პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"
მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"

ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც გუნდთან ერ­თად ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­და, აცხა­დებს, რომ მათ მედ­დე­ბის მო­მავ­ლის შეც­ვლა შე­უძ­ლი­ათ. მისი თქმით, ჰუ­მა­ნო­ი­დი, სა­ხე­ლად Draco 3, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხუ­ცე­ბის მოვ­ლა­ში "იყო­ჩა­ღებს".

ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტი Draco 3-ის დე­მონ­სტრა­ცია ტე­ხა­სის შტატ­ში გა­ი­მარ­თა. სე­სი­ას ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლუის სენ­ტი­სი თა­ვის სამ კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­უ­ძღვა. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ რო­ბო­ტე­ბი მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ხმა­რე­ე­ბად იქ­ცე­ვი­ან:

"ვფიქ­რობ, რო­ბო­ტე­ბის მიერ მედ­დე­ბის საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გაგ­ვი­წევს".

Draco 3

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ რო­ბო­ტე­ბის უნა­რი, ადა­მი­ა­ნებს სახ­ლში მო­უ­ა­რონ, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია:

"ამას პი­რა­დი პერ­სპექ­ტი­ვი­დან ვამ­ბობ. სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ნა­თე­სა­ვე­ბი გვყავ­და და ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა, მა­ში­ნაც კი, თუ ექთ­ნე­ბი 24 სა­ა­თი მათ­თან იყ­ვნენ. ხში­რად ექთ­ნე­ბი მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ბო­ლომ­დე არ გვიმ­ხელ­დნენ, რად­გან იმა­ზე ღე­ლავ­დნენ, რომ ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად წე­ლი­წად­ში 10-ჯერ გვი­წევ­და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა გა­დაფ­რე­ნა".

  • სენ­ტის­მა ახ­სნა, რომ თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ზე ზრუნ­ვა რო­ბო­ტებს ჩა­ბარ­დე­ბით, ისი­ნი და­უ­ფა­რა­ვად მო­ახ­სე­ნე­ბენ ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს მათ მდგო­მა­რე­ო­ბას.
ჰუ­მა­ნო­ი­დი რო­ბო­ტი "დეზ­დე­მო­ნა"

პრო­ფე­სორ­მა იმა­ზეც ისა­უბ­რა, რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბი­ან ჰუ­მა­ნო­ი­დე­ბი ავად­მყო­ფებს სახ­ლის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა­შიც.

სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, მათ საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ტან­საც­მლის გა­მოც­ვლაც შე­ეძ­ლე­ბათ. მას სჯე­რა, რომ ჰუ­მა­ნო­იდ რო­ბო­ტებს ხან­დაზ­მულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა ამ უნა­რის შეს­წავ­ლა შე­უძ­ლი­ათ.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თინა
2

ყველგან რობოტებით რომ ანაცვლებენ თანამშრომლებს რა უბედურებაა

ემიგრანტი
0

ესეთები,თუ შეიტანეს საბერძნეთში,იტალიაში და აშშ-ში,,მერე ნახეთ ჩვენი მიგრანტების უკან დაბრუნება და ოცნების (რეიტინგი))))))))

ავტორი:

მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"

მედდა რობოტები ხანდაზმულთა დასახმარებლად - ეს უკვე რეალობაა: "მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ"

ექსპერტი, რომელიც გუნდთან ერთად ჰუმანოიდი რობოტის შექმნაზე მუშაობდა, აცხადებს, რომ მათ მედდების მომავლის შეცვლა შეუძლიათ. მისი თქმით, ჰუმანოიდი, სახელად Draco 3, განსაკუთრებით მოხუცების მოვლაში "იყოჩაღებს".

ჰუმანოიდი რობოტი Draco 3-ის დემონსტრაცია ტეხასის შტატში გაიმართა. სესიას ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ლუის სენტისი თავის სამ კოლეგასთან ერთად გაუძღვა. მან იმედი გამოთქვა, რომ რობოტები მომავალში საზოგადოების დამხმარეებად იქცევიან:

"ვფიქრობ, რობოტების მიერ მედდების საქმის შესრულება საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს".

Draco 3

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რობოტების უნარი, ადამიანებს სახლში მოუარონ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია:

"ამას პირადი პერსპექტივიდან ვამბობ. საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავები გვყავდა და ძალიან გვიჭირდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, მაშინაც კი, თუ ექთნები 24 საათი მათთან იყვნენ. ხშირად ექთნები მათ მდგომარეობას ბოლომდე არ გვიმხელდნენ, რადგან იმაზე ღელავდნენ, რომ ნათესავების მოსანახულებლად წელიწადში 10-ჯერ გვიწევდა ოკეანის გადაღმა გადაფრენა".

  • სენტისმა ახსნა, რომ თუ დაავადებულებზე ზრუნვა რობოტებს ჩაბარდებით, ისინი დაუფარავად მოახსენებენ ოჯახის დანარჩენ წევრებს მათ მდგომარეობას.
ჰუმანოიდი რობოტი "დეზდემონა"

პროფესორმა იმაზეც ისაუბრა, როგორ დაეხმარებიან ჰუმანოიდები ავადმყოფებს სახლის სამუშაოს შესრულებაშიც.

სამედიცინო დახმარებასთან ერთად, მათ საკვების მომზადება და ადამიანებისთვის ტანსაცმლის გამოცვლაც შეეძლებათ. მას სჯერა, რომ ჰუმანოიდ რობოტებს ხანდაზმულთა დასახმარებლად ყველა ამ უნარის შესწავლა შეუძლიათ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა