირ­ჩევს კენ მოგი.

აკე­თეთ ის, რაც გიყ­ვარს, არა მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო წყა­როს მო­სა­პო­ვებ­ლად, არა­მედ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის და სამ­ყა­როს უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცევთ!

როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ

როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ

მოდით, დასაწყისისთვის განვმარტავ, რა არის იკიგაი

იკიგაის ცნება ორი იაპონური სიტყვისგან: "იკი" - "ცხოვრება", "გაი" - "მიზეზი" ჩამოყალიბდა, რომელთა ერთობლიობა იაპონურ ფილოსოფიას განსაზღვრავს და მათი დაუფლება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მთავარი არსი კი შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევაა. ასევე, იმ პატარა წვრილმანებით ტკბობა, რომლებსაც ბედნიერება მოაქვს.

იაპონელი ნეირომეცნიერი და მწერალი კენ მოგი, "იკიგაის პატარა წიგნში“ მკაფიო განმარტებას გვთავაზობს: ,,იკიგაი არის ის, რისთვისაც გსურთ დილით ადგომა. "იკიგაი დეტალებშია", - წერს მოგი. - დილის სიხალისე, ფინჯანი ყავა, მზის სხივი, საყვარელი კერძის მომზადება, შექება და მნიშვნელოვანი ადამიანების სითბო. ვინც ამ ყოველივეს აფასებს, ნამდვილად შეუძლია ცხოვრებით ტკბობა."

"იკიგაი არის ბედნიერება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შენ ყოველთვის გაქვს რაღაც გასაკეთებელი, ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რაც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ და მოტივაციას მოგცემთ", - აღნიშნავს კიდევ ერთი ავტორი, ფრანჩესკ მირალესი.

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

როგორ ვიპოვოთ საკუთარი იკიგაი?

აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა ის მიღწევა, რითიც ამაყობთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა მასშტაბისაა ეს მიღწევა, მთავარია, თქვენ გაბედნიერებთ. ეს ცხოვრების აზრის პოვნისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

რომელი უნარები გხდით განსაკუთრებულ ადამიანად? რა არის თქვენი ინტერესები და რისი განვითარება გსურთ? - აუცილებლად უპასუხეთ ამ შეკითხვას.„აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე“, - თქვა სტივ ჯობსმა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ხშირად ცხოვრების აზრს ფულსა და სიმდიდრეში კი არა, სულიერ სიმშვიდეში და იმ საქმის კეთებაში ნახავთ, რაც მართლა გიყვართ.იმისათვის, რომ საკუთარი იკიგაი იპოვოთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მომავალში და დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

იყავით რეალისტი. რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეედარებით სხვა ადამიანებს. იყავით ,,თქვენი თავი“, რადგან თქვენ თქვენი ცხოვრება, მიზნები გაქვთ, სხვას კი - თავისი. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და თუ რაღაც არ გამოგდით, პასუხისმგებლობა გარშემომყოფებს კი არ აკიდოთ, საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქრეთ.

იკიგაის მთავარი პრინციპები:

  1. დაიწყეთ პატარა მიზნებიდან
  2. გათავისუფლდით
  3. იპოვეთ ჰარმონია და სტაბილურობა
  4. ისიამოვნეთ წვრილმანებით
  5. იყავით აქ და ახლა

კენ მოგი თითოეულ პრინციპს ასე განმარტავს:

  1. დაიწყეთ პატარა მიზნიდან - თუ პირდაპირ ცაში აფრენას მოინდომებთ და იქამდე არ იშრომებთ, იცოდეთ, რომ შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ, ამბიციებს ვერ მოერიოთ და ცხოვრებაზე საერთოდ შეგეცვალოთ წარმოდგენა. ყოველდღე ეტაპობრივად შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. ნელ-ნელა მიაღწიეთ სრულყოფულებას. დალიეთ ყავა, მიირთვით სასურველი ტკბილეული, გაისეირნეთ, მოამზადეთ საყვარელი კერძი და საკუთარ თავთან მსგავსი დამოკიდებულება ძალიან დიდ მიზანს მიგაღწევინებთ. როცა პატარ-პატარა მიზნებს ნელ-ნელა მიაღწევთ, ირწმუნებთ, რომ შეგიძლიათ, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
  2. გათავისუფლდით - იკიგაის ძიების ერთ-ერთი შეუცვლელი პირობა საკუთარი თავის მიღება და შინაგანი ბავშვის გაღვიძებაა. ისწავლეთ, იყოთ უფრო სპონტანური, გაბედული და სხვისი აზრისგან დამოუკიდებელი. „ბავშვი უდარდელია და სოციალური დეფინიციებით დამძიმებული არ არის. ასევე, არ არის შეზღუდული ამა თუ იმ პროფესიის ან სოციალური სტატუსის კავშირებით. კარგი იქნება, რომ ამ ბავშვურ სიმსუბუქეს მთელი ცხოვრება შევინარჩუნებთ“, - წერს კენ მოგი.
  3. ჰარმონია და სტაბილურობა - ცხოვრებაში თქვენი ადგილის განსაზღვრისას, საკუთარი თავი უნდა აღიქვათ, როგორც სამყაროს განუყოფელი ნაწილი და იზრუნოთ მასზე ისე, როგორც თქვენს თავზე.
  4. ისიამოვნეთ წვრილმანებით - ყოველდღიური ბედნიერება წვრილმანებისგან შედგება: გემრიელი საუზმე, მზიანი დილა, სასიამოვნო პაემანი ან ველოსიპედით გასეირნება. გონებაში აღნიშნეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გაიხარეთ და იყავი მადლიერი ამ პატარა დეტალებისთვის. მერე დიდი წარმატებაც მოვა.
  5. იყავით აქ და ახლა - ,,შექმენით მუსიკა მაშინაც კი, როცა არავინ გისმენთ. დახატეთ ნახატები მაშინაც კი, თუ მათ არავინ უყურებს. დაწერეთ ისტორიები, რომლებსაც არავინ წაიკითხავს. შინაგანი სიხარული და კმაყოფილება საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელოთ და თქვენი საქმე აკეთოთ“, - გვირჩევს კენ მოგი.

აკეთეთ ის, რაც გიყვარს, არა მხოლოდ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის და სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევთ!