პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიელი მილიარდერი "ტიტანიკის" ზუსტი ანალოგის შექმნას გეგმავს - რა არის ცნობილი "ტიტანიკი 2-ზე", რომლის აგებაც 1 მილიარდი დოლარი დაჯდება
ავსტრალიელი მილიარდერი "ტიტანიკის" ზუსტი ანალოგის შექმნას გეგმავს - რა არის ცნობილი "ტიტანიკი 2-ზე", რომლის აგებაც 1 მილიარდი დოლარი დაჯდება

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მი­ლი­არ­დე­რი, კლა­ივ პალ­მე­რი ისევ და­უბ­რუნ­და თა­ვის გეგ­მებს - მას სურს თბო­მა­ვა­ლი-გი­გან­ტი "ტი­ტა­ნი­კი-2“ შექ­მნა და თვლის, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი ლა­ი­ნე­რის ზუს­ტი ასლი თა­ვის პირ­ველ რე­ისს 2027 წლის­თვის შე­ას­რუ­ლებს.

  • ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail წერს.

9-გემ­ბა­ნი­ა­ნი გე­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დეა. პალ­მე­რის თქმით, მისი პრო­ექ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ, "ორი­გი­ნალ­ზე ბევ­რად უკე­თე­სი“ იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მშე­ნებ­ლო­ბა 2025 წლის ზამ­თარ­ში და­ი­წყე­ბა. თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში ამ ეტაპ­ზე არ არის იმ­ხე­ლა გემთმშე­ნი, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბა მო­ხერ­ხდეს.

  • პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ლა­ი­ნერ­ში 2.5 ათა­სი მგზავ­რი და­ე­ტე­ვა. და­გეგ­მი­ლია, რომ გემს ჰქონ­დეს ხის უზარ­მა­ზა­რი კიბე, ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც ჰო­ლი­ვუ­დის ლე­გენ­და­რულ ფილმში "ტი­ტა­ნიკ­ში“ იყო.

უმ­დიდ­რე­სი კა­ი­უ­ტე­ბი კი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რით, ზუს­ტად ისე­თით, რაც ორი­გი­ნალ "ტი­ტა­ნიკს" ჰქონ­და/

გემ­ზე იქ­ნე­ბა უზარ­მა­ზა­რი სა­სა­დი­ლო და პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ვახ­შმო დარ­ბა­ზი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზი, აუზი, სა­უ­ნე­ბი, თე­ატ­რი და კა­ზი­ნო. ამას­თან, პალ­მე­რის თქმით, "ტი­ტა­ნიკ-2-ზე“ იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­ვი­გა­ცი­ი­სა და უსაფრ­თო­ხე­ბის სის­ტე­მე­ბი

ცნო­ბის­თვის, ორი­გი­ნა­ლი "ტი­ტა­ნი­კი“ 1912 წელს 2 ათას­ზე მეტ მგზავ­რთან ერ­თად ჩა­ი­ძი­რა. ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას მხო­ლოდ 700 ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
555
3

მსოფლიო ატომური ომის ზღვარზეა და ეს ს-კო ტიტანიკის აგებაზე ფიქრობს, ისე გამოაქლიავა ფულმა, რომ რა ქნას არ იცის.

კრიტიკოსი
0

უმაღლესი დონის რადარის სისტემა უნდა დააყენონ, ემანდ კიდე აისბერგს არ გამოსდოს...

ავტორი:

ავსტრალიელი მილიარდერი "ტიტანიკის" ზუსტი ანალოგის შექმნას გეგმავს - რა არის ცნობილი "ტიტანიკი 2-ზე", რომლის აგებაც 1 მილიარდი დოლარი დაჯდება

ავსტრალიელი მილიარდერი "ტიტანიკის" ზუსტი ანალოგის შექმნას გეგმავს - რა არის ცნობილი "ტიტანიკი 2-ზე", რომლის აგებაც 1 მილიარდი დოლარი დაჯდება

ავსტრალიელი მილიარდერი, კლაივ პალმერი ისევ დაუბრუნდა თავის გეგმებს - მას სურს თბომავალი-გიგანტი "ტიტანიკი-2“ შექმნა და თვლის, რომ ლეგენდარული ლაინერის ზუსტი ასლი თავის პირველ რეისს 2027 წლისთვის შეასრულებს.

  • ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail წერს.

9-გემბანიანი გემის ღირებულება 1 მილიარდ დოლარამდეა. პალმერის თქმით, მისი პროექტი უსაფრთხოების მხრივ, "ორიგინალზე ბევრად უკეთესი“ იქნება. მოსალოდნელია, რომ მშენებლობა 2025 წლის ზამთარში დაიწყება. თუმცა ბიზნესმენის თქმით, მის მფლობელობაში ამ ეტაპზე არ არის იმხელა გემთმშენი, რომ ასეთი მასშტაბური მშენებლობა მოხერხდეს.

  • პროექტის მიხედვით, ლაინერში 2.5 ათასი მგზავრი დაეტევა. დაგეგმილია, რომ გემს ჰქონდეს ხის უზარმაზარი კიბე, ზუსტად ისეთი, როგორიც ჰოლივუდის ლეგენდარულ ფილმში "ტიტანიკში“ იყო.

უმდიდრესი კაიუტები კი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხისგან დამზადებული ინვენტარით, ზუსტად ისეთით, რაც ორიგინალ "ტიტანიკს" ჰქონდა/

გემზე იქნება უზარმაზარი სასადილო და პირველი კლასის სავახშმო დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი, აუზი, საუნები, თეატრი და კაზინო. ამასთან, პალმერის თქმით, "ტიტანიკ-2-ზე“ იქნება თანამედროვე ნავიგაციისა და უსაფრთოხების სისტემები

ცნობისთვის, ორიგინალი "ტიტანიკი“ 1912 წელს 2 ათასზე მეტ მგზავრთან ერთად ჩაიძირა. ტრაგიკულ შემთხვევას მხოლოდ 700 ადამიანი გადარჩა.

ავტორი: ანრი კურტანიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"