Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"30 ტყუილი იყო ნათქვამი..." - რას ამბობს მინისტრი რიკოთზე არსებულ მდგომარეობაზე?
"30 ტყუილი იყო ნათქვამი..." - რას ამბობს მინისტრი რიკოთზე არსებულ მდგომარეობაზე?

რი­კოთ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა არის უსაფრ­თხო, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ქარ­სე­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" აღ­ნიშ­ნა, რი­კოთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­უ­რი შე­ტე­ვის მი­ზა­ნი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძაბ­ვა და შე­ში­ნე­ბა.

"რი­კოთ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა არის უსაფრ­თხო. დიდი ხა­ნია რი­კო­თი არა­ვის უხ­სე­ნე­ბია, ძი­რი­თა­დად კამ­პა­ნი­უ­რი შე­ტე­ვა იყო შარ­შან, და­ახ­ლო­ე­ბით, 7 თვის მან­ძილ­ზე, ვიდ­რე გავ­ხსნი­დით 27-კი­ლო­მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთს.

და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ტყუ­ი­ლი იყო ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუ­ი­ლე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად და­სა­ძა­ბად და შე­სა­ში­ნებ­ლად, შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ არც არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა 149-ე კი­ლო­მეტრს ვი­ტყვი, რომ იქ მე­წყე­რი არ ჩა­მო­წო­ლი­ლა. აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა პო­ტენ­ცი­უ­რი მე­წყრის კერა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის გა­რე­მო­ე­ბად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, ამის სა­ფუძ­ველ­ზე ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ რი­კო­თი დაგ­ვე­კე­ტა და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დაგ­ვერ­თო მოძ­რა­ო­ბა და დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მი",- გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რე­ბენ, არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბით სა­დის­კვა­ლი­ფი­კა­ციო მი­ზე­ზი ან გა­რე­მო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა.

"კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­მუ­შა­ოდ არი­ან შერ­ჩე­ულ­ნი, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია იმ პო­ლი­ტი­კას­თან და არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­დის­კვა­ლი­ფი­კა­ციო მი­ზე­ზი ან გა­რე­მო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ იმუ­შა­ოს თუ არა ასე­თი კი­თხვა არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი, არც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი“,- აღ­ნიშ­ნა ქარ­სე­ლა­ძემ.

  • კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გვი­რა­ბე­ბის და ხი­დე­ბის ასა­შე­ნებ­ლად, მი­ნის­ტრის თქმით, უსაფრ­თხოა ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო.

"უსაფრ­თხოა არა იმი­ტომ, რომ მე ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ ვთქვი, არა­მედ იმის გამო თუ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რა პრო­ცე­სე­ბი, რო­გორ კონ­ტროლ­დე­ბა და ა.შ. ამი­ტომ არის უსაფრ­თხო და, რა თქმა უნდა, მეც ვა­დას­ტუ­რებ, რომ არის უსაფრ­თხო. ობი­ექ­ტუ­რად რომ უსაფრ­თხოა ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. 27-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თის გახ­სნამ­დე იყო ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­გან, ტყუ­ი­ლე­ბის­გან, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი და არას­რულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან. ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ჰქონ­და ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ფი­ლი­ყო და­ში­ნე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა!
3

ადრე თუ გვიან წამოვა მაგ მთები! 

მინოვოჩი
1

ორი დღის წინ ვიყავი, საუკეთესოა, აღფრთოვანებული ვარ....საშვილიშვილო საქმე!!!

ავტორი:

"30 ტყუილი იყო ნათქვამი..." - რას ამბობს მინისტრი რიკოთზე არსებულ მდგომარეობაზე?

"30 ტყუილი იყო ნათქვამი..." - რას ამბობს მინისტრი რიკოთზე არსებულ მდგომარეობაზე?

რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

  • როგორც ქარსელაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებული კამპანიური შეტევის მიზანი იყო მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა და შეშინება.

"რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს.

დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები მიმართული იყო მოსახლეობის ხელოვნურად დასაძაბად და შესაშინებლად, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ყოფილა.

რაც შეეხება 149-ე კილომეტრს ვიტყვი, რომ იქ მეწყერი არ ჩამოწოლილა. აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მომეტებული საფრთხის გარემოებად იქნა მიჩნეული, ამის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაგვეკეტა და, შესაბამისად, გადაგვერთო მოძრაობა და დაგვეწესებინა სპეციალური რეჟიმი",- განაცხადა ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, კონტრაქტორები, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ატარებენ, არცერთ კომპანიასთან მიმართებით სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა.

"კონტრაქტორები, რომლებიც ამ მონაკვეთებზე სამუშაოდ არიან შერჩეულნი, სრულ შესაბამისობაშია იმ პოლიტიკასთან და არცერთ კომპანიასთან მიმართებაში სადისკვალიფიკაციო მიზეზი ან გარემოება არ ყოფილა. შესაბამისად, კომპანიამ იმუშაოს თუ არა ასეთი კითხვა არ არის ლეგიტიმური, არც საფუძვლიანი“,- აღნიშნა ქარსელაძემ.

  • კითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენება გვირაბების და ხიდების ასაშენებლად, მინისტრის თქმით, უსაფრთხოა ობიექტური მიზეზების გამო.

"უსაფრთხოა არა იმიტომ, რომ მე ირაკლი ქარსელაძემ ვთქვი, არამედ იმის გამო თუ რა სამუშაოები, რა პროცესები, როგორ კონტროლდება და ა.შ. ამიტომ არის უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, მეც ვადასტურებ, რომ არის უსაფრთხო. ობიექტურად რომ უსაფრთხოა ამაზეა საუბარი. 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნამდე იყო ორკესტრირებული კამპანია, რომელიც შედგებოდა მანიპულაციებისგან, ტყუილებისგან, დამახინჯებული და არასრულყოფილი ინფორმაციისგან. ერთადერთი მიზანი ჰქონდა ის, რომ მოსახლეობა ყოფილიყო დაშინებული“,- განაცხადა ქარსელაძემ.