პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ირინას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი..." - რა ხდება ცნობილი მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?
"რომანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ირინას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი..." - რა ხდება ცნობილი მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?

22 მარტს, მოს­კოვ­ში, "კრო­კუს სიტი ჰოლ­ში" მომ­ხდარ ტე­რაქტს, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 137 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი აქამ­დე აგ­რძე­ლე­ბენ და­კარ­გუ­ლი ნა­თე­სა­ვის ძებ­ნას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ დღეს, კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად რო­მან სო­კო­ლო­ვი ცოლ­თან - ირი­ნას­თან ერ­თად მი­ვი­და. მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს, საყ­ვა­რე­ლი ჯგუფ "პიკ­ნი­კის" კონ­ცერ­ტზე წას­ვლით აღ­ნიშ­ნავ­და.

ტე­რო­რის­ტე­ბის ტყვი­ას ორი­ვე ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ქარ­თვე­ლია.

"ვფიქ­რობთ, რომ ისი­ნი მოვ­ლე­ნის შუ­ა­გულ­ში აღ­მოჩ­ნდნენ, - გუ­შინ და­ღუ­პულ­თა სი­ა­ში ნა­ხეს ირი­ნას მე­უღ­ლე რო­მა­ნი. დღეს კი ირი­ნაც იპო­ვეს და ამო­იც­ნეს“, - ამ­ბობს რუ­სულ მე­დი­ას­თან ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ირი­ნა და-ძმებ­მა წლე­ბის წინ იპო­ვეს. "ესეც ჩვე­ნი და­ი­კო ირი­ნა. უკვე ოთხნი ვართ“, - წერს 2013 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუს­ში ირი­ნას თბი­ლი­სე­ლი და ნინო მა­მი­საშ­ვი­ლი.

ირი­ნა ძმას­თან, და­ვით მა­მი­საშ­ვილ­თან ერ­თად

მისი თქმით, ირი­ნას ზურ­გში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი ტყვია.

"ალ­ბათ, გაქ­ცე­ვის დროს მოხ­ვდა, ხან­ძარ­ში არ არი­ან მო­ყო­ლი­ლი. ჩემს დას კი­სერ­შიც აქვს ჭრი­ლო­ბა, ფილ­ტვე­ბი აქვს გახ­ვრე­ტი­ლი და მკლავ­ში აქვს გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა კი­დევ. სი­ძეს კი ერთი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გულ­ში. ირი­ნას ამოც­ნო­ბა გა­ჭირ­და, ფი­ზი­კუ­რად იმ­დე­ნად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ფილ­ტვი რომ სკდე­ბა, ადა­მი­ა­ნი სა­ხე­ზე შავ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, დის ამოც­ნო­ბა რთუ­ლი იყო. დნმ-ის ტეს­ტით ამო­იც­ნეს", - ამ­ბობს ნინო მა­მი­საშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

მისი თქმით, რუ­სეთ­ში დის დაკ­რძალ­ვა­ზე ჩას­ვლა უნ­დო­და, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტე­რაქ­ტე­ბის და საფრ­თხე­ე­ბის გამო თავი შე­ი­კა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლებს ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩათ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მშვიდობა
6

დღეში უკვდება რუსეთს უკრაინის ფრონტზე 300 ჯარისკაცი. ომი ყველგან ომია. სამწუხაროა, უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. 

>
8

ძალიან სამწუხაროა, ზოგადად სამწუხაროა მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა, შმეაძრწუნებელია. ზოგადად ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ რუსეთი ხდება საშიში ქვეყანა, ის არათუ ტერატების არამედ მეტიც შესაძლოა ბირთული დარტყმის ობიექტიც გახდეს პუტინის სისულელეების გამო, ამიტომ იქ მყოფმა ქართველებმა როგორრაც უნდა მოახერხონ და გამოერიდონ იქაურობას, მითუმეტეს დიდ ქალაქებს. არაა ეს ადვილი ყველას თავისი ცხოვრება აქვთ და კავშირები იქ მაგრამ თანდატან ეს უნდა გააცნობიერონ. 

ავტორი:

"რომანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ირინას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი..." - რა ხდება ცნობილი მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?

"რომანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ირინას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი..." - რა ხდება ცნობილი მოსკოვის ტერაქტისას მოკლულ ქართველ ქალსა და მის მეუღლეზე?

22 მარტს, მოსკოვში, "კროკუს სიტი ჰოლში" მომხდარ ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტის შედეგად დაღუპულების ახლობლები აქამდე აგრძელებენ დაკარგული ნათესავის ძებნას. გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, კონცერტზე დასასწრებად რომან სოკოლოვი ცოლთან - ირინასთან ერთად მივიდა. მამაკაცი საკუთარ დაბადების დღეს, საყვარელი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტზე წასვლით აღნიშნავდა.

ტერორისტების ტყვიას ორივე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ქართველია.

"ვფიქრობთ, რომ ისინი მოვლენის შუაგულში აღმოჩნდნენ, - გუშინ დაღუპულთა სიაში ნახეს ირინას მეუღლე რომანი. დღეს კი ირინაც იპოვეს და ამოიცნეს“, - ამბობს რუსულ მედიასთან ოჯახის მეგობარი გიორგი.

როგორც გავარკვიეთ, ირინა და-ძმებმა წლების წინ იპოვეს. "ესეც ჩვენი დაიკო ირინა. უკვე ოთხნი ვართ“, - წერს 2013 წელს გამოქვეყნებულ სტატუსში ირინას თბილისელი და ნინო მამისაშვილი.

ირინა ძმასთან, დავით მამისაშვილთან ერთად

მისი თქმით, ირინას ზურგში აქვს მოხვედრილი ტყვია.

"ალბათ, გაქცევის დროს მოხვდა, ხანძარში არ არიან მოყოლილი. ჩემს დას კისერშიც აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა კიდევ. სიძეს კი ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. ირინას ამოცნობა გაჭირდა, ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო. ფილტვი რომ სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტით ამოიცნეს", - ამბობს ნინო მამისაშვილი "ტვ პირველთან".

მისი თქმით, რუსეთში დის დაკრძალვაზე ჩასვლა უნდოდა, მაგრამ მოსალოდნელი ტერაქტების და საფრთხეების გამო თავი შეიკავა.

გარდაცვლილებს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.