პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?
"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

  • სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, გენ­დე­რის ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, 19 წლის და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბის მუ­ქა­რით სთხოვ­და მორ­ჩი­ლე­ბას და მას­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას.

"გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის გარ­და აღ­მო­ჩე­ნილ იქნა სხვა პირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა) და 139-ე მუხ­ლით (სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის იძუ­ლე­ბა) წა­რედ­გი­ნა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გა­მო­ძი­ე­ბა 19 წლის გო­გო­ნას მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულს სხვა მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბიც აქვს ჩა­დე­ნი­ლი. "კუ­რი­ერ­მა" და­ად­გი­ნა იმ მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­საც ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­სა და მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის მუ­ქა­რას ედა­ვე­ბი­ან.

და­კა­ვე­ბუ­ლი 43 წლის გი­ორ­გი ქა­რო­სა­ნი­ძეა. მას ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. საქ­მე, რომ­ლის მა­სა­ლებ­ში 200-მდე ქა­ლის 5 000-ზე მეტი ინ­ტი­მუ­რი ფოტო და ვი­დე­ო­კად­რია, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გახ­სნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ბრალ­დე­ბუ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თხლაშ!!!
2

საკვირველია! თუ ჩაიხადე, მიცემა იქვე არაა!? რად უნდა ამას შსს!?

ZZ
7

ეჭვი მეპარება კი არა დარწმუნებული ვარ რომ ეს 200 ქალის კადრები ამისი ნაჩალიჩარი არ არის ხელში ჩაუვარდა რომელიღაც სპეც სამსახურის ფაილები და ამ ჯიგარსაც მოუნდა უზრუნველი ცხოვრება

ავტორი:

"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?

"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

"გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, გამოძიება 19 წლის გოგონას მიმართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა ბრალდებულს სხვა მსგავსი დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. "კურიერმა" დაადგინა იმ მამაკაცის ვინაობა, რომელსაც ინტიმური ხასიათის ფოტოების გავრცელებასა და მისი გასაჯაროების მუქარას ედავებიან.

დაკავებული 43 წლის გიორგი ქაროსანიძეა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქმე, რომლის მასალებში 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეოკადრია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გახსნა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.