უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, უკრაინელი დივერსანტები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქის ტეტკინოს დასახლების ტერიტორიაზე შეჭრას.
განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა - ხო გადარჩნენ რუსები თორემ უკრაინელები მაგ ძალებით პირდაპირ კრემლამდე მივიდოდოდნენ,თეთრ ცხენზე ამხედრებული ნიჩაბშემართული ზელენსკი არ მიუძღოდა წინ?
ვინ ვინ გაანადგურაააა????