მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ
მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი სპექ­ტაკ­ლის საპ­რე­მი­ე­რო დღე­ე­ბი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. 15 და 22 მარტს 20 სა­ათ­ზე, მცი­რე სცე­ნა­ზე მიხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი გა­თა­მაშ­დე­ბა.

„ ჟი­კ­ჟი­კო­ბა ღამე“ , ასე ჰქვია სპექ­ტაკლს, რომ­ლის დამ­გმე­ლი რე­ჟი­სო­რი და ინ­სცე­ნი­რე­ბის ავ­ტო­რი ეკა­ტე­რი­ნე კატო შა­რი­ქა­ძეა.

პი­ე­სა ომის შემ­დეგ, იძუ­ლე­ბით მი­ტო­ვე­ბულ სოფ­ლებ­ზეა, ომში უსაფ­ლა­ვოდ და­კარ­გულ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის, ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ დარ­ჩე­ნილ ტკი­ვილ­ზე.

პი­ე­სის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბია ოლა და პაპა ილა არი­ან, რომ­ლე­ბიც უკვე დიდი ხა­ნია , სა­მა­ჩაბ­ლოს ერთ-ერთი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე წვა­ნან. აქ , თით­ქმის აღა­რა­ვინ და­დის , აღარც სან­თლებს ან­თე­ბენ , რო­გორც უწინ. არა და აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლის დამ­დეგ ღა­მეს, მო­დი­ოდ­ნენ და სა­კუ­თარ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს სან­თლებს უნ­თებ­დნენ. ისე აჟი­კ­ჟიკ­დე­ბოდ­ნენ სან­თლე­ბი სა­საფ­ლაო ერთი დიდი ქა­ლა­ქი გე­გო­ნე­ბო­და.

სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვი­ტა პი­ე­სა­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მიხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი „ ზე­ცას ვი­ყავ, ზეცა ვნა­ხე“ და აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი.

სპექ­ტაკლში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი იავ­ნა­ნა, სულ­ხან ცინ­ცა­ძის „ ყელ­სა­ბა­მი“ და ნინო-კიკ­ვა­ძე- ბა­რა­თაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა „ მე­ჯი­ნი­ბე“.

სპექ­ტაკ­ლი ეძღვნე­ბა მსა­ხი­ო­ბე­ბის - მაია ჩარ­თო­ლა­ნი­სა და მე­რაბ შა­რი­ქა­ძის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: მაია ჩარ­თო­ლა­ნი, მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, მალ­ხაზ შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი, ნინო პა­პი­აშ­ვი­ლი, ჯაბა ჯა­ნა­შია, ლილი მეტ­რე­ვე­ლი, მაია მი­ქე­ლა­ძე.

მხატ­ვა­რი- მაია სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი

ლოტ­ბა­რი- მა­რია ელე­ნე ბეჟაშ­ვი­ლი

ხმის რე­ჟი­სო­რი ლე­ვან გვა­ზა­ვა.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ

მოზარდმაყურებელთა თეატრი  ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ სპექტაკლ "ჟიკჟიკობა ღამეს" წარმოგიდგენთ

ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სპექტაკლის საპრემიერო დღეები მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 15 და 22 მარტს 20 საათზე, მცირე სცენაზე მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი გათამაშდება.

„ ჟიკჟიკობა ღამე“ , ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის დამგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ეკატერინე კატო შარიქაძეა.

პიესა ომის შემდეგ, იძულებით მიტოვებულ სოფლებზეა, ომში უსაფლავოდ დაკარგულ მიცვალებულებზე და საქართველოს უახლესი ისტორიის, ოკუპაციის შემდეგ დარჩენილ ტკივილზე.

პიესის მთავარი გმირები, გარდაცვლილი ბებია ოლა და პაპა ილა არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია , სამაჩაბლოს ერთ-ერთი, ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე წვანან. აქ , თითქმის აღარავინ დადის , აღარც სანთლებს ანთებენ , როგორც უწინ. არა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დამდეგ ღამეს, მოდიოდნენ და საკუთარ მიცვალებულებს სანთლებს უნთებდნენ. ისე აჟიკჟიკდებოდნენ სანთლები სასაფლაო ერთი დიდი ქალაქი გეგონებოდა.

სპექტაკლის რეჟისორმა გადაწყვიტა პიესაში გამოეყენებინა მიხო მოსულიშვილის ნაწარმოები „ ზეცას ვიყავ, ზეცა ვნახე“ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომგამოვლილი ადამიანების ნამდვილი ამბები.

სპექტაკლში გამოყენებულია ქართული იავნანა, სულხან ცინცაძის „ ყელსაბამი“ და ნინო-კიკვაძე- ბარათაშვილის სიმღერა „ მეჯინიბე“.

სპექტაკლი ეძღვნება მსახიობების - მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღს.

მონაწილეობენ: მაია ჩართოლანი, მერაბ შარიქაძე, მალხაზ შაყულაშვილი, ნინო პაპიაშვილი, ჯაბა ჯანაშია, ლილი მეტრეველი, მაია მიქელაძე.

მხატვარი- მაია სულხანიშვილი

ლოტბარი- მარია ელენე ბეჟაშვილი

ხმის რეჟისორი ლევან გვაზავა.

R