სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."
"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."

"ეშ­მა­კის კო­მე­ტა" იშ­ვი­ა­თი გა­ლაქ­ტი­კუ­რი ფე­ნო­მე­ნია, რო­მე­ლიც ევე­რეს­ტის ზო­მი­საა და მას ადა­მი­ა­ნი 70 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხე­დავს. ახლა ეს კო­მე­ტა დე­და­მი­წის­კენ მო­ის­წრაფ­ვის და ას­ტრო­ნო­მე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, მალე ის შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ვი­ხი­ლოთ.

კაშ­კა­შა კო­მე­ტა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 12P/Pons-Brooks -ის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ის მზის სის­ტე­მის შიდა ტე­რი­ტო­რი­ას უახ­ლოვ­დე­ბა და მისი და­ნახ­ვა ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ტე­ლეს­კო­პით ან ბი­ნოკ­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თუმ­ცა რო­გორც Space.com იტყო­ბი­ნე­ბა, მარ­ტის ბო­ლოს კო­მე­ტის შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით და­ნახ­ვა შე­ბინ­დე­ბი­სას ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. "ეშ­მა­კის კო­მე­ტა" ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს თა­ნა­ვარ­სკვლა­ვე­დის და­სავ­ლეთ ჰო­რი­ზონტზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

კო­მე­ტა 6 მარტს ინ­გლი­სის ცაზე შე­ნიშ­ნეს

კო­მე­ტა 21 აპ­რილს მზეს­თან უახ­ლო­ეს მან­ძილ­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა, მა­ის­ში კი ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს მხედ­ვე­ლო­ბის არე­დან სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის დე­და­მი­წის სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­დან იქ­ნე­ბა ხი­ლუ­ლი, სა­ბო­ლო­ოდ კი 2095 წლამ­დე ისევ გაქ­რე­ბა და მისი და­ნახ­ვა ადა­მი­ა­ნებს 70 წელი ისევ აღარ შე­ეძ­ლე­ბათ.

  • "უმე­ტე­სი ად­გი­ლი­დან მისი და­ნახ­ვა ალ­ბათ ბი­ნოკ­ლით უფრო იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ბნე­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ის ალ­ბათ შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც გა­მოჩ­ნდე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­ტრო­ნო­მი­ის ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის დი­რექ­ტორ­მა ელი­ზა­ბეტ უორ­ნერ­მა Washington Post-თან სა­უბ­რი­სას.

კო­მე­ტამ თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ზედ­მეტ­სა­ხე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­კაშ­კა­შის "აფეთ­ქე­ბის" გამო ცოტა ხნის წინ მო­ი­პო­ვა, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ ეშ­მა­კის რქებს მი­ამ­სგავ­სა.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მსგავ­სი გაბრ­წყი­ნე­ბა, რო­მე­ლიც სი­კაშ­კა­შის ექ­სპო­ნენ­ცი­ა­ლურ ზრდას იწ­ვევს, შე­საძ­ლოა, ამ თვე­ში კი­დევ უფრო მოხ­შირ­დეს. ამის მი­ზე­ზე­ბი უც­ნო­ბია, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტის ვა­რა­უ­დით, კო­მე­ტას შე­საძ­ლოა აქ­ტი­უ­რი ყი­ნუ­ლის ვულ­კა­ნე­ბი ჰქონ­დეს, რომ­ლე­ბიც ფეთ­ქდე­ბი­ან, რაც მას კი­დევ უფრო მეტ ბრწყინ­ვა­ლე­ბას ჰმა­ტებს.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurab chkadua
0

ეგ არაფერი...აი იმას უფრრხილდეს კაცობრიობა, რომელიც 10800 წელიწადში გამოჩნდება...

 

რუსუდანი
6

,,ბინოკლს,, - ქართულად ჭოგრიტი ჰქვია.

ავტორი:

"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."

"ეშმაკის კომეტა" დედამიწას უახლოვდება - რას ამბობენ მეცნიერები: "მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს..."

"ეშმაკის კომეტა" იშვიათი გალაქტიკური ფენომენია, რომელიც ევერესტის ზომისაა და მას ადამიანი 70 წელიწადში ერთხელ ხედავს. ახლა ეს კომეტა დედამიწისკენ მოისწრაფვის და ასტრონომების თქმით, შესაძლოა, მალე ის შეუიარაღებელი თვალითაც ვიხილოთ.

კაშკაშა კომეტა ოფიციალურად 12P/Pons-Brooks -ის სახელითაა ცნობილი. მეცნიერების თქმით, ის მზის სისტემის შიდა ტერიტორიას უახლოვდება და მისი დანახვა ამჟამად მხოლოდ ტელესკოპით ან ბინოკლითაა შესაძლებელი.

თუმცა როგორც Space.com იტყობინება, მარტის ბოლოს კომეტის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შებინდებისას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანებისთვის გახდება შესაძლებელი. "ეშმაკის კომეტა" ვერძის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის დასავლეთ ჰორიზონტზე გამოჩნდება.

კომეტა 6 მარტს ინგლისის ცაზე შენიშნეს

კომეტა 21 აპრილს მზესთან უახლოეს მანძილზე აღმოჩნდება, მაისში კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მხედველობის არედან საერთოდ გაქრება. მოგვიანებით, ის დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული, საბოლოოდ კი 2095 წლამდე ისევ გაქრება და მისი დანახვა ადამიანებს 70 წელი ისევ აღარ შეეძლებათ.

  • "უმეტესი ადგილიდან მისი დანახვა ალბათ ბინოკლით უფრო იქნება შესაძლებელი, თუმცა ბნელი ტერიტორიებიდან ის ალბათ შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება" - განაცხადა მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომიის ობსერვატორიის დირექტორმა ელიზაბეტ უორნერმა Washington Post-თან საუბრისას.

კომეტამ თავისი უცნაური ზედმეტსახელი მოულოდნელი სიკაშკაშის "აფეთქების" გამო ცოტა ხნის წინ მოიპოვა, რომელიც ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ეშმაკის რქებს მიამსგავსა.

მეცნიერების თქმით, მსგავსი გაბრწყინება, რომელიც სიკაშკაშის ექსპონენციალურ ზრდას იწვევს, შესაძლოა, ამ თვეში კიდევ უფრო მოხშირდეს. ამის მიზეზები უცნობია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, კომეტას შესაძლოა აქტიური ყინულის ვულკანები ჰქონდეს, რომლებიც ფეთქდებიან, რაც მას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას ჰმატებს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა