პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებები თბილისსა და რეგიონებში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებზე
დაკავებები თბილისსა და რეგიონებში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, თბი­ლი­სის, იმე­რე­თი­სა და აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 9 პირი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის 5 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის, მა­რი­ხუ­ა­ნას უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნი­სა და კულ­ტი­ვი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ს., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ბ., 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პ.ი., 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჰ.ბ, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ი. 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.დ., 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ღ., 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ.

„და­ნა­შა­უ­ლე­ბი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე მ.ს.-ს სხე­უ­ლით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - 300 გრ. „ჰე­რო­ი­ნი“ შე­მოჰ­ქონ­და, ხოლო, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პი­რა­დი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ფერ­მის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მდმა“, „ექ­სტა­ზი“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი“ ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ალფა პვპ“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და „პსი­ლო­ცი­ნი“ ამო­ი­ღეს.

იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ა.ბ.-ს პი­რა­დი და დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ჩხრე­კი­სას, ნივთმტკი­ცე­ბად, ლო­კა­ცი­ებ­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­სა­თავ­სებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი „კო­კა­ი­ნი“, „მდმა“, „მე­თა­დო­ნი“, „ამ­ფე­ტა­მი­ნი“ და „ლსდ“ ამო­ი­ღეს, ხოლო, ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ა.-ს ჩხრე­კი­სას, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მა­რი­ხუ­ა­ნა“ ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც მან ინ­ტერ­ნე­ტაპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით შე­ი­ძი­ნა და სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ნა­თავ­სა.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბა­თუმ­ში, ა.ი.- ს დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად „მა­რი­ხუ­ა­ნა“ და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რე „კა­ნა­ფი“ ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მცე­ნა­რის კულ­ტი­ვი­რე­ბას თა­ვის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ სათ­ბურ­ში ახ­დენ­და.

დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნის, მა­რი­ხუ­ა­ნას უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნი­სა და კულ­ტი­ვი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრი­მა და 19-273-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუიზა
0

როგორ შემოდის ქვეყანაში ამდენი წამალი

ფოსტა-ლიონი!
0

სადარბაზოები ყარს "მოსაწევის" სუნით!!!!!

ავტორი:

დაკავებები თბილისსა და რეგიონებში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებზე

დაკავებები თბილისსა და რეგიონებში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ, 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.